მუნჯი სიყვარული

By raviciravici

2.6K 351 61

✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანო... More

"მეძავის შვილო!"
საშინელი დღე
ტატუ
ნარკოტიკი
შარი
"შენ ლაპარაკობ?"
შანტაჟი
ორეული
მაფიოზი
11,5
გამოაშკარავება
სამსჯავრო
თავსხმა წვიმა
💗დასასრული💗

ძმა

130 21 4
By raviciravici

"რის თქმას აპირებდა ჰანსო, სანამ გული წაუვიდოდა?" - ეს ფიქრები მოსვენების საშუალებას არ აძლევდა სუნმინს.

და მაინც, რატომ იყო ესეთი დონის მსგავსება ამ ორს შორის?

ყველაფერი 18 წლის წინ დაიწყო...

ჰანსოს მამას, კიმ სომუნს საყვარელი ჰყავდა, რომელიც მისგან ორსულად იყო და დღე-დღეზე იმშობიარებდა. ამის გამო  ის თავის ცოლს, ანუ ჰანსოს დედას დაშორდა. ამ პერიოდში ჰანსო 1 თვისაც არ იქნებოდა. მამამისის საყვარელმა-ნაბიმ ზუსტად იმ დღეს გააჩინა ბავშვი, როდესაც სომუნი თავის ცოლს დაშორდა . ნაბის ბიჭი შეეძინა და სუნმინი დაარქვა. მან საერთოდ არ იცოდა, რომ მისი შვილის მამას ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა. ანუ გამოდის, რომ სომუნმა თავისი საყვარელიც მოატყუა და ცოლიც. მას ბოლოს მაინც არავინ დარჩა. მისი ყოფილი ცოლიც არ მიიღებდა და არც ნაბი- ესეთი დიდი ტყუილის გამო.
ორივე ქალი მარტოხელა დედა გახდა. მაგრამ ნაბის შვილის, სუნმინის ბავშვობა უფრო რთული იყო ვიდრე ჰანსოსი. ეს უკვე იცით რატომაც. ჰანსოს დედა 2 წელიწადში სხვა კაცზე დაქორწინდა და მერე დაიბადა მისი დაც, სანა. რომელზეც ასე ზრუნავს. მოკლედ, ამ ორ ბიჭს ერთი მამა ჰყავს. ამიტომაა მათ შორის ესეთი დონის მსგავსება. სწორედ ამის თქმას აპირებდა ჰანსო, სანამ გონებას დაკარგავდა.

ეგ ყველაფერი ჰანსოსთვის ამდენი წლის მანძილზე უცნობი იყო. არავის არ უთქვამს და არც არასდროს უცდიათ მასთან ამ თემაზე საუბარი მანამ, სანამ თვითონ არ გაარკვია.
ჰანსოს დედამისის მეორე ქმარი, ჰიუნი ეგონა თავისი ნამდვილი მამა. მაგრამ ძველი ფოტოების პოვნის შემდეგ ეჭვები გაუჩნდა. თან  ჰიუნთან გადაღებული ფოტოები მას 2 წლამდე არ ჰქონდა. დედის ნივთებში ქექვისას ფოტო იპოვა, რომელიც 18 წლის წინ სამშობიაროშია გადაღებული. ამ ფოტოზე დედამისია გამოსახული, რომელსაც პატარა ჰანსო უჭირავს, დედას გვერდით ვიღაც კაცია ჩამომჯდარი და მასზე ხელი აქვს გადახვეული. "იქნებ ნათესავია?"-გაიფიქრა ამ ფოტოს დანახვისას თავიდან. მაგრამ ეს კაცი არასდროს არ ჰყავდა ნანახი. განაგრძო ფოტოებში ქექვა და ისეთი ფოტო იპოვა, რომ უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
ამ ფოტოზე დედამისის და ამ უცნობი კაცის ქორწილი იყო გამოსახული. თვალებს არ უჯერებდა ეგ რომ დაინახა. თან ბრაზიც მოერია, რადგან აქამდე დედას მასთან არ უსაუბრია მის ბიოლოგიურ მამაზე. ამ მომენტში ოთახში დედამისი შემოვიდა და გაშეშდა, როცა თავისი ატირებული შვილი დაინახა ძველი ფოტოებით ხელში.

- ჰანსო ეგ რა არის?

- რატომ არ მითხარი მამაჩემი ვინ იყო?! - მაშინვე ყვირილი დაიწყო გაცხარებულმა ბიჭმა.

- მ..მაპატიე... ვიფიქრე, რომ... - წამოიწყო ენის ბორძიკით ქალმა, მაგრამ ბიჭმა შეაწყვეტინა.

- რა იფიქრე?! ის ვერ მოიფიქრე, რომ სიმართლე გეთქვა?!

ჰანსოს ღრიალზე ჰიუნი შემოვარდა.

- რა მოხდა? - გაოცებული ხმით იკითხა კაცმა და ოთახში მყოფ დედა-შვილს თვალი მოავლო.

- სად არის ჩემი ნამდვილი მამა?!-ხმა დაიმშვიდა ბიჭმა.

- მან მიგვატოვა! - დაიკივლა დედამისმა. - ჯერ 1 თვისაც არ იყავი, თავის ორსულ საყვარელთან გაიქცა, მაგრამ იმანაც მიაგდო! არ მინდოდა მისნაირი ადამიანი მიგეღო მამად! - უკვე ტიროდა.

- ეხლა სად არის? - მშვიდი და უემოციო ხმით ჰკითხა ჰანსომ დედას.

- მგონი იტალიაშია. ჯანდაბაშიც წასულა! მაგ დროის შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხიხარ.

- ის ქალი და ბავშვი? სად არიან ეგენი?

- არ ვიცი... მგონი ეგ ქალი მოკვდა და ბიჭი მუნჯად დარჩა. ოღონდ არ ვარ დარწმუნებული. ისინი ცხოვრებაში არ მინახავს. მაგრამ ვიღაცეების ნათქვამი მახსოვს, რომ ის ბიჭი რაღაცით გგავს.

ამის გაგონებაზე ჰანსოს მაშინვე სუნმინი გაახსენდა. დედამისიც ხომ მკვდარი იყო, და ისიც მუნჯად დარჩა მისი სიკვდილის შემდეგ.
ბევრი ხანი იკვლია, უფრო მეტი ადამიანი გამოკითხა და საბოლოოდ გაარკვია, რომ სუნმინს და მას ერთი მამა ჰყავთ.
სუნმინი სიმართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებს თუ ჰანსო გადარჩება.

*****

მეორე საღამოს ჩევონმა წინა ღამის მერე გათიშული ტელეფონი ჩართო და ეს მაშინვე ინანა, როცა მესიჯებს გადახედა. სკოლელი ბიჭები და მათი მეგობრებიც კი, რომლებიც საერთოდ არ სწავლობდნენ იგივე სკოლაში იმდენ საშინელებას სწერდნენ, რომ ჭკუიდან გადავიდა. ოთახში ჩაიკეტა და ტირილი დაიწყო.
"სკოლაში როგორ წავიდე? საერთოდ როგორ გავყო თავი გარეთ?" - მოთქვამდა გამტყდარი ხმით. დედამისმა ჯერ არ იცოდა იმ ფოტოებზე, თორემ რამე ზომებს მიიღებდა შვილის დასაცავად.

- ჩევონ! გამოდი, ისაუზმე! - ამოსძახა გიონჯამ გოგოს. რა თქმა უნდა ჩევონი არ ჩასულა და ოთახში დარჩა. ქალს შეეშინდა, როცა შვილისგან ერთი სიტყვაც ვერ გაიგო და მის ოთახში შესვლა დააპირა. მაგრამ ჩევონს კარები ჩაკეტილი ჰქონდა და ვერ შევიდა.
- ჩევონ!! რა გჭირს?! ტირიხარ?

- დედა წადი! - მოაძახა დედას ატირებულმა გოგომ და თავი საბანში ჩარგო, თავისი ტირილის ხმის დასახშობად.

- რამე მოხდა?! - არ ეშვებოდა ანერვიულებული დედამისი.

- თავი დამანებე...

ჩევონი ბოლო ხმაზე ტიროდა. თავის მოკვლამდე ცოტა აკლადა, რომ კარის მეორე მხრიდან სუნმინის ხმა მოესმა.

- ჩევონ! კარი გააღე გთხოვ. დედაშენი ძალიან შეშინებულია. გემუდარები გააღე.

ისეთი ხმით სთხოვდა, რომ გოგოს გულმა ვეღარ გაუძლო. დათანხმდა და კარი გააღო. ეხლა ყველაზე მეტად მასთან საუბარი და ჩახუტება სჭირდებოდა. ჩევონმა
როგორც კი კარი გააღო შიგნით შემოვარდა ორივე.

- ქალბატონო გიონჯა, მე დაველაპარაკები. თქვენ გარეთ მოიცადეთ. - მშვიდად თხოვა სუნმინმა გიონჯას. დედამ გოგოსთან დარჩენის ნება დართო და თვითონ ოთახიდან გავიდა.
როგორც კი ქალი გავიდა, სუნმინი მაშინვე მაგრად ჩაეხუტა აკანკალებულ გოგოს. ამჯერად უფრო მაგრად ატირდა.

- გთხოვ მიშველე! - ძლივს ამოილაპარაკა და უფრო მაგრად მიეკარო ბიჭს სხეულზე.

- ჩევონ, რა გჭირს?- დაბნეული ხმით ჰკითხა სუნმინმა. საწოლზე ჩამოაჯინა და თვითონ მის წინ ჩაიმუხლა.

- ყველამ ნახა ეგ დაწყევლილი ფოტოები!.. ყველამ! - ხმადაბლა, ტირილით უთხრა, რადგან არ უინდოდა დედამისს გაეგო.

- ყველას ჩემივე ხელით წავუშლი ტელეფონიდან. არავის გავაბედინებს, რომ ჩემს გოგოს ვინმემ ცუდად შეხედოს!- სრულიად სერიოზულად უთხრა.
ჩევონი ოდნავ დაწყნარდა, გულზე მოეშვა. ბიჭმა ცრემლით დასველებული სახიდან თმები მოაშორა, ლოყებზე ხელისგულები დაადო და ტუჩებში ნაზად აკოცა. ხელები წელზე შემოჰხვია და ტუჩები კისერზე გადაუტანა.

- მოიცა. დედაჩემი არ შემოვიდეს.-ყურში წაუჩურჩულა ჩევონმა ღიმილით.

- არ მინდა შევწყვიტოთ. - აღგზნებული ხმით ჩასჩურჩულა ბიჭმა.

- არც მე... მაგრამ მარტო არ ვართ, ხომ იცი... - სუნმინის სახე პატარა ხელებში მოიქცია გოგომ და მუდარის თვალებით შეხედა.

- კარგი...- თავი დაუქნია ბიჭმა- მეც უნდა წავიდე, ჰანსოს საავადმყოფოში მივაკითხავ.

ორივე ფეხზე წამოდგა. დასამშვიდობებლად ბოლოჯერ მოეხვივნენ ერთმანეთს და სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში გიონჯა.  ორივე შეხტა და ერთმანეთის გვერდზე გახტნენ, სადღაც მეტრანახევრის მოშორებით.

- ბოდიში ვერ მოვითმინე და შემოვედი. - ღიმილს ვერ მალავდა დედა. - ჩევონ, უკვეთ ხარ?

- კ..კი დედა.. - თვითონ ჩევონიც გაკვირვებული იყო დედას საქციელით.

- მე უნდა წავიდე... - ენის ბორძიკით ამოილაპარაკა დაბნეულმა სუნმინმა და კარისკენ წავიდა.

- ცოტახანი კიდევ დარჩენილიყავი. - წყენით უთხრა გიონჯამ.

- ა..არაა იმ ბიჭს უნდა მივაკითხო, თეიანმა რომ დაჭრა.

- კარგი როგორც გინდა.

სუნმინი გააცილეს.

- ჩევონ, კისერი შეწითლებული გაქვს? - შეეკითხა ცალწარბ აწეული დედა გოგოს და იმ ადგილისკენ ანიშნა თვალებით, სადაც ბიჭმა აკოცა.

- აა.. ეს.. ამ დილით თმის გასწორებისას შემთხვევით თმის უთო მივიდე და დამეწვა. - ენის ბორძიკით წაილუღლუღა ჩევონმა და თავის ოთახში გაიქცა.

*****

სუნმინი საავადმყოფოში როცა მივიდა ჰანსო კომიდან გამოსული დახვდა და მასთან 5 წუთით შესვლის უფლება დართეს.

- ჰანსო... როგორ ხარ? - გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა და მის პასუხს დაელოდა.

- არამიშავს...

- ეხლა შეგიძლია მითხრა, რისი თქმა გინდოდა? არ გაძალებ... თუ გინდა მერე მომიყევი.

- ეხლა მოგიყვები...- ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა და მოყოლა დაიწყო...- ერთი თვის წინ ძველ ფოტოებში ვიქექებოდი და ჩემი ნამდვილი მამის ფოტო ვიპოვე. დედას რომ შევეკითხე რატომ მიგვატოვა-მეთქი, მან მიპასუხა, რომ თავის ორსულ საყვარელთან წავიდა... შემდეგ რაღაცეები გამოვიძიე, ბევრი ადამიანი გამოვკითხე და გავიგე, რომ ერთი მამა გვყავს.

სუნმინი ცოტახანს გაშტერებული უყურებდა. თვალებში სარკესავით გაუკრთა ცრემლები.

- ე..ეგ საიდან მოიტანე?

- ხომ გითხარი, რომ გამოვიძიე! დედამ მითხრა , ის ქალი მოკვდა და შვილი მუნჯად დაურჩაო, როგორც შენ. თან სარკეში ჩაიხედე და მერე მე შემომხედე. ერთმანეთს ვგავართ.

- არ არსებობს... - ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა.- მამა სად არის?

- დედამ მითხრა რომ იტალიაშია.. რთული იქნება მისი პოვნა.- ამოიოხრა ჰანსომ.

- შენ გინდა იპოვო?- გამწყდარი ხმით შეეკითხა სუნმინი.

- კი... მინდა. მინდა ვეჩხუბო, ვუყვირო, რადგან ორივე შვილი მიატოვა. - ბრაზით წარმოთქვა ბიჭმა და პირდაპირ გაიხედა, შუშის კარებისკენ, საიდანაც კარგად მოჩანდა ექთნები, რომლებიც დერეფანში მიდი-მოდიოდნენ. მაგრამ ბიჭის ყურადღება არა თეთრ და ლურჯ სამოსში გამოწყობილმა ექთნებმა, არამედ უცნობმა მაღალმა კაცმა მიიქცია, რომელიც მდიდრულად იყო გამოწყობილი და შუშის კართან ძალიან ახლოს იდგა. სახე კარგად არ უჩანდა, ამიტომ ჰანსომ ვერ გაარჩია ვინ იყო. უცებ ეს კაცი კარებს მოშორდა, შეტრიალდა და დერეფანს გაუყვა ჩქარი ნაბიჯებით...

_____________________________________

დედა დედააა რეები ხდებააა😱🤣 მომიტევეთ... ერთ კვირაზე მეტი გალოდინეთ მაგრამ რა ვქნა, ინტერნეტი არ მქონდა🙃 შემდეგიც მალე წამოეწევაააა❤️❤️

Continue Reading

You'll Also Like

388 66 5
გოგონა ,რომელიც ყველა ბიჭს საწოლში ითრევს და შემდეგ კლავს რა მოხდება თუ ის მოკლავს მთავარი მაფიის უფროს შვილს და რამოხდება როდესაც ის შეხვდება კიმ თე...
1.5K 355 8
ამ სამყაროში ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა ეს შენ იყავი და დამიჯერე ეს ყოველთვის ასე დარჩება "ქორწინება კონტრაქტით" II სეზონი დავიწყე: 10/03/2023 დავას...
5.6K 473 8
Хуудас бүрт чиний хэлсэн худал үгс хадаастай бий...
269K 40.5K 103
ပြန်သူမရှိတော့ဘူးဆိုလို့ ယူပြန်လိုက်ပြီ ဟီးဟီး ဖတ်ပေးကြပါဦး