ისევ აქ ხარ

By Hanwi_

21.1K 878 130

ისევ აქ ხარ, ისევ ჩემთან ერთად დგახარ.. More

(1) ბაკურიანისკენ.
2.
(3) რამდენი სითბოა შენთან..
(4) ძლიერი ხარ წიგნის ჭიავ, ძალიან ძლიერი..
(5) მე უშენოდ აღარ მინდა არაფერი..
6.
(7) ყველაფერი ახლიდან იწყება..
(9) მორიგი შეხვედრა?!
(10) სიამაყე ბზარავს ურთიერთობებს..
(11) ტბის ამბები..
(12) ყვავილები.
13.
(14) ვახშამი.
15.
16.
(17) ვბრუნდებით თბილისში.
18.
19.
(20) ქობულეთი.
(21) ზღვაზე.
22.
(23) ცვლილება.
(24) აღიარება.
25.
26.
(27) ისტორიის დასასრული?!..

(8) გრძელი, ნათელი დღეები.

691 34 1
By Hanwi_

ზამთარი უაზროდ გაილია. ისევე უსიცოცხლოდ, როგორიც თავად იყო. ცხოვრება კვლავ რუტინულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ცეკვაზე წასვლის წინ, საშინლად ვღელავდი. არ მინდოდა იქ თორნიკე მენახა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, ის გამოცდილ მოცეკვავეებთან გადაუყვანიათ. ჩვენს ჯგუფში მას ვეღარ ვიხილავდით. ამან სწორედ ისევე გამახარა, როგორც გამაღიზიანა. ერთის მხრივ, ჯერ კიდევ გულში ჩამალული წყენა მაძლევდა სიხარულის საბაბს, თუმცა მეორეს მხრივ, გულის ასეთივე პატარა გუნჭულში ჯერ კიდევ ხარობდა მისდამი სიყვარული.

ზამთარს გაზაფხული მოყვა. მის პირველ თვეს, მარტს ისეთ ადამიანს ვადარებდი, მომავლის რომ ეშინოდა და კვლავ წარსულს ამჯობინებდა. ვერაფრით ელეოდა ზამთარს.

ცივ, მოკლე და თეთრ სუდარაში გახვეულ დღეებს, შიშველ ხეებსა და ჯერ კიდევ მკვდარ ბუნებას აპრილის მიწურულს მოეღო ბოლო.

უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ დროს მუშაობასა და ფიქრს დავუთმობდი.

რას დავკარგავდი ამით? არც არაფერს. არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ამით ცხოვრებას ვინგრევდი, ანდაც ფეხს ვაცდენდი კიბის მომდევნო საფეხურს.

ბევრს ვიფიქრებდი, ფულს დავაგროვებდი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგამდი მომდევნო ნაბიჯს.

გაილია აპრილი, იასამნების თვე. ვგიჟდებოდი ამ ყვავილზე. ერთდროულად ნაზ, უბრალო და გასაოცარ მცენარეზე.

აპრილს მაისი მიჰყვა. მზე ანათებდა, მას შევხაროდი და უფრო მეტად მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ეს სხივები არ ჰგავდა ნოემბრისას.

ნოემბერშიც გათბობს მზე, მაგრამ გულს გწყვეტს ის ფაქტი, რომ მალე მასთან გამომშვიდობება მოგიწევს, რადგან ნოემბერს ბევრად ცივი დღეები მოჰყვება თან.

მაისს კი მოჰყვება ზაფხული. ყველაზე გრძელი, ნათელი, თბილი,  მხიარული, თავგადასავლებით სავსე დღეები.

***

- მორჩი ცარიელი კიტრის ჭამას, თორემ დამრჩა სალათა განზე!

- მშია!

- თუ დამაცდი, გავამზადებ ცოტახანში საუზმეს და შეჭამ ნორმალური ადამიანივით!

- კარგი, ჰო. _ კიდევ მოვიპარე კიტრი და დედაჩემს პატარა ბავშვივით გავუღიმე.

- მიყვარხარ! _ მივაძახე და სამზარეულოდან გამოვედი.

***

- SOS! კაფეში ვიკრიბებით! იდეა მაქვს! ( არც ერთმა არ გაბედოთ დაკიდება, თორემ თქვენს თავებს დავკიდებ ჩემი სახლის კედელზე! )

ზოგჯერ ქეთა იმდენად საშიში და უცნაური იყო, რომ წამით წარმოვიდგინე კიდეც რომელიმე ჩვენთაგანის თავი კედელზე და სიმართლე გითხრათ, ჩემივე ნაფიქრის შემეშინდა.

ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ სულ რაღაც 15 წუთში, ყველანი კაფეში ვიყავით და მომღიმარ ქეთას ამბის მოლოდინში მივჩერებოდით.

ჰო, იღიმოდა, ეს კარგი იყო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა სასწრაფო ამბის.

- ქალბატონო ქეთრინ, იქნებ დაგვდოთ პატივი და მოგვახსენოთ რა გადაგიტრიალდათ მაგ თავში, რომელშიც ტვინი არ გაქვთ. _ გეგას აშკარად მოთმინების ფიალა ევსებოდა და არა მხოლოდ გეგას. გაუსაძლისი იყო ასე სიჩუმეში ჯდომა და მხოლოდ ქეთას მომღიმარი სახის ყურება მაშინ, როდესაც ვიცოდი, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი.

- მოკლედ.. _ ხელები მაგიდაზე დააკაკუნა და კვლავ გაწყვიტა სათქმელი.

- ქეთინო მკვლელს გამხდი! _ სანდროს მიმართვაზე ჩემმა საუკეთესო დაქალმა თვალები იმდენად დააწვრილა, წამით მათ არსებობაში ეჭვიც კი შემეპარა.

- როგორ მომმართე?

- ქეთინო. _ ცალყბად გაიღიმა სანდრომ.

- კიდევ ერთხელ დამიძახებ მასე და გეფიცები ენას ამოგაგლეჯ და შამფურზე ავაცვამ!

ხომ ვთქვი ზოგჯერ საშიშია მეთქი?!

***

- ხვალ დილით გავიდეთ, მანამდე ჩალაგდით, დალაგდით, მოწესრიგდით, რამე-რუმე. _ ქეთამ ტაში შემოკრა და ყველას მაგივრად გადაწყვიტა ასე უცებ მის აგარაკზე ასვლა.

- რით ვაპირებთ ასვლას? _ სანდრო საქმის კურსსში ჩადგომას ცდილობდა.

- მანქანით.

- და ვინ ატარებს?

- მე. _ უდარდელად გაიღიმა ქეთამ.

- ჩავთვალოთ, ცალი ფეხი უკვე იქეთ გვაქვს.

- წრიპა, დარწმუნებული ხარ, რომ აგარაკზე მიგყავართ? თუ ჩვენს თავიდან მოცილებას ცდილობ? სადმე გადაგვჩეხავ და იტყვი შემთხვევით მომივიდაო. თუ შენც არ გამოგვყევი, რა თქმა უნდა.

- ეს იქაც არ მოგვასვენებს ისეთია. _ სანდრო და გეგა ქეთას სხვადსხვა გამოხტომებით ამკობდნენ.

- იდიოტები ხართ! თქვენ თუ არა ნინიტა მაინც ჩამიჯდება! ხო? _ სწრაფად გადმოიტანა ჩემზე მზერა.

- რა თქმა უნდა, ჭირშიც და ლხინშიც შენთან ვარ! მაგრამ.. საჭესთან სანდროს უფრო ვემხრობი მე.

- გველი გამიზრდია უბეში! მოღალატე! _ შემომიბღვირა და ფეხზე წამოდგა თქვენი თავი აღარ მაქვსო. უჰ, თითოეულ მათგანზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ქეთა რაღაც განსაკუთრებული იყო.

***

ივნისის ცხელ დღეს მთელი შემართებით მივიწევდით წინ. მიუხედავად იმისა, რომ მწველი მზე უკვე აუტანელი ხდებოდა, დანებებას მაინც არ ვაპირებდით.

- მუსიკა ჩართეთ, თორე ამომხდა სული მოწყენილობისგან! _ ამოიბუზღუნა ქეთამ და ცივი ბოთლი კისერზე მიიდო გასაგრილებლად.

- ოჰ, კიდევ რას ინებებთ ქალბატონო?

- მოკეტე ვირო! სანდრო.. შენ ჩართე რა რამე.

სულ მალე მანქანაში another love გაჟღერდა.

- I wanna take you somewhere so you know I care
But it's so cold and I don't know where
I brought you daffodils in a pretty string
But they won't flower like they did last spring
And I wanna kiss you, make you feel alright
I'm just so tired to share my nights
I wanna cry and I wanna love
But all my tears have been used up..

თავში ბაკურიანში წასვლის დღე ამომიტივტივდა. მას მოჰყვა მომენტი, როდესაც ბარბის დაჟინებული მოთხოვნის გამო თორნიკემ სიმღერა შეასრულა. ჩემი გონება მოწყობილობას დაემსგავსა, რომელშიც უწყვეტად მიმდინარეობდა ერთი და იგივე შინაარსის კადრები.

გულმა ათასჯერ სწრაფად დაიწყო ძგერა და მეც ვეღარ გავძელი.

- სანდრო! _ წამოვიძახე გაუაზრებლად.

- რა მოხდა?

- გამორთე, ბლუთუზით ჩემს ტელეფონს დავუკავშირებ რა.

- ამ სიმღერას რას ერჩი? _ თვალები დააწვრილა.

- არაფერს, დეპრესიაში მაგდებს უბრალოდ. რამე მხიარულს ჩავრთავ.

- თუ ასეა, კარგი. შენი დეპრესიაღა გვაკლდა. _ მუსიკა გათიშა და გზას გახედა. კმაყოფილმა ჩავიღიმე და მუსიკის ძებნას შევუდექი.

***

- ცოცხლად შევიწვები მალე! _ ქეთა თავის თავს აღარ გავდა. შეუჩერებლივ ინიავებდა დედამისის მარაოს, რომელიც დიდ ხნიანი წუწუნის შემდეგ წაართვა სახლიდან წამოსვლამდე.

- გამომართვი, გაგრილდები და ცოტახანს მაინც იქნები ჩუმად. _ გეგამ მას ცოტხანის წინ ნაყიდი, ჯერ კიდევ ცივი კოლა გადააწოდა.

- ვაიმე, მიყვარხარ! _ ქეთამ სიხარულით გამოართვა კანდელაკს სასმელი. გეგას მაშინვე სახე გაებადრა. დაბნეულმა გადმომხედა.

- დალევ?

თავი დავუქნიე და ეშმაკურად გავუღიმე. მზერა ამარიდა. იქნებ ჯობდა ჩავრეულიყავი?

***

საღამოსკენ მანქანამ თანდათან სიჩქარეს უკლო. ქეთას ჩემს მხარზე ჩასძინებოდა. საჭესთან გეგა იჯდა სანდროს ნაცვლად. თავად სანდროს კი საზურგეზე მეიდო თავი და ისე თვლემდა.

ხუთ წუთიანი სვლის შემდეგ, კი საბოლოოდ გავჩერდით. ჩვენგან ოდნავ მოშორებით ხის სახლი მოჩანდა. სახურავში გამოკვეთილი ფანჯრით. ბაღში სხვადასხვა სახეობის ყვავილები ხარობდა და ოდნავ მოშორებით იყო ტყეც. ეზოში ერთი ჰამაკი ეკიდა. იქვე იდგა მაგიდა და მის გვერდით შემოწყობილი სკამები.

ამ ადგილას რამოდენიმეჯერ თუ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ლამაზი არცერთხელ მომჩვენებია.

- გავაღვიძო უკვე ესენი?

- ჰო.

სანდრო და ქეთა სიზმრების სამყაროს მოვწყვიტე და ვახარე გვეღირსა მეთქი. როდესაც ქეთა მისი სახლი იცნო, ბედნიერებისგან ადგილზე ცქმუტვა დაიწყო.

- ძლივს! მანქანის ფორმა მივიღე რამის.

- ცოტაც მაცადეთ და გადმოვალ. _ სანდრო ვერაფრით თმობდა ერთგულ მეგობარს.

- აწიე ერთი ადგილი, საკმარისად გეძინა ისედაც! _ შევუბღვირე და მანქანიდან გადმოვედი.

ყველამ საკუთარი ბარგი გადავინაწილეთ და სახლის გზას დავადექით.

მზე მის სხივებს არაფრით გვაშორებდა. წინ მივიწევდით. გზად ათასი მცენარე გვეძახდა და თითქოს თითოეული მათგანი ჩვენთვის თავის მოწონებას ცდილობდა.

ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ ვიცოდი წინ კიდევ ბევრი ასეთი დღე გველოდა.

Continue Reading

You'll Also Like

5.3K 398 45
იმიტომ რომ შემიყვარდი შენ!❤️
29.7K 1.3K 24
ეს არ უნდა გამეკეთებინა,არუნდა დამელია,ასე როგორ დავკარგე თავი? თეჰიონ: შენ რა ბავშვის მოშორებას აპირებ? ეს ხომ ჩემი შვილიცააა? ჯინ-ჰო:....
34.8K 1.9K 48
ბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარე...
1.7M 94.8K 87
Daksh singh chauhan - the crowned prince and future king of Jodhpur is a multi billionaire and the CEO of Ratore group. He is highly honored and resp...