შემთხვევა (დასრულებული)

By Serenity_Evans

561 61 3

სანიმ და მინიმ ოცნება აისრულეს და ჰაიბის თრეინები გახდნენ. მაგრამ რა მოხდება, როცა კომპანიიდან დაბრუნებულ გოგ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14 - ფინალი

13

16 3 0
By Serenity_Evans

მინის pov

1 კვირის შემდეგ.

დილაუთენია ბიჭები შემოცვივდნენ ჩვენს ოთახში, ხელში კამერით.
— ესეც ჩვენი გოგონებიი, — ყვირის ქეი და კამერას ჩვენსკენ ატრიალებს. სანი უაზროდ იკრიჭება, მაგრამ ისევე როგორც მე, არაფრის გაგებაში არ არის.
— ვილაივში ვართ, — ჩამჩურჩულა ნიკოლასმა. მაშინვე სავარცხელი ავიღე და თმა ჩამოვივარცხნე, მერე სანისაც მივაწოდე.
- ახლა კი, სანამ ლაივში მიგინებიხართ, გაეთრიეთ ოთახიდან და საშუალება მოგვეცით გამოვიცვალოთ, — ვუთხარი მშვიდად და ორივეს ძალით გავუკრიჭე. ისინიც იმწამსვე გაქრნენ ადგილიდან.
როდესაც უკვე მოვემზადეთ, სანიმ მითხრა:
— ახლა ოთახიდან გავალ, შენ კი რამე მეფური მუსიკა ჩამირთე, შთაბეჭდილებების მოსახდენად.
ასეც მოვიქეცი. მან ქეის სიგრძე კაბის ბოლოები ხელით დაიჭირა, თავი მაღლა ასწია და ოთახიდან განარნარდა.
— ჯანდაბა, სანი! არ მითხრა რომ ასე აპირებ, ჩვენი ფანებისთვის გულის შეწუხებას, — უთხრა ქეიმ. როგორც ჩანს, ონიმ გეგმა ვერ განახორციელა.
— იააა, შე იხვო! ვერ გადამირჩები, მანდ იყავი! - სანი ქეის დაედევნა, საწყალმა ბიჭმა კი კამერა ნიკოლასს მიაჩეჩა და თავის ოთახში შევარდა. კუდიც შეყვა,
— აბა დამანახე, როგორ ვჩანვარ. სარკე გაგვიტყდა და ორი დღეა ჩემი სახე წესიერად არ დამინახავს, - შევეწუწუნე ნიქოს და მასთან ახლოს მივედი. მხარზე ხელი დავადე და შევეცადე რაც შეიძლება მაღლა ავწეულიყავი თითის წვერებით, კამერაში რომ გამოვჩენილიყავი. საბოლოოდ თვითონ დაიხარა,
— ლამაზი ხარ, — მითხრა.
— გმადლობ... მაგრამ ამას კამერის წინაშე ნუ ამბობ, სხვა რამეს იფიქრებენ — გავუცინე მე და დივანზე ჩამოვჯექი. ისიც მომიჯდა. ცოტა ხანში, როდესაც სანიმ და ქეიმაც გამოაღწიეს ოთახიდან, კამერა სადღაც მაღალზე ჩამოვდეთ და ყველა მოვკალათდით. მას შემდეგ, რაც ჩვენს ჯგუფზე მცირე ინფორმაცია მივაწოდეთ ხალხს, კომენტარების შესამოწმებლად ჩამოვჯექით. გვაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ჩვენზე.
— "სანი, საყვარლად გამოიყურები". გაიგე ქეი? ეს კაბა მიხდება! — სანიმ, ერთ-ერთის კომენტარი წაიკითხა.
— იმედი მაქვს, კომენტარის ავტორი ბიჭი არ არის, — თავი ჩახარა ქეიმ. ამაზე ყველა ავკისკისდით.
— ნიქო, ნახე. შენზეც წერენ, — წამოიძახა ქეიმ, — "სალამი ნიკოლას. მომწონს როგორ უყურებ მინის"
— იაა, ასეთ კომენტარებს ნუ კითხულობ! — უყვირა ნიკოლასმა.
— "ქეი, ლამაზი ფეხები გაქვს" — წაიკითხა უეცრად სანიმ, — ეს რა სახის კომპლიმენტია?! მითხარით, რა იგულისხმა?! რა უნდა ქეის ფეხებისგან?! აიშშ... — სათითაოდ შემოგვხედა და ჩვენს თვალებში პასუხს ეძებდა.
სანამ ქეი, იმით იყო დაკავებული რომ სანი დაეკოცნა, რადგან მისი ეჭვიანობა ესაყვარლა, მე და ნიკოლასი დორმიდან კომპანიაში წამოვედით და ერთად ვივარჯიშეთ.
ცოტა ხანში, სტაფი მოგვიახლოვდა
— გამარჯობა, უკვე აიდოლებო, — გაგვიღიმა მან. ჩვენც გავუცინეთ, — მოკლედ, გაემზადეთ. შოუში მიგიწვიეს ოთხივე. არვიცი ვილაივში ისეთი რა ილაპარაკეთ, რომ ყველას გული მოიგეთ, მაგრამ აშკარად პოპულარობისკენ მიიწევთ, — სიხარულისგან ნიკოლასს მივახტი და ჩავეხუტე. მერე ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფოდ სანისთან გადავრეკე.

— ახლავე აქ გაჩნდით! ორივე! შოუში მიგვიწვიეს სანი, იაზრებ?
— ვიცი.
— იცი? როგორ შეიტყე,
— ახლა ბიჭების დარბაზში ვართ მე და ქეი, იქ გაგვაგებინეს.
— ბიჭების დარბაზში შენ რა ჯანდაბა გინდა?! ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ახლავე დორმში მიდით, ჩვენც იქ მივალთ.

ნიკოლასს ხელი დავავლე და წამოვათრიე. რომ მივედით, სანი და ქეი იქ დაგვხვდნენ, ერთმანეთს ტანსაცმელს არჩევინებდნენ.
— ჰმმ... არ ვიცი რა ჩავიცვა, - ავწუწუნდი და იატაკზე ამაზე ფიქრით დაღლილ-დაქანცული გავიშხლართე. ნიკოლასი თავის ოთახში შევარდა და რაღაც პარკი გამოიტანა.
— ეს კაბა გამომართვი. გუშინ გიყიდე, რადგან ვიფიქრე მოგიხდებოდა, — გამომიწოდა და თავი მორცხვად დახარა.
— მადლობა! გადამარჩინე, — ვთქვი და ოთახში შევვარდი.
  მას შემდეგ, რაც ყველანი მოვემზადეთ, მივირთვით და დავიწყეთ იმაზე ბჭობა, თუ რას ვისაუბრებდით, ჩვენს შესახებ შოუში. ამასობაში, სანიმ აივანზე გაიხედა და შეგვატყობინა, მანქანით მოგვაკითხესო. ყველანი გავცვივდით და რიგრიგობით ჩავსხედით.
— უკაცრავად, როდის მივალთ? — მძღოლისკენ გადავიხარე. ის გზას მიშტერებოდა და პასუხის გაცემას არ კადრულობდა, — გესმით ჩემი? შეგიძლიათ გვითხრათ რამდენ ხანში მივალთ? ტუჩსაცხი არ წამოვიღე და ვდარდობ რომ მისვლამდე მომეთხვრება
— მინ, ნუ შეაწუხე — მითხრა ნიკოლასმა და უკან სავარძელზე გადმომათრია.
— უზრდელი! შეეძლო უბრალოდ ეთქვა, — ვთქვი ჩუმად, — სანი, შენს ჩანთაში სუნამო უნდა იდოს, მე ჩავდე დილით, მომაწოდე.
— აიღე, — გადმომაწოდა.
  თავი მოვხსენი და ყელში შევისხურე, შემდეგ ხელზეც და ჩემდა უნებურად, ნიკოლასსაც მივასხი.
— აჰ, მაპატიე. ახლა ქალის სუნი აგდის, — ვუთხარი.
— ნიკოლასს ისედაც სულ ქალის სუნი ასდის, — გაიცინა ქეიმ და სანიც აიყოლია.
— იტყუება! თვითონ დადიოდა დებიუტამდე ღამის კლუბებში და ისე თვრებოდა, დილით სახლში რომ ვიღაც მოწრიპული ქალები მოათრევდნენ, ეუბნებოდა ბავშვი გააღვიძეთო, — ნიკოლასის ეს ნათქვამი და სანის მუშტის მომარჯვება ერთი იყო.
— ძმა ხარ ქეი. ჩემთან ერთად რატომ არ სვამ? — ავხარხარდი.
— იაა, იუ მინ! — სანიმ იმხელაზე მიწივლა, მანქანის ფანჯრიდან გავიხედე მძღოლს სადმე ჩიხში ხომ არ მივყავართ გადასაყრელადთქო. მაგრამ უკვე ადგილზე ვიყავით, დიდი შენობის წინ. ყველანი გადმოვედით და შიგნით შევედით. მეორე სართულზე აგვიყვანეს, სადაც ჩვენი გადაღებები უნდა გამართულიყო. იქ წამყვანი შეგვეგება.
— მოხარული ვარ თქვენი ნახვით, — გვითხრა მან და ჩვენც თავები დავუკარით.
— იქ დასხედით, ახლავე მოვალ, — უზარმაზარი ოთახში მარტო დაგვტოვა. თუ არ ჩავთვლით გადამღებ ჯგუფს, რომლებიც განათებების მონტაჟით იყვნენ დაკავებულნი.
ბევრი ვისაუბრეთ თუ ცოტა, წამყვანმა თავისი ადგილი დაიკავა და ბრძანა გადაღება დაეწყოთ. პატარა შესავალის გაკეთების შემდეგ, ჩვენსკენ გადმოინაცვლა.
— მოგესალმებით, Moonlight! ჩვენ დღეს მოგიწვიეთ, რადგან მეტი გავიგოთ თქვენს შესახებ. გვითხარით, რამ გაგიჩინათ აიდოლობის სურვილი?
— პირველ რიგში, გამარჯობა და მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის. კითხვას რაც შეეხება, პირადად მე და მინი, პატარაობიდანვე ვუყურებდით ქეიპოპს, ვგულშემატკივრობდით ჩვენს საყვარელ თრეინებს, რომელებიც გვსურდა დადებიუტებულიყვნენ, აგრეთვე ვხედავდით, როგორ მოსწონდათ ხალხს მათი ეს საქმიანობა და გადავწყვიტეთ ერთ ბედნიერ დღესაც ზუსტად ამ საქმით დავკავებულიყავით ჩვენც, - უპასუხა სანიმ, ჩემს მაგივრადაც.
— გასაგებია. ბიჭებო, თქვენ რას გვეტყვით?
— მე და ქეი, თავიდანვე ერთად არ ვიყავით. კომპანიაში მისვლისას გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ კარგად შევეწყვეთ. როგორც მახსოვს, მან მითხრა, რომ აიდოლობა გადაწყვიტა რადგან, კორეის ღირსშესანიშნაობებით იყო გაოცებული, აგრეთვე ცეკვა-სიმღერაც კარგად გამოსდიოდა, ამიტომ ისიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა როგორც მე და შეეწყო ამ კარიერას. რაც შემეხება მე, იგივე მიზეზი მაქვს რაც მინის და სანის, — განაგრძო ნიკოლასმა და ისევე როგორც სანიმ, ქეის არ დააცადა. მოხვიდეთ სახლში...
ბევრი ვისაუბრეთ, მაყურებლისგან შეკითხვები მივიღეთ, შემდეგ წამყვანის თხოვნით, ჩვენი ახალი ქორეოგრაფია შევასრულეთ და სადღაც, ღამის 09:30-ზე წამოვედით.
— ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, დორმში ვერ გამაჩერებთ, — ვთქვი და შუა ქუჩაში ხტუნვა დავიწყე.
— აი მე კი უკვე მეძინება, მაპატიე მინ — მიპასუხა სანიმ და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მომითათუნა.
— ეჰ... აბა ქეი შენს გარეშე არსად წამოვა და... — ამოვიხვნეშე, — ნიქო, შენც დასვენება გინდა? ჩემთან ერთად არ გაისეირნებ?
— მ-მე? გავისერინებ? შენთან... კი, სად გინდა რომ წავიდეთ?
— გზადაგზა მოვიფიქრებ, — მხარზე ხელი დიდი ძმაკაცივით დავარტყი და წყვილისგან შორს წამოვიყვანე.
ცოტახანში რესტორნის სახურავზე ასვლა შევთავაზე, მასაც რა უნდა ექნა, დამთანხმდა. იქ რომ ავედით, მაშინვე მთვარის მხარეს გავიქეცი და ბოლო ხმაზე გამოვეცი მგლის ყმუილი, როგორც შეგვეფერება.
ამ დროს ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ნიკოლასი და უკან ამომიდგა. მისკენ მივტრიალდი,
— რ-ა? - ვკითხე ჩუმად.
— იმ დღეს... ყვირილს რომ აპირებდი და გაგაჩუმე, ხომ გახსოვს? — ის მომენტი გამახსენა, უეცრად რომ მაკოცა. შემრცხვაა...!
— მ-ერე? - ვკითხე და თვალების აქეთ-იქით ბრიალი დავიწყე.
— მერე ის, რომ მართლა ვერაფერს მიხვდი?
— რ-რას? ნიკოლას, რას უნდა მივხვდე?
— იმას რომ, მომწონს სულელი გოგოები, — იყვირა და ძირს ცალი ფეხი დააბაკუნა, — შენსავით.
— არ ვიცი, რა უნდა გიპასუხო. დაგარტყა რომ სულელი მიწოდე თუ?...
— იაა, იუ მინ! სხვანაირად გრძნობებს ვერ გამოვხატავ და თუ შეგიძლია, ხელი შემიწყვე. მომწონხარ-მეთქი რა ვერ გაიგე.
— მოგწონვარ?
— ჰოო! კი! რა ენაზე გითხრა.
შეუძლებელია!
ნიქოს მოვწონვარ?
— მ-ოგწონვარ? შენ? მე? — ვიმეორებდი ყოყმანით.
— ჯანდაბა! დაყრუვდი? მომწონხარ-მეთქი, შე სულელო.
— იაა, ასე ნუ მელაპარაკები, — ვუყვირე. რა ჯანდაბას ვაკეთებ, უნდა ვუპასუხო.
— კარგი, ბოდიში. მითხარი, რას ფიქრობ? — მკითხა მან და მკლავებზე ხელები მომკიდა,
— რაზე?
— ღმერთო, შენ მიშველე!
— სახლში აა-რ წავიდეთ?
— ეჰ... კარგი, წავიდეთ, მაგრამ ხვალ პასუხი უნდა ვიცოდე.
— რა თქმა უდნა!
მთელი გზა ისე გავიარეთ, არცერთს ხმა ამოგვიღია. უხერხული სიჩუმე იყო. დორმში მივედით თუ არა, მაშინვე ოთახში შევვარდი. სანი იქ იჯდა და კომპიუტერში რაღაცას უყურებდა. მაშინვე წინ ჩამოვუჯექი და დავუხურე.
— იაა, რას აკეთებ — მიყვირა.
— რაღაცა უნდა გითხრა,
— რა? რა უნდა მითხრა, იუ მინ?
— ნიკოლასი გამომიტყდა, — სიტყვა ისე ვერ წარმოვთქვი, რომ არ ჩამღიმებოდა.
— იოოო, როგორც იქნაა!
— რაიყო, არ გაგიკვირდა?
— არა. რამდენი ხანია ვიცი, — ეს მითხრა და მუშტი მოვამზადე ჩასაფეთებლად.
— იცი?
— რათქმაუნდა! ქეიმ მითხრა.
— იააა, სიკვდილი გინდა? რატომ არ მითხარი?
— სულელო, ნიკოლასს რომ ეთქვა შენთვის, ქეის სანი მოსწონსო მეტყოდი? — სულელოვო რომ მითხრა, დავიმორცხე და ლოგინზე გავიშხლართე. და ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ნიკოლასი მომწონს!

Continue Reading

You'll Also Like

668K 33.7K 61
A Story of a cute naughty prince who called himself Mr Taetae got Married to a Handsome yet Cold King Jeon Jungkook. The Union of Two totally differe...
8.8K 410 12
სკოლაში გადაეკიდე სკოლის ყვეკაზე ძლერ და მდიდარ დამბულინგებლებს სახელად f7.რა მოხდება შემდეგ? (ზოგიერთი მოვლენები იქნება ფილმიდან აღებული,რაც შესხება...
3.1K 123 14
მე:აქედან...აჰჰჰ...რომ გავალ...აჰჰჰ...ამას არ შეგარჩენ....მოგკლავ...გპირდები...აჰჰ იუ:აქედან ვერასდროს ვერ წახვალ..ვერასდროს! ❗️არ იქნება ცენზურა დაც...
6K 320 17
🌟ისტორია არის ორ საუკეთესო მეგობარზე, ისინი ბავშვებიდან ერთად არიან. მაგრამ მოხდება ისე რომ მათი სურვილები და მათი ურთიერთობა შეიცვლება🌟 Start: 06...