"My Mouth + Your Hand"

By Miss_FIKA_

511 67 15

ჯიმინმა უნდა დაწეროს ეროტიული ნოველა, რომელსაც რომანისტი ზეპირად კარნახობს. იუნგის მაცდური ხმა, მალევე მონუსხ... More

// შესავალი //
თავი #2

თავი #1

138 21 7
By Miss_FIKA_

_______________________________________

თავი #1 | ნაწილი #1
_______________________________________


- ექიმებმა მითხრეს, რომ სრულად განკურნებას თვენახევარი დასჭირდება.

ხელშეხვეულს და საავადმყოფოდან გამოსულს, კართან მაშინვე დაზაფრული ბიჭი დახვდა.

- მე... მე ძალიან ვწუხვარ.

ჯიმინი განუწყვეტლივ ბოდიშს უხდიდა უცნობს. იგი გრძნობდა თავის დანაშაულს და თავდახრილი პატიებას ითხოვდა.

- მაპატიეთ! ყველაფერი ჩემი ბრალია!

- ვიცი.

მშვიდი, თუმცა მკაცრი ტონით უპასუხა იუნგიმ.

- ბოდიში. უფრო დაკვირვებით უნდა მეტარებინა ველოსიპედი.

- გეთანხმებით. წესით უნდა იცოდე, რომ პიკის საათში, ყურსასმენების გაკეთება და ველოსიპედის ასე, სწრაფად ტარება არ შეიძლება. რადგან დიდი შანსია ვინმეს ჩემსავით დაეჯახოთ და ხელი მოსტეხოთ... - თან მარჯვენა ხელი. თავისთვის ჩაილაპარაკა იუნგიმ.

- შენთვის აღარაფერი მაქვს სათქმელი, ახლა სახლში უნდა წავიდე. უკვე ბინდდება... უამრავი საქმე მაქვს, რომელსაც შენი წყალობით ვეღარ შევასრულებ!

სათვალე შეისწორა და ალმაცერად გახედა ლოყებშეწითლებულ, დარცხვენილ ბიჭს.

- მოიცადეთ!... სტუდენტი ვარ. აქ, სეულში მარტო ვცხოვრობ. არც დაზღვევა მაქვს და არც საკმარისი შემოსავალი. თუმცა გპირდებით, რომ სამსახურს ვიშოვი და სამედიცინო ხარჯებს აგინაზღაურებთ.

- ესეიგი სტუდენტი ხარ.

- დიახ.

- რას სწავლობ?

- არქიტექტურას.

- ჰმმ...

ღრმად ამოისუნთქა იუნგიმ და ჯიმინს თვალი გაუსწორა.

- ინგლისური ენა კარგად იცი?

- ინგლისური?

ახალგაზრდა მოულოდნელმა შეკითხვამ გააკვირვა და წამით გააშეშა კიდეც.

- უცხოური ენის IELTS ის ტესტში, ქულების 87% ავიღე.

- გინდა, მუშაობა ახლავე დაიწყო?!.

- რათქმაუნდა.

პასუხი არც კი დაუყოვნებია.

______________________________________

თავი #1 | ნაწილი #2

_______________________________________


დღეს უკვე ბნელი კაბა ჰქონდა ჩაცმული. შებინდებული იყო.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზა ერთად გამოიარეს, ბევრი არ უსაუბრიათ.

- რა? ნოველებს წერთ?

თვალები აუციმციმდა ჯიმინს.

- ასეა.

აუღელვებლად უპასუხა.

- სხვათაშორის, თავიდანვე მივხვდი რომ წიგნები გეყვარებოდათ... ერთი შეხედვითაც კი გეტყობათ რომ ნაკითხი ხართ.

- ჰაჰჰ, ნუთუ...

გულიანად გაეცინა იუნგის.

- მაშინ იმასაც გეტყვი, რომ ამ თვეში წიგნი მაქვს დასაწერი. ძირითადი შინაარსი გონებაში უკვე მოვიფიქრე და დავამუშავე. მხოლოდ მათი ფურცელზე გადატანაღა მქონდა დარჩენილი, თუმცა როგორც ვატყობ, ჩემი ნაღრძობი, შეხვეული ხელით, ამას ვეღარ შევძლებ.
ამიტომ, მინდა რომ შენ ჩემი ზეპირად ნაკარნახევი ფურცელზე გადაიტანო. მსგავსი რამის გამოცდილება ჯერ აქამდე არ მქონია. ეს ჩემთვისაც დისკომფორტის შემქმნელი იქნება. შენ რას ფიქრობ? ამას შეძლებ?

- დიახ, შევძლებ! ნება მომეცით ვცადო.

წინ გადაუდგა და პასუხის მოლოდინში, ენთუზიაზმით აღსავსე თვალებით დაუწყო ცქერა.

- თუ ასეა, შევთანხმდით... და იცოდე, რომ სჯობს თავიდან მოიცილო ეს შემაწუხებელი ფორმალობები. მკურნალობის ხარჯებს, ასე თუ ისე, საკუთარი დაზღვევა გადამიხდის. შენ კი დანაშაულს ჩემთან მუშაობით აანაზღაურებ.

- რა ? მართლა ?! დიდი მადლობა, ბატონი მინ.

ნოველისტი დიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას. ისე, რომ ჯიმინი უკან ჩამორჩა და ძლივძლიობითღა დაეწია.
უეცრად იუნგიმ სვლა შეანელა და ბიჭს გამოხედა.

- გაფრთხილებ, რომ შუა გზაზე საქმეს ვერ მიატოვებ. ხელის მორჩენამდე ჩემს ირგვლივ უნდა იყო.

- რათქმაუნდა.

- დღეგამოშვებით მოგიწევს მუშაობა.

- გასაგებია.

თავი დაუქნია.
ჯიმინმა გაშლილი ხელის გულები ერთმანეთს მიადო და გაიფიქრა:

* - მადლობა ღმერთს... სასიამოვნო და გულმოწყალე ადამიანს გადავეყარე. მწერლის დამხმარედ ყოფნა სახალისოდ ჟღერს.*

უკან ჩამორჩენილი ბიჭი, სირბილით დაედევნა წინ გაჭრილ მამაკაცს.

* - ამხელა ნაბიჯებით როგორ დადის. ფეხს ძლივს ვუწყობ.*
თავისთვის ფიქრობდა იგი. თან წამდაუწუმ შესამჩნევად მოციმციმე ქუჩის განათებებს ახედავდა და გულგახეთქილი მისდევდა მწერალს.

მინ იუნგის არ იყოს, პაკ ჯიმინიც მეტად უცნაური ადამიანი გახლდათ. ქუჩის ყვითლად მოკაშკაშე შუქიც კი აშინებდა და ამის საპირისპიროდ, რამდენიმე საათის წინ გაცნობილ მამაკაცს, თავისივე ნებით და ეჭვშეუპარველად მიჰყვებოდა სახლისაკენ მიმავალ გზაზე.

__________________________________

თავი #1 | ნაწილი #3
_________________________________

მწერალმა, ცალი ხელით, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარისკენ გაემართა.

- ბატონო მინ! სახელით მოგმართოთ თუ გირჩევნიათ, რომ პროფესორი მინ იუნგი დაგიძახოთ?

- ახალგაზრდავ, შეგიძლია ისე მომმართო, როგორც მოგესურვება.

სახელური ჩამოხსნა და კარი გააღო. პირველმა თვითონვე შეაბიჯა.

- რომ შემოხვალ ურდულით გადაკეტვა არ დაგავიწყდეს.

ჯიმინმა მოკრძალებით შედგა ფეხი. სიმართლე რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სახლი ჩანდა. გარშემო ყავისფერი ფერი განსაკუთრებით ჭარბობდა. მუქი ჩაისფერი, ხის იატაკი აქა-იქ ფეხის დადგმისას ხმას გამოსცემდა. ფანჯრის რაფაზე ორი ქოთნის ყვავილი იდგა. ერთი უცნობი სახეობის იყო, მეორე კი აშკარად თეთრი ჟასმინი გახლდათ.

- ჩაის დალევ, ხომ?

სამზარეულოდან მოისმა ხმა.

- დიახ, თუ შეიძლება.

- მაშინ აქ მოდი, ცალი ხელი შეხვეული მაქვს... სჯობს დამეხმარო. ფორმალობებს მოვეშვათ!

წყალი ასადუღებლად შემოდგა და კარადიდან შავი ჩაი გამოიღო.

- ჩაის სხვა ტიპებთან შედარებით, ეს ყველაზე მეტ კოფეინს და ნაკლებ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ცოტა გამოფხიზლება ნამდვილად გჭირდება.

- მადლობელი ვარ გამასპინძლებისთვის.

- არაფრის. სხვათაშორის, ეს ჩემს მეგობარს ნეპალიდან ჩამოვატანინე.

მართლაც, ისეთი საუცხოო გემო და არომატი ჰქონდა, რომ წამით ჯიმინი წარმოსახვაშიც კი გადაისროლა. წინ წარმოუდგა უშველებელი, 'საიდუმლო' ბაღი, სადაც ყვავილები და ველური მცენარეები იზრდებოდნენ... სადაც თითოეული ამოსუნთქვაც კი თავისუფლებით იყო გაჟღენთილი.

- ამას რომ დავლევთ, საქმეს მივხედოთ.

- დიახ, რათქმაუნდა.




COM & VOTE - Thank U in advance <3


Continue Reading

You'll Also Like

133K 5.5K 99
a sister who's actions are untamed, and a brother who's feelings are untamed. With complete different personalities, yet an awesome bond, the sibling...
252K 16.5K 21
"you might not be my lover, but you still belong to me" "crazy, you don't even love me but you want to claim me as yours? have you lost your mind jeo...
848K 19.3K 48
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
987K 61.1K 119
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...