შემთხვევა (დასრულებული)

Por Serenity_Evans

554 61 3

სანიმ და მინიმ ოცნება აისრულეს და ჰაიბის თრეინები გახდნენ. მაგრამ რა მოხდება, როცა კომპანიიდან დაბრუნებულ გოგ... Más

1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14 - ფინალი

10

21 4 0
Por Serenity_Evans

დილით ადრიანად წავედი კომპანიაში. ბავშვები სახლში დარჩნენ, ცოტა მერე გამოვივლითო. ქეის და სანის მესმის, გუშინ გვიან მოვიდნენ და დასვენება სჭირდებოდათ, მაგრამ ამ ნიკოლასს სიზარმაცის მეტი არაფერი შეუძლია? სიმართლე გითხრათ, თავი იმართლა, მთელი ღამე შენს დაყრილ ნაგავს ვხვეტდიო.
  ძაღლი ახსენეო და ესეც მაშინვე აქ გაჩნდა.
— წყვილი არ მოსულა? — ვკითხე.
— არა, სძინავთ, — მიპასუხა, — შენ ის თუ იცი, რომ დღესაც დაგვიბარეს?
— ჰა? დღეს რისთვის? — ისევ თავი გამოვიდებილე.
— სულელი ხარ. დებიუტი ადვილი გგონია?! სიმღერა ან ქორეოგრაფია არ გვჭირდება? — ორი თითი შუბლზე მფეთა.
— მართალია. ისინი არ უნდა გაგეღვიძებინა მერე? — ტელეფონი ავიღე და სანისთან დარეკვა გადავწყვიტე მაგრამ შემაჩერეს.
— 3 საათამდე მოასწრებენ გაღვიძებას, — ქილის კოლა გამომიწოდა გასაგრილებლად.
  ბევრი ვიცეკვეთ თუ ცოტა, სანი და ქეიც მოვიდნენ. მათაც ივარჯიშეს, რის შემდეგაც ოფისში ავირბინეთ. იქ მასწავლებლების კრება გამართულიყო.
— გამარჯობა, — მივესალმეთ მათ და ჩვენს ადგილებზე დავსხედით.
— ჯგუფის შინაარსზე დავილაპარაკოთ, — დირექტორმა უჯრიდან ფურცლები ამოიღო და ყველას გაგვინაწილა,
— პირველი ემვის იდეა ასეთია: სანი და მინი მანქანით მგზავრობენ, თან ერთობიან. ცეკვა-სიმღერის დროს მინი შემთხვევით გადაუხვევს ტყისკენ, სადაც შეეჯახებიან ხეს და რამოდენიმე ხნით გაითიშებიან. გაიღვიძებენ და გზის გასაგნებად სიარულს დაიწყებენ, მაგრამ ტყეში უფრო ღრმად შევლენ. მოეჩვენებათ, თითქოს მგლის ორი სილუეტი მათ გარშემო დაქრის. მალე კი ნისლიდან, მათ მაგივრად, ორი ადამიანი გამოვა, ქეი და ნიკოლასი, — დირექტორის ეს იდეა შთამბეჭდავი იყო, ყველას მოგვეწონა.
  მას შემდეგ, რაც დღე დავამთავრეთ, გამოვედით, ახლო კაფეში შევედით და თავი მოვისულიერეთ.
— ისე დავიღალე... — ავწუწუნდი.
— კი, ყველა დავიღალეთ, — ნიკოლასი ამყვა.
— მაშ, განტვირთვისთვის ამ საღამოს ფილმი ხომ არ გვენახა? — ქეიმ შემოგვთავაზა, რაზეც ყველამ თავი დავაქნიეთ.
— შესანიშნავი იდეაა, მე და მინი დორმში წავალთ და ფილმს ავარჩევთ, ხოლო თქვენ სასუსნავები იყიდეთ, ოღონდ ცოტა ჯანსაღები. დებიუტისთვის ორმაგად უნდა ვცდილობდეთ. ეს რომ გაიგონ, კარგი დღე არ დაგვადგება, — სანიმ დაარიგა და ხელი დამავლო.
  საცხოვრებელში ავედით. იქაურობა დავაწკრიალეთ, დივანზე ჩამოვსხედით და ლეპტოპში საშინელებათა ჟანრის ფილმი ავარჩიეთ, რომელსაც ბიჭების მოსვლის მერე ტელევიზორში დავაკავშირებდით. ასე სჯობს, დიდი ეკრანია და უფრო მოსახერხებელია.
— ჩვენც მოვ... — კარები გაიღო და შუქი ჩაქვრა.
  ასე ვთქვათ დენი წავიდა და ნიკოლასი აებერტყა. სიბნელეში მის პოვნას და წამოყენებას ვაპირებდი, ხელებს წინ ვიშვერდი, როდესაც შემთხვევით ქეის ვფეთე და აზრზე არ ვარ, ვის ან რას დაეცა.
— აუჩჩ... — სანის ამ ხმამ მიმახვედრა პასუხი.
  ახლა მე წამოვკარი ძირს გაშხლართულ ნიკოლასს ფეხი და მოკლედ, მეც მის პრესებზე ვგდივარ. უცბად თმაზე მოფერება ვიგრძენი.
— ქეი თმა გაგზრდია, — წამის შემდეგ კი, — ჯანდაბა, შენ ყოფილხარ!
  ვუკივლე და მუცელში ხელი ჩავარტყი, რის შედეგადაც მან იატაკზე გადამატრიალა.
— გოგოსთან მოქცევა ისწავლე, ლაწირაკო, — ჩავიჩურჩულე და შუქიც მოვიდა.
  როგორც ჩანს სანი და ქეი ისევ ერთმანეთზე არ იწვნენ, ფანჯარაში იყურებოდნენ და ვარსკვლავებს ითვლიდნენ. ნელა ბარტყებო, ნაოჭები არ გაგიჩნდეთ.
— რა ფილმი აარჩიეთ? — ნიკოლასი დივანზე დახტა და ლეპტოპს დახედა, — ჯანდაბა, იცით, რომ საშინელებათა ჟანრი მძულს?
— გძულს კი არა, გეშინია, — დავეჭყანე.
— მინი, ნუ აბულინგებ, შენც ვერასოდეს უყურებ ასეთ ჟანრს, — სანი მომიტრიალდა და შემდეგ ისიც დაჯდა.
  მე ფარდები ჩამოვაფარე, შუქები ჩავაქრე და მაგიდაზე ტკბილეული დავყარე. ფილმს ვუყურებდით, მშვიდად, წყნარად, მაგრამ სიჩუმე დაირღვა, როდესაც მთავარი პერსონაჟი სკოლის სარდაფში შევიდა და მოსწავლეების მოჭრილი თავები დახვდა მერხებზე გაშლილი.
— აააააა! — ნიკოლასმა თვალებზე ხელი იტაცა.
— საშინელებაა, — ქეიმაც.
— ვოაჰ! ყოჩაღ ჯგუფს! თავები რა სწორადაა მოჭრილი, ხედავთ? — სანიმ კმაყოფილმა ჩაიღიმა და ყბა ხელზე ჩამოიდო, — აგრეთვე, ეს სისხლი ისეთი ფერისაა და შემხმარია, ალბათ წლებია ეს თავები აქ არის. რას ფიქრობთ, ვინ ჩაიდინა? — ეს უკვე ზედმეტია, მეც შემეშინდა და ნიკოლასს მივახტი.   შევნიშნე სახე დასველებოდა და სლუკუნებდა.
— ღმერთო, ტირის! — ვიყვირე და ხელები დავარტყი, ერთხელ კი არა, ბევრჯერ რათა გამოფხიზლებულიყო
— გა-მორთეთ, — თვალებზე ხელს უფრო იჭერდა.
  ქეი ადგა და გათიშა, შუქებიც აანთო.
— ნიქო, კაცი არ ხარ? უბრალო ფილმია.
— კაცს განახებ მე შენ, — შეუბღვირა სანიმ, მერე ადგა და წყალი მოიტანა.
— არსებობს ისეთი რამ რისიც არ გეშინია საერთოდ? — ხელები გადავაჯვარედინე მე, სანიმ ჩუმად ფეხი ფეხზე დამაბიჯა, გაჩუმდიო.
— ჩვენ შეგვიძლია ვიცეკვოთ, ხომ ასეა?! ნიკოლასს ხასიათზე მოიყვანს, — თქვა ონიმ და მუსიკები დინამიკში ჩართო.
— ადექი, — მივედი მტირალასთან და წამოვაყენე, ვეცეკვებოდი რომ ფილმი გადავიწყებოდა. ბოლოს გამხიარულდა და სანისაც კი ეცეკვა, შემდეგ ქეისაც.

შუა ღამით გაგვეღვიძა. ისიც არ ვიცით როდის ჩაგვეძინა. იატაკზე ვართ გაშხლართულებული სავარჯიშო ტანსაცმლით. რაც შეეხება სიმღერას, ბოლო ხმაზეა აწეული და მეც მიკვირს, ასე როგორ დამეძინა.
— კისერი... მეტკინა, — სანი წამოდგა და დივანზე გაწვა.
— მეც, ძაალიაან, — გვერდით მივუწექი.
— სხვა გზა არ არის, მალამო უნდა ამოვიტანო აფთიაქიდან, თორემ ხვალ ცეკვას ვერ შევძლებთ, — გვითხრა ქეიმ და ქურთუკი მოიცვა.
— მოვდივარ მეც, — მტირალაც ადგა.
— შენ, ნატკენი გაქ, ნიქო, — ვუთხარი რადგან შევნიშნე მის მხარზე ნაკაწრი, ცოტა სისხლი სდიოდა.
— ალბათ იქ იტკინე, — სანიმ თითით ლურსმანზე გვანიშნა რომელიც იატაკზე ეგდო,
— არაუშავს.
— ძალიანაც უშავს, მარტო წავალ, — ქეი შეეწინააღმდეგა და კარიდან გავიდა.
— წამომყევი, — ჩემს ოთახში შევიყვანე და უჯრიდან სანტავიკი ამოვიღე. დაკრობისას შევნიშნე, როგორ მომაშტერდა. ცოტახნით უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ბოლოს ამოვღერღე,
— რა?! — პასუხი არ მაღირსა, — კარგი, უბრალოდ არ მომწონს ასე მოშტერება, თუ შეგიძლია იქით გაიხედე, — ვანიშნე საწოლისკენ, რომელზეც ცხენი ააგორეო იტყოდით.
— ვსო მორჩი, — ადგა და კარიდან გავიდა.
  რა უნდა?! ახლა ის მკვლელი ხომ არ ვგონივარ, მოსწავლეების თავებს რომ აგროვებს? ღმერთო შენ უშველე!
ოთახიდან რომ გავედი, დავინახე სანი უგონოდ ეგდო ძირს, აქ რა ჯანდაბა ხდება!
— ონი, ადექიი,— ხელებს სახეში ვუბრახუნებდი, ნიკოლასი კი წყლის მოსატანად გავიდა.
— რა ხდ... — სიტყვა გამიწყდა, როდესაც ბიჭების ოთახიდან ლარნაკის ჩამოვარდნის ხმა გავიგე. შიგნით შევედი,
— ქ-ქ-ქეი შენ ხარ? — ხმა აკანკალებული ვამოწმებდი ოთახს, როდესაც ნიღბიანი კაცი დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოიწევდა ხელში შუშის ბოთლით.
  საბედნიეროდ ნიკოლასმა დროულად სთხლიშა მუშტი მას და მეც არაფერი დამმართნია.
— კარგად ხარ? — შემეკითხა, შემდეგ კი ისევ სავარაუდოდ ქურდს მიუბრუნდა და საყელოში სწვდა,
— ვინ ჯანდაბა ხარ?! — სანამ კიდევ ერთხელ დაარტყამდა შევაჩერე, პრობლემები არ გვჭირდება, — მინ, პოლიციაში დარეკე, ახლავე! —ნომრის აკრეფა ვერ მოვასწარი, ისე დაუსხლდა ხელიდან. მხარი ისე გამკრა, ძირს დავეცი.  ნიკოლასმა ამაყენახ
— გაგვექცა, — ამბობდა შეწუხებული.
— არაუშავს, კომპანიას შევატყობინებთ, — ვუთხარი, — წავიდეთ, სანის უნდა მივხედოთ.
— შენთვითონაც მისახედი ხარ, — მითხრა და ოთახიდან გამიყვანა.
  ონი გონს მოსულიყო, ოღონდ ცოტათი. ასე ვთქვათ თვალები კი გაეხილა მაგრამ ისევ ძირს ეგდო და ალბათ, არც არაფრის გაგებაში არ იყო.
— როგორ ხარ? — მივვარდი და წამოვაყენე, დივანზე დავაწვინე.
— თავი... ისე მტკივა, — ხელი ძლივს მოისვა, — იმედი მაქვს, ტვინის შერყევას ავაცილე თავი.
— კი, ალაბთ ისეთი არაფერია. მაგრამ მე მაინც არ მესმის, დორმში ქურდი რანაირად უნდა შემოსულიყო, — ნიკოლასი რამის დადგენას ცდილობდა.
  კარზე კაკუნი გაისმა, ყველანი შევხტით, მაგრამ მერე გაგვახსენდა, რომ ქეიც წასული იყო და ის იქნებოდა. იქნებოდა კი არა, ის არის, ხელში მალამოთი.
— მეც მოვე... — დივანზე გაგორებული შეწუხებული სანი შენიშნა, — შენ რა, ჯანდაბა, რა გჭირს?!
— გრძელი ამბავია. მაგრამ ერთადერთი ახლა რაც ვიცი, ის არის რომ, ხვალ ვერ ივარჯიშებს ვერც ის და ვერც მინი, ხოლო მეორე, მარტოებს ვერ იქნებიან ვერც ოთახებში და ვერც დორმში რადგან ქურდის დაჭერამდე შესაძლოა ასეთი რამ კიდევ განმეორდეს, — ნიკოლასმა ქეი გააშტერა.
  ბიჭი გაგებაში არ იყო, რა ხდებოდა და გული უსკდებოდა. ბოლოს ყველაფერი მოვუყევით. ის კი ნიქოს აზრს დაეთანხმა და მოგვიწია ბიჭებთან ერთად ერთ ოთახში დაძინება, ისინი იატაკზე, ჩვენ საწოლებში. რაც იმას ნიშნავს რომ, ჩემი ღამე ასეთია: სანი, რომელსაც მკვარივით გასწორებულს სძინავს, ხელი ხელზე გადადებულს და ეს გულს მიხეთქავს; ქეი, რომელიც ძილში ლაპარაკობს, ხანდახან დგება კიდეც; ნიკოლასი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ტელეფონშია, ჩემი და მისი ვარჯიშის ვიდეოებს უყურებს; და ბოლოს მე, რომელსაც სიბნელეში ძილი წარმოუდგენლად მეზიზღება (ალბათ ეს სკამზე დაკიდებული ტანსაცმლის ბრალია, რომელიც მოჩვენებებად მელანდება ხოლმე) და ამიტომ მათ ვაიძულებ გაშვანშვარებულ სინათლეში გვეძინოს.

Seguir leyendo

También te gustarán

18.8K 1K 24
ეს ფიკი იქნება შ/ს და მაფიოზ თეჰიონზე. შ/ს-მე უნდა წავიდე უცნობი-არსადაც არ წახვალ შ/ს-რატომ ვითომ უცნობი-იმ დღიდან როცა შენ დაგინახე ჩემი საკუთრება...
17.5K 882 21
ეს ფიკი იქნება იუნგიზე და სენაზე. რამოხდება როდესაც სენას ბებიამისი ბავშვთა სახლში ჩააბარებს. ვის შეხვდება?მას შეუყვარდება მასწავლებელი მინ იუნგი რო...
12.9K 1.1K 17
-მაპატიეთ მაგრამ, ჩვენ ისევ რთული გრაფიკი გვაქვს და ურთიერთობისთვის დრო არ გვა..-შუგამ სიტყვა გააწყვეტინა.. -და თქვენ ხვდებით ვინმეს?-ბიჭებმა გაკვირვ...
8.8K 410 12
სკოლაში გადაეკიდე სკოლის ყვეკაზე ძლერ და მდიდარ დამბულინგებლებს სახელად f7.რა მოხდება შემდეგ? (ზოგიერთი მოვლენები იქნება ფილმიდან აღებული,რაც შესხება...