მუნჯი სიყვარული

De raviciravici

2.6K 351 61

✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანო... Mai multe

"მეძავის შვილო!"
ტატუ
ნარკოტიკი
შარი
"შენ ლაპარაკობ?"
შანტაჟი
ორეული
ძმა
მაფიოზი
11,5
გამოაშკარავება
სამსჯავრო
თავსხმა წვიმა
💗დასასრული💗

საშინელი დღე

187 28 2
De raviciravici


მეორე დღეს ჩევონი სკოლაში მივიდა. ცოტათი დამშვიდდა, რომ მორიგი დამცირებისა და ბულინგის  ინციდენტს არ შეესწრო და კლასში შევიდა. უჩვეულო არაფერი იყო. თეიანი და მისი მეგობრები კუთხეში იდგნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, გოგონებიდან ზოგიერთი წიგნებში იჭყიტებოდა, ზოგიერთები ერთად იდგნენ და ისინიც ჭორაობდნენ რაღაცაზე/ვიღაცაზე. მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა განცალკევებით, ბოლო მერხზე. თავზე მოსაცმელის შავი კაპიუშონი ჰქონდა ჩამოფხატული და ხელში კალამს ათამაშებდა. ეს კიმ სუნმინი იყო. ის ვინც წინა დღეს ჩევონმა დაიცვა და ამ საქციელით პრობლემები შეიქმნა თეიანთან.

- ჩევონი მოსულა! - წამოიძახა თეიანმა და გოგოს მერხს მიუჯდა.

- გაიწიე ჩემი ადგილია. - მშვიდად მიუგო ჩევონმა და თავისი ჩანთა თავისივე მერხზე დადო.

- არ არის პრობლემა... შეგიძლია კალთაში ჩამიჯდე. - სკამის საზურგეს გადააწვა თეიანი და სიცილი დაიწყო.
გოგო საშინელი ზიზღის გრძნობით აივსო და ამჯერად უფრო მკაცრად გაუმეორა იგივე წინადადება.

- გაიწიე ჩემი ადგილია!

- რატომ გაბრაზდი? უბრალოდ შემოგთავაზე. - მაინც არ ამდგარა თავხედი ბიჭი. სუნმინი ამ დიალოგს გაბრაზებული უსმენდა. იცოდა, რომ ჩევონიც გახვია შარში. სიბრაზისაგან კალამი, რომელიც ხელში ეჭირა, ძლიერად დაარტყა მერხს. კალმის ხმაზე ყველამ მას შეხედა, მათ შორის თეიანმა.

- რაიყო გაბრაზდი? - დამცინავი ტონით ჰკითხა ბულერმა გაბრაზებულ ყავისფერთმიანს და წამოდგა.

- შეეშვი მას!- დაუყვირა ჩევონმა. თეიანი ჩევონის ყვირილმა უფრო წააქეზა და სუნმინს საყელოში სწვდა, რა დროსაც ზარი დაირეკა და კლასში მასწავლებელი შემოვიდა. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. თეიანმაც ბიჭს უხეშად გაუშვა ხელი და თავის ადგილს უკმაყოფილოდ დაუბრუნდა.

მთელი გაკვეთილის მანძილზე დაბოღმილი უყურებდა სუნმინს და კალამს ხელში ნერვიულად ათამაშებდა, ლამის შუაზე გადატეხა.

მოსაღამოვდა. ბავშვები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. სუნმინი სკოლიდან გავიდა და თავისი სახლის გზას გაუყვა, თან ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა, როდესაც ტელეფონზე უცხო ნომრიდან შეტყობინება მოუვიდა.

"სუნმინ ჩევონი ვარ! გთხოვ დამეხმარე! სკოლაში ვარ!"

გულში საშინელი ბრაზის გრძნობა დაუჯდა. მიხვდა ვის გამოც იყო ჩევონი საფრთხეში და მაშინვე სკოლისკენ გაიქცა. შორს არ იყო წასული, ამიტომ მალევე მივიდა, კარი შეგლიჯა და გოგოს ძებნა დაიწყო.

"ჩევონ სად ხარ შეგიძლია მომწერო?"

წერილი გაუგზავნა ბიჭმა. პასუხმაც არ დააყოვნა და მაშინვე მოვიდა შეტყობინება.

"აუზთან ვარ!"

მაშინვე იქით გაიქცა სადაც გოგო ეგულებოდა და კარი შეგლიჯა, შიგნით შევარდა, მაგრამ
იქ არავინ დახვდა. უცებ ზურგში ჩარტყმა იგრძნო და ძირს დაეცა.

- ნახეთ ბიჭებო მართლა მოვიდა!-წამოიძახა თეიანმა და ძირს დაგდებულ ბიჭთან ჩაიმუხლა.

- ღმერთო, რა იდიოტია! - გადაიხარხარა მეორემ და წიხლი ჩაარტყა მუცელში საწყალ ყავისფერთმიანს.

- ახჰჰ- ხმადაბლა ამოუშვა ბგერები სუნმინმა და მუცელზე ხელები იტაკა ტკივილისგან.

- რაა?? მომესმა ??- ჩაიცინა ერთ-ერთმა "ქვეშევრდომმა"

-ამას ლაპარაკს გავახსენებ ისე ვცემ! - კბილებში გამოსცრა მეოთხემ, თეიანის მეგობარმა.

- ცემაზე უკეთესი მოვიფიქრე. უკეთ ისწავლის ჭკუას, ეს და ის პატარა ძუკნა, ჩევონიც. - ჩაიცინა თეიანმა. სუნმინი გაცეცხლდა ამის გაგონებაზე და გაჭირვებით წამოდგა.

- რას უპირებ? - შეეკითხა ერთ-ერთი.

- ჰალსტუხი მომეცით რომელიმემ.-ბრძანა თეიანმა. მისმა მეგობარმა გადასცა რაც უნდოდა.-დააჩოქეთ!-ისევ გასცა ბრძანება .

სამივე ერთ ბიჭს დაესია და იმდენი ურტყეს სანამ ძირს არ დააგდეს. მუხლებზე დააჩოქეს და თმაზე მოქაჩეს, რათა თავი აეწია და თეიანისათვის სახეში შეეხედა.

სუნმინს ჰალსტუხით ხელები შეუკრეს, თვალები აუხვიეს, წელს ზემოთ გააშიშვლეს და აუზში გადააგდეს. როგორც  პატარა ლეკვებს ბოროტი და უგულო ადამიანები ტომარაში ჩასვამენ და მდინარეში ყრიან, ზუსტად ეგრე მოექცნენ.

ფართხალებდა და ხელების გახსნას ცდილობდა. ვერც ხედავდა, ვერც გაცურვას ახერხებდა. იხრჩობოდა.
წავიდნენ, დატოვეს და დასახრჩობად გაიმეტეს.

Chaewon:

სახლის გზას ვედექი, როცა ჯიბეზე ხელი დავიდე და ვიგრძენი, რომ ტელეფონი არ იდო. თავში ხელი წავირტყი. "ჩევონ შე შტერო ტელეფონი როგორ დატოვე?!" გავუბრაზდი ჩემს თავს და მაშინვე სკოლისკენ გავიქეცი. ბოლოს ცურვის გაკვეთილზე ვიყავი და ვიცოდი, რომ იქ მქონდა ტელეფონი დარჩენილი.
მაშინვე გავუყევი უშუქოდ, ბნელ დერეფანს და მივაღწიე იმ დიდ "ოთახამდე" სადაც აუზი გვქონდა.
სანამ კარს შევაღებდი წყლის ჭყაპუნის ხმა გავიგე. უცებ შემეშინდა, მაგრამ შიში დავძლიე და შევედი.
დავინახე, რომ აუზში ვიღაც იყო გადავარდნილი და ფართხალებდა. უცებ კანკალმა ამიტანა. ტელეფონი ვიპოვე და შუქის ჩამრთველი ვიპოვე, ავანთე. მართლაც ვიღაც ბიჭი იყო წყალში. თვალები და ხელები შეკრული ჰქონდა და წელს ზემოთ არაფერი ეცვა.
უმალვე, დაუფიქრებლად ტელეფონი, ჩანთა, მოსაცმელი ძირს დავაგდე და აუზში გადავეშვი. როდესაც მივუახლოვდი და თვალებიდან სახვევი მოვხსენი, ვნახე, რომ ეს ბიჭი სუნმინი იყო. ხელები მჭიდროდ ჰქონდა შეკრული და ძლივს გავუხსენი.
ზემოთ ამოვიყვანე და ძირს დავაწვინე, მე კი მის გვერდით დავჯექი ძალა გამოცლილი.  როცა ვნახე რომ ნორმალურად სუნთქავდა მაშინ ამოვისუნთქე მეც.

- სუნმინ! კარგად ხარ?? - ანერვიულებული ხმით შევეკითხე და მასთან ახლოს მივედი. სულ ცახცახებდა, სციოდა.
იქვე კარადები იყო, სადაც პირსახოცები ეკიდა. მაშინვე მოვუტანე და ტანის შემშრალება დავუწყე. არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. ერთ წერტილს არ აშორებდა თვალს და ცრემლები სდიოდა. მის კანზე შეხებისას მთელს ტანში სიცივემ დამიარა. ვგრძნობდი რა სიცივის გრძნობა უვლიდა მასაც ტანში. ძლიერად მოვეხვიე, ვცდილობდი გამეთბო. ამ დროს თვალი მის პერანგსა და მოსაცმელსაც მოვკარი, რომლებიც ოდნავ მოშორებით ეგდო. მოვუტანე და ჩავაცვი. კიდევ კარგი, რომ მშრალი იყო. მეც მოვიცი ჩემი მოსაცმელი, ჩემი ტელეფონი და  ორივეს ჩანთა ავიღე. ისევ მას მოვუბრუნდი, წამოვაყენე და იქაურობას ჩქარა გავარიდე.


______________________________________

ესეც მეორე! დაავოუთეთ და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ კომენტარებში💜

Continuă lectura

O să-ți placă și

236K 5.3K 75
imagines as taylor swift as your mom and travis kelce as your dad
5.6K 473 8
Хуудас бүрт чиний хэлсэн худал үгс хадаастай бий...
706K 1.2K 22
Smexy One shots😘 Got deleted twice 3rd times a charm🤦🏻‍♀️😭