ისევ აქ ხარ

Bởi Hanwi_

21.3K 878 130

ისევ აქ ხარ, ისევ ჩემთან ერთად დგახარ.. Xem Thêm

(1) ბაკურიანისკენ.
2.
(3) რამდენი სითბოა შენთან..
(4) ძლიერი ხარ წიგნის ჭიავ, ძალიან ძლიერი..
(5) მე უშენოდ აღარ მინდა არაფერი..
6.
(7) ყველაფერი ახლიდან იწყება..
(8) გრძელი, ნათელი დღეები.
(9) მორიგი შეხვედრა?!
(10) სიამაყე ბზარავს ურთიერთობებს..
(11) ტბის ამბები..
(12) ყვავილები.
13.
(14) ვახშამი.
15.
16.
(17) ვბრუნდებით თბილისში.
18.
19.
(20) ქობულეთი.
(21) ზღვაზე.
(23) ცვლილება.
(24) აღიარება.
25.
26.
(27) ისტორიის დასასრული?!..

22.

619 28 1
Bởi Hanwi_

-  სიცხე გაქვს?

- რატო?

- თორნიკე, მართლა გგონია, რომ ბარბარესთან გამოგყვები? და რა სტატუსით? დედაშენი ვარ თუ მამაშენი? ან იქნებ რომელიმე ახლო ნათესავი ვარ და აქამდე არ ვიცოდი?

- მეგობარი ხომ ხარ? _ ეს სიტყვა ზედმეტად ჩამრჩა გონებაში. რატომ ვიყავი მე მისთვის უბრალო მეგობარი, ხოლო ის ჩემთვის მეგობარზე მეტი?

- აჰა და რადგან მეგობარი ვარ, შენ ხომ გიტან და ახლა ბარბარეც უნდა ავიტანო?

- აბუქებ.

- რას ვაბუქებ? ნერვებს ნუ მიშლი, თორნიკე!

- რა ხდება? _ სანდრო ჩაერთო ლაპარაკში.

- არაფერი. _ თორნიკეს მზერა მოვაშორე და თეფს დავხედე უმადოდ.

- მაშინ ჭიქა მოარტყით. _ ჩაიცინა მთვრალმა და ღვინით სავსე ჭიქა ასწია.

- ჯერ ღვინო გადმომაწოდე.

- ნინიტა, აღარ დალიო.

- რას მბრძანებლობ?! მომეშვი, რა.

- კარგი, დათვრები, რამე სისულელეს ჩაიდენ და შედეგები მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე მაშინ.

- არაფერს ვიზამ ისეთს, რომ შევრცხვე... ამჯერად მაინც. _ ცალყბად გავუღიმე და სასმელი ჭიქაში ჩამოვისხი.

***

ორი დღე გავიდა მას შემდეგ. სახლის ეზოში ვიჯექი და დედამიწის ხმებს ვაკვირდებოდი. ძილი არაფრით მეკარებოდა, თუმცა ამაზე არ ვწუხდი, ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- არ გძინავს? _ სახლიდან ქეთა გამოვიდა.

- კი, კაი ხნის ჩაძინებული ვარ უკვე. რანაირი კითხვებია? ცალკე დედაჩემი მიშლის ხოლმე ნერვებს. დამინახავს სახლში მისულს და ნინიტა მოხვედიო ისე მეკითხება, თითქოს იქ მდგარს არ მხედავდეს.

- რიტორიკულად ვიკითხე. შეგეძლო პასუხი არ გაგეცა. _ უემოციოდ მითხრა და გვერდით მომიჯდა.

- რა გჭირს?

- არაფერი.

- არ დაიწყო გაპრანჭვები, ხომ იცი, ვერ ვიტან. პირდაპირ მითხარი რა მოხდა.

- ისევ საფრანგეთი.

- ვერ მიდიხარ?

- პირიქით.

- ანუ მიდიხარ.

- თითქმის.

- აბა რა გაღელვებს?

- ერთ კვირაში მაქვს გამოცდა. თარიღი გადმოწიეს. თუ ჩავაბარებ, მხოლოდ ერთი დამრჩება და დარწმუნებით მეცოდინება, რომ მივდივარ.

- გამოცდის გეშინია?

- არა... უფროსწორად კი, მაგრამ მაგის ნაკლებად.

- კიდევ რამე ხდება?

- ვერ ხვდები? თუ იქ წავალ, ერთი წლით თქვენი მიტოვება მომიწევს.

- და მერე რა? ერთი წელი რას დააკლებს ჩვენს მეგობრობას?

- ახლა თქმა ადვილია, მაგრამ.. თანაც გეგა? მას რა ვუყო? როგორ ვუთხრა?

- ჯობს ახლავე მიხვიდე.. ანუ ახლავე, ამ შუაღამეს არა, მაგრამ ხვალ, აუცილებლად დაელაპარაკე. რაც მალე, მით უკეთესი.

- მასთან დაშორება არ მინდა.

- ეს საიდან მოიტანე?

- მომიწევს, ერთმანეთისგან მოშორებით მყოფებს, გაგვიჭირდება ურთიერთობა.

- დედამიწიდან მიდიხარ? ხომ ისევ ამ პლანეტაზე რჩები? მადლობა ღმერთს, საკონტაქტოდ არსებობს სოციალური ქსელები და წერილით არ მოგიწევთ კონტაქტი. თანაც, ერთი წლის მერე, უფრო ტკბილად შეხვდებით ერთმანეთს. არ გაგიგია, მონატრებული ადამიანის ჩახუტება სულ სხვა რამ როა? ანდაც კვლავ იმ სურნელის შეგრძნობა, რომელიც ყოველ ერთად გატარებულ დღეს უკავშირდება? ერთ წელს გადაიტანთ, მაგრამ დაშორება? რაღაც არამგონია გეგა შეგელიოს.

- და ვერც მე შეველევი გეგას. _ ჩაიცინა.

- ჰოდა, მორჩი მაგაზე ფიქრს. ბედს მიენდე, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენი ვარსკვლავი გადაწყვეტს.

- შენ მაგეების ისევ გჯერა? _ კვლავ ჩაიცინა.

- ჰო. ყველანი ჩვენ ჩვენს ვარსკვლავზე დავიბადეთ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს ბედს განაგებს. მისიას გვაკისრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მისია შევასრულოთ. ამის შემდეგ, კი დედამიწას უბრალოდ გვწყვეტს და კვლავ, სრულიად ახალ ვარსკვლავზე გვბადებს, გარკვეული დროის შემდეგ.

- ნეტავ შენსავით მჯეროდეს.

- რა გიშლის ხელს? _ გავუღიმე და მივიხუტე.

- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.

***

ქობულეთში გატარებული დღეები დასასრულს მიუახლოვდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ქეთას იშვიათად თუ ვხედავდი. ხან რა მიზეზს იფიქრებდა, ხან რას. არადა, დარწმუნებული ვიყავი, თუ კი გეგას ყველაფერს ეტყოდა, ის გაუგებდა და ხელსაც შეუწყობდა.

რაც შეეხება თორნიკეს, ბარბარე არაფრით ასვენებდა, მე კიდევ ალადაშვილი არ მასვენებდა და ყოველ წამს ცდილობდა ჩემს დაყოლიებას.

- წაყევი შენ კიდე, რა დაგემართა?

- სანდრო, ჯიგარი ხარ! _ გადასძახა თორნიკემ და ისევ მე გამომხედა.

- ისე უარობ, გეგონება ციმბირში გიპირებენ წაყვანას, დახვრეტის მიზნით.

- გეგა! შენ მაინც იყავი ჩემ მხარეს!

- ბოდიში ჩემო დაო, მაგრამ ვერა.

- ხოდა დავაი რა!

- ნინიტა.

- არ მომეშვებით?!

- არა.

- თქვენ სამნი წადით, თუ ეგრე ძალიან გინდათ!

- უაზროდ ჯიუტობ უკვე. _ თვალები აატრიალა ალადაშვილმა.

- ხოდა წადი მარტო. _ მხრები ავიჩეჩე და გამოვშორდი.

სახლში დავბრუნდი. ყველაზე სასიამოვნო იყო, მთელი ოჯახის ერთად დანახვა.

- ნინიტა, მოდი, ფილმს ვუყურებთ! _ წამოიძახა ელენემ და თავისუფალ ადგილას დაატყაპუნა ხელი.

- რა ფილმია?

- ჯაშუში მეზობლად. ჩიფსს გამოაყოლებ?

- ახლავე, ბატონო დავით. _ ჩავიცინე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.

***

ღამით, ჯერ კიდევ ახლად ჩაძინებული, ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. ეკრანზე გეგას სახელი ამოხტა.

- გეგა? რა ხდება?

- თუ გეძინა ბოდიში, მაგრამ ვერაფრით მოვისვენე.

- ხოდა მითხრა იქნებ რა ხდება.

- ბიჭო, უბრალოდ არ გეჩვენება, რომ ქეთა ამ ბოლო დროს უცნაურია? _ დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე.

- ქეთა არასდროს არაფერს გიმალავს, დარწმუნებული ვარ, ახლაც იცი რა ხდება და არ მეუბნები.

- ხომ იცი, შეპარვით ლაპარაკი და მსგავსი რაღაცეები არ მიყვარს. ქეთას დაელაპარაკე და ის მოგიყვება ყველაფერს, კარგი?

- შენ ვერ მეტყვი? ქეთა არ პასუხობს.

- ჯობს ისევ ქეთამ გითხრას. ტკბილი ძილი გეგა. _ ყურმილი გავუთიშე და საწოლზე გავწექი. ძილი აღარაფრით მეკარებოდა.

ამჯერად მესიჯის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.

- ხვალ ბარბარესთან მივდივარ. თუ წამოსვლას გადაწყვეტ, დილას შემატყობინე.

არაფერი მიპასუხია. ტელეფონი გადავდე და თვალები დავხუჭე. უნდა დამეძინა, ცოტახნით მაინც უნდა მოვშორებოდი ამ სამყაროს.

***

გადაწყვეტილება მართლაც მივიღე. ვერაფრით მოვითმინე, ამიტომ დილაადრიან დავურეკე თორნიკეს.

- ნინიტა.  _ განსხვავებული ხმა ჰქონდა. ჩვეულზე უფრო მეტად ხრიწიანი. 

- ვიცი, გაგაღვიძე და ბოდიში.

- არაუშავს. რა გინდოდა?

- მოკლედ, ბარბარესთან მოვდივარ.

- მართლა? _ ჩაცინების ხმა გავიგე თუ არა მისი ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ.

- კი.

- აჰამ, ახლა გავთიშავ, შუადღისკენ დაგირეკავ, კარგი?

- კარგი.

ტელეფონი გავუთიშე და ქეთასთან დარეკვა ვცადე. კვლავ არ პასუხობდა.

Đọc tiếp

Bạn Cũng Sẽ Thích

9.8M 641K 75
Yaduvanshi series #1 An Arranged Marriage Story. POWER!!!!! That's what he always wanted. He is king of a small kingdom of Madhya Pradesh but his pow...
1.2K 53 15
ბიჭი რომელიც არის გარყვნილი დაინტერესდება ერთი გოგოთი რა მოხდება შემდეგ?
1.9M 116K 43
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...
101K 1.1K 51
A 12 year old girl named Paula(you can change it if you want to your name)got adopted by one of the swayLa boys but she was scared because she had a...