Damn Umbrella! ☂

By LiliLili689

12.3K 1.6K 3.9K

-ქოლგა? -ქოლგა. -უპასუხა მან. ისტორია,რომელიც დაიწყო ქოლგით, კაცმა არ იცის რით გაგრძელდება ან დასრულდება ი... More

-რამდენს ბედავთ! საერთოდ ვინ ხართ? ☔️
-რა იცი, იქნებ მანიაკია?!😱
-აქ რამ მოგიყვანა,შე ცხოველო?!😆
-და ვინაა ეს იდუმალი ჯიმინა?🤔
მნიშვნელოვანი❗️
ჯონ ჯიმინი🤔
მოულოდნელი სტუმარი😒
პერსონაჟები😇
-არა,ეს ნამდვილად დასასრულის დასაწყისია! 😩
-ჰეი, რა ხდება, ტკბილო, რამე გაწყენინე?🤔
რაღაც უცნაური🙃
-მოიცა,როგორ? 🤷🏻‍♀️
-დენა? 😳
-მოიცა რაა? შენ აქ რა გინდა?🤯
-ისე,რომ იცოდე ალფებიც ტირიან💔
-You are my univers 💫✨🪐
-გთხოვ🥺(🔞)
-მე ყველაფერი მომწონს 💘(🔞)
-დილის რუტინა🥰
-მოულოდნელობებით სავსე დღე💘
-ჯონ ჰოსოკზე უნდა გელაპარაკო😮‍💨
ცვლილებები.....
ნუთუ ეს დასასრულია?
რას იტყვის ხალხი?
ჩვენ ყველაფერი გამოგვივა
-რა, რა ბავშვი მამა?

Baby-Boom!

526 49 308
By LiliLili689




-კიმ ნამჯუნ! მოგკლავ! ამხელა კაცმა კოვიდის და ორსულობის ტესტი ვერ უნდა გაარჩიო?-ყვირის ჯინი და თან ანანასიან პიცას შეექცევა.

-კარგი, ჰიონ, დაწყნარდი, აღელვებული იყო და ვერ მიხვდა.-აწყნარებს ჰოსოკი.

-ჰო, ისეთ ემოციებში ვიყავი ყველა შესაძლო ტესტი წამოვიღე, მემგონი აივ ვირუსის ტესტიცაა.-იკრიჭება ალფა.

-მოიცათ, მოიცათ, ჰოსოკი-ჰიონი ორსულადაა?- ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა ხდება თეჰიონი.

-მმ, არა, საიდან მოიტანე?-არ იმჩნევს ჯინი.

-აბა, ორსულობის ტესტი რად გინდოდა, მამა, ამხელა მუცელი გაქვს მტკიცებულებად და მაინც გადამოწმება გინდოდა?

-ოჰ, კარგით, ნუღარ გავაწვალებთ ბავშვს, კი ორსულად ვარ და მემგონი შენც თეჰიონ.

-რა? რა ორსულობა? რა ბავშვი? ანუ დენის დროს არაფერი გვქონია და საიდან?-ოცდება თეჰიონი.

-სექსოლოგიის გაკვეთილები უნდა ჩაგიტაროთ?- ჯინი აღშფოთებულია.-თუ ჯონგუკს ცხელება ჰქონდა და შენი დენა მალე უნდა დაწყებულიყო დიდი რისკია იმისა, რომ დაორსულდებოდი. თეჰიონი ფიქრდება, ნეტავ ბოლოს როდის ჰქონდათ სექსი? პრინციპში მართალია, ჯონგუკს ცხელება რამდენიმე დღის წინ დაუმთავრდა და ამ პერიოდში უეჭველი ჰქონდათ კავშირი,მაგრამ მაინც რაღაც არაა რიგზე, ასე მარტივად ჰოპ და ორსულადაა ვერ მოხდებოდა! ომეგას ფერი ეცვლება, გული სწრაფად უცემს და სახეზევე აწერია, რომ დაფიქრდა და ახლა აღელვებულია.

-კიდევ გვაქვს ტესტი?-ჩუმად კითხულობს.

-ამდენ ორსულებს რა გაუძლებს ღმერთმანი, ჯიმინიც ხო არ შემოგიერთდებათ? ნამდვილი ბეიბი-ბუმია.-ნამჯუნის ტრიადას სოკჯინის მკვლელი მზერა აჩერებს.- კარგი ჰო, ვხუმრობ, ეს მართლა ძალიან მაგარია, თე, მაგრამ ჯონგუკს მაინც ვცემ.-ასერიოზულებს ალფა.

-ტესტი გვაქვს?-კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა კითხულობს თეჰიონი.

-კი, შეფუთვაში რამდენიმე იყო- პასუხობს ჰოსოკი.- ნუ ღელავ,ჩვენს მდგომარეობაში ეს მავნებელია- ხუმრობას ცდილობს დელტა.

-ძვირფასო, ახლა ყურადღებით მომისმინე,- სოკჯინმა აშკარად შეატყო შვილს მღელვარება.-როგორი პასუხიც არ უნდა იყოს არ ინერვიულო კარგი? ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და დარწმუნებული ვარ ჯონგუკიც, ახლა კი წაცუნცულდი და გავიგოთ რამდენად მალე გავხდები ბაბუა-ჯინი.- გაღიპული ომეგა ცოტაოდენი ძალისხმევის შემდეგ ფეხზე დგება და შვილს უახლოვდება, გულში იკრავს თავის პატარა თეთეს და თავზე ნაზად ჰკოცნის.-მიდი, მიდი.

-მადლობა, მა.- უმცროსი ტესტს იღებს და აბაზანისკენ მიემართება, კარების ხმაც ისმის და მისაღებ ოთახში წამიერი სიჩუმე ისადგურებს.

-რა ვქნათ?-სიჩუმეს ნამჯუნი არღვევს.

-არც არაფერი, თუ თე ორსულადაა ბავშვს ვაჩენთ და ბეიბი-ბუმი გვაქვს, თუ არა და მაინც ვაჩენთ ოღონდ მე და ჰოსოკი.-იღიმისი ომეგა.

-იცი როგორმე ორიგინალურად მინდა გავაგებინო ჩემებს ეს ამბავი.

-მე ვიცი როგორ შეიძლება გავაოცოთ და ავაფორიაქოთ შენი ჩერჩეტი ჭეშმარიტები.-მზაკვრულად იღიმის ნამჯუნი.

-ჰმ, კარგი,მაგრამ ჯერ გავიგოთ რა ხდება დაამაზე მერე ვილაპარაკოთ.-სთავაზობს ჯინი.

-ჰო, არაა პრობლემა სად მეჩქარება მე ჰომ.... -სიტყვის დამთავრებას თეჰიონის ყვირილი არ აცდის.

-ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! - ომეგა აბაზანიდან მორბის და ხელში ტესტს აფრიალებს.

-რატომ ვაიმე? -ვერხვდება ნამჯუნი.

-კაია თუ ცუდი?-ინტერესდება ჰოსოკი.

-ნუ გვალოდინებ! გავაჩინე ბავშვი!

- არ ვარ ორსულად ! -თეჰიონი იღიმის და ისევ ტესტს აფრიალებს. -მოიცა ორი ხაზი ხო უარყოფითია?

წუთიერად ოთახში  დაძაბული სიჩუმე ისადგურებს, უფროსები შოკში არიან და გაფართოვებული თვალებით უყურებენ, ამხელა ბიჭია და ორსულობის ტესტის მნიშვნელობაც არ იცის. რად უნდა ამას ბავშვი?!

  სოკჯინი შუბლზე ხელს ირტყავს, ჰოსოკი ცრემლებს იწმენდს, ნამჯუნი კი იკრიჭება და ამბობს:

-ახლა, შენს საცემად მიზეზიც მაქვს ჯონ ჯონგუკ!!

-რა? რატომ? მოიცა, ორი ხაზი დადებითია? - თეჰიონი ჯერ ოთახში მყოფებს აკვირდება შემდეგ კი ისევ ტესტს უყურებს და ასე რამდენიმეჯერ.

-რათ უნდა ამას ბავშვი?! -ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს სოკჯინი და ბოლო ხმაზე სიცილს იწყებს.

-მამა, ანუ, მართლა?-ჯერ კიდევ  ვერ იჯერებს თე.

-მანახე ტესტი- სოკჯინი ორსულობის ტესტს ხელში იღებს და აკვირდება, ერთ წითელ ხაზთან მეორეც ჩანს, ოღონდ ძალიან ფერმკრთალი- შეიძლება ცდება, ზუსტად ვერ ვიტყვი, ხვალ ექიმთან წავიდეთ ექოსქოპია უეველად აჩვენებს.

-ჯონგუკს როგორ ვუთხრა?

-ჯერ დავიცადოთ და მხოლოდ მერე უთხარი როცა დარწმუნდები.-სთავაზობს ვარიანტს ჰოსოკი.

-ან უფრო კარგი იქნება, თუ სიტუაციას აუხსნი, ის შენი ალფაა და უნდა იცოდეს ეს ყველაფერი არ ხარ ვალდებული ყველაფერი მარტომ გადაიტანო, როგორც ჰოსოკმა გააკეთა.-ამბობს ნამჯუნი.

-იცით, მაგრამ, თუ მე მართლა ორსულად ვარ, რა რეაქცია ექნება? მანშეიძლება მიმატოვოს? მას ხომ ალბათ არც უფიქრია ამაზე.- თეჰიონი იღუშება.- არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ჯონგუკს სხვა ომეგას სუნია აქვს და ძალიან მაღიზიანებს, ხშირად ვკამათობთ და... და.....- ომეგას ლოყაზე ცრემლი უგორდება და ტირილს იწყებს.

-არ იტირო, ძვირფასო, რაც არ უნდა იყოს დარწმუნებული ვარ ცდები და უბრალოდ გეჩვენება, თუ ეს ასე არაა მაშინაც არ ღირს სანერვიულოდ გესმის? შენი ცრემლების ფასი არავიაა, არც ჯონგუკი და არც სხვა რომელიმე ალფა, გესმის ჩემი?-აწყნარებს შვილს სოკჯინი, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რას გრძნობს ახლა თეჰიონი, მას ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს, სამწუხაროდ, მის შემთხვევაში ყველაფერი ავბედითად დატრიალდა, მაგრამ თეჰიონს ასე არ დაემართება, მას ჰყავს მამა, ჰიონები და ის მარტო არაა. ომეგა დგას არ ინძრევა და ცხარე ცრემლებით ტირის, ნამჯუნი უახლოვდაბა უმცროსს და გულში იკრავს, თეჰიონი მის თვალწინ გაიზარდა, ნამჯუნს ყოველთვის უნდოდა ბავშვის ყოლა და გამძაფრებული მამობის ინსტინქტი ჰქონდა, მაგრამ პატარა თეთეს გამოჩენის შემდეგ მან მართლა იგრძნო თავი მამად და ამისთვის მადლიერი იყო, ამიტომაც ვერ აიტანდა თეჰიონის ცრემლებს, განსაკუთრებით კი, თუ ამის მიზეზი ვირაც იდიოტი ალფაა.

-მადლობა, ნამჯუნ- ჰიონ - ჩუმად ამბობს თეჰიონი.

-კარგით რა ამდენი ტირილი არ შემიძლია, ბავშვს რაღას ვერჩი?-ამბობს ჯინი და თავადაც სლუკუნებს.

-ზედმეტად დიდი სინესტის მაჩვენებელია ამ ოთახში დღეს, არა?-იღიმის თვალებაწყლიანებული ჰოსოკი.- მე წავალ, ძვირფასებო, ნამჯუნის იდეა მომეწონა და სწორედ ასე გავაგებინებ ჩემს დაბდურებს. თეჰიონ, დამიჯერე, ჯონგუკი ასეთი არაა და შენს გამო ყველაფერზეა წამსვლელი, სიტყვაზე მენდე, ეს ჯერ კიდევ მაშნ გავაცნობიერე, როცა უნივერსიტეტში, სამედიცინო კორპუსში, სასადილოში დამადგა თავზე და უცნაური კითხვები დამაყარა. გაცილება არაა საჭირო, კარგად იყავით.- იღიმის დელტა და ოთახიდან გადის.

-დაწყნარდი?- ომეგა თავს უქნევს.

-დაჯექი და ცხელ შოკოლადს გაგიკეთებ, კარგი?

-ჰიონ, სამზარეულო არ გადაწვა- იღიმის თე.

-რადგან ხუმრობის ხასიათზე მოხვედი ყველაფერი გარგადაა და შოკოლადი აღარ გინდა?-სასაცილო სახეს აკეთებს ნამჯუნი.

-ბავშვი მართალია, ნამჯუნ, მე გავაკეთებ.- ომეგა სამზარეულოსკენ მიემართება და ათიოდე წუთში ჭიქებით ხელში ბრუნდება.

-მადლობა, მა.

-ძალიან გვიყვარხარ, ჯინი- ამბობს ნამჯუნი და ომეგას ტუჩებში ჰკოცნის.

-ოუ, ნუ დაიწყებთ რა.- აპროტესტებს  თეჰიონი.

-შშშ, შენი ხმა არ გავიგო, კიმ თეჰიონ, ჯონგუკთან რაღაც-რაღაცების გაკეთება არ გრცხვენია და უბრალო კოცნას გვიშლი?!-იგივე ტონით პასუხობს სოკჯინი.

-კარგი, ჰო, ეს რკინის არგუმენტი იყო.

-ახლა არ იჩხუბოთ, ისე ბატონ ჯონგუკს როდის ვატყობინებთ სიახლეებს?-ინტერესდება ალფა.

-არ ვიცი, დღეს უნდა შევხვდეთ და მეშინია.-გულახდილად პასუხობს თეჰიონი.

-შეხვდი და უთხარი, მან უნდა იცოდეს, თუ შენ მართლა ორსულად ხარ ეს მისი ბავშვიცაა და მისი უფლებაა იცოდეს.-პასუხობს მამა.

-გეთანხმები, თუ რამე პრობლემაა მე მეტყვი და მერე მე ვიცი რასაც ვიზამ.-ხელებს ატკაცუნებს ნამჯუნი. ომეგებს მის ასეთ საქციელზე ეცინებათ.

-მაშინ გადაწყდა დღეს საღამოს ვეტყვი.- საღამოდე დიდი დროა, თეჰიონი ღელავს, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საღამოს სერიოზულად დაილაპარაკებენ.


****

-ნახე, რუმი, მამიკოც მოსულა- ამბობს იუნგი და ახალმოსულ ჰოსოკს ეხუტება.

-როგორ ხართ? გადაიმხეთ სახლი ჯიმინის გარეშე?

- რას კადრულობ?- რიტორიკულ შეკითხვას სვამს იუნგი და თვალებს ატრიალებს. ჰოსოკს კი მიყრილ-მოყრილი სათამაშოების გვერდის ავლით უწევს მისაღებ უთახამდე მისვლა.

-ჰო, გეტყობათ.- ეცინება დელტას.- რუმი, მოდი ჩემთან, პატარა.-პატარა პრინცესაც ხოხვით მოემართება უფროსისკენ.

-მმაა.. მაა, მმაამამ,მამა.-ღუღუნებს ბავშვი.

-ჯიმინი მალე მოვა, დღეს ცვლა გაცვალა, თუ რაღაც ასეთი და წუთი წუთზე, თუ არ მივალაგე მომკლავს.

-მართლა? ძალიან კარგია, ერთად ვისადილოთ, ჯონგუკი სახლშია?-ინტერესდება ჰოსოკი.

-არა, ცოტა ხნის წინ გავიდა, თეჰიონს უნდა შევხვდეო, თან საღამოსო და მთელი დღე გარეთ რა ჯანდაბას აკეთებს ნეტავ.

- ხო იცი, ბინის ამბებს აგვარებს, ალბათ ამიტომ წავიდა ადრე.

-ალბათ, ისე ძალიან უცნაურად ცქმუტავ, რამე ხდება?

-არა, უბრალოდ კიმებთან მეორედ წინასწარი გაფრთხილების გარეშე არარ მივალ- იცინის დელტა და ინციდენტი ახსენდება.

-კიმებთან იყავი? რატომ არ თქვი ჩვენც წამოვიდოდით- გულისწყვეტით ამბობს იუნგი.- რამე გაგიჩალიჩეს? მეც ეგრე დამაბოლეს ერთი-ორჯერ, ბოროტი ბებრები- ხუმრობს ალფა.

-გეთანხმები, ისე სპონტანურად გავუარე, სოკჯინი მოვინახულე.

-გასაგებია,მე გავალ მოვწევ და თან ჯიმინსაც დავხვდები რაღაცები იყიდა, თუ არ მივეხვარე მერე იზუზუნებს.-ეცინება ალფას- რამე ხომ არ გჭირდება?

-მიდი წადი, მოგწერ რარაცას და წამომიღე, გამოვშტერდი და ყიდვა დამავიწყდა.-ჰოსოკს გული უფართხალებს რადგან ძალიან ღელავს.

-კარგი, არ მოიწყინოთ!- ამასღა ამბობს ალფა და მარტო ტოვებს მათ.

-ეჰ, რუმი, შენი მამიკოები გაოცდებიან, როცა შენს დაიკოზე ან ძამიკოზე გაიგებენ!

-ძმ...ძმაიკო?- კითხულობს პატარა, რომელიც ვერაფერს ვერ ხვდება და უბრალოდ ახალი სიტყვები მოეწონა.

-ჰო, ახლა კი მივწეროთ იუნის.- ჰოსოკი ტელეფონს იღებს და იუნგის მხოლოდ ორ სიტყვას წერს: 

,,ორსულობის ტესტი"


  შეტყობინება გაგზავნილია და ნანახიც. უკან დასახევი გზა მოჭრილია და ჰოსოკიც პასუხს ელოდება, ბავშვი დააძინა თავად კი ბორგავს და ვერ ისვენებს, ტელეფონით ხელში აქეთ-იქით დადის. ამ დროს კი იუნგი და ჯიმინი საგონებელში არიან:

-გვეღადავება? ჯიმინ მიტხარი, რომ შენც იცი და უბრალოდ ხუმრობს!-იუნგი თვალებს ვერ უჯერებს.

-რა? მე საიდან ვიცი? ბოლოს შენ ნახე და აქეთ მიჩნდება ეჭვები!

-ანუ ჰიონი არ ხუმრობს?- ალფა და ომეგა კიდევ ერთხელ აკვირდებიან ბოლოს მიღებულ შეტყობინებას და აშკარად ხვდებიან, რომ ეს ხუმრობა არაა.

-შოკში ვარ, მამა გავხდები?-დაეჭვებით კითხულობს იუნგი.

-ეი, ის, რომ ბავში სისხლით  ჩემი არ იქნება არ გაძლევს იმის უფლებას მიისაკუთრო!-ბრაზდება ჯიმინი.

-კარგი რა, ეგ თავისთავად, ეგრე რუმის ბიოლოგიური მამა მე ვარ, მაგრამ ცოცხალი თავით არ მეძახის მამას, ჰოსოკს კი ეძახის!- უწინდელ წყენას იხსენებს ალფა.

-კარგი, ახლა სასწრაფოდ ვყიდულობთ ტესტს და სახლში ვბრუნდებით, ჰოსოკი ნერვიულობს.

-ჰო, მართალი ხარ, მაინც ცუდად ვარ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჰოსოკი დაორსულდებოდა.

-დაიოკე ნერვები, ძვირფასო.- ჯიმინი ნაზად ეხვევა იუნგის და მის დაწყნარებას ცდილობს.

-მიყვარხარ, ორივე მიყვარხართ.

-ვიცი, იუნგს, ცვენც გვიყვარხარ, ახლა კი წამოდი.- უახლოეს აფთიაში მიდიან და  ტესტს ყიდულობენ შემდეგ კი ნაჩქარევად მიდიან სახლში.

   ნახევარ საათზე მეტი გავიდა და მისი ჭეშმარიტებისგან არაფერი არ ისმის, ის ნერვიულობს, რა თქმა უნდა, ნერვიულობს. იქნებ არ ღირდა ნამჯუნის იდეის რეალობად ქცევა და უკეთესი იქნებოდა პირდაპირ ეთქვა ყველაფერი? მან არ იცის. ამხელა კაცია და წარმოდგენა არ აქვს რა უნდა ქნას.  საკუთარი ფიქრებიდან ჰოსოკი კარების ხმას გამოჰყავს.

ისინი დაბრუნდნენ.

-გამარჯობა, ჰიონ.- შემოსასვლელიდან ისმის ჯიმინის კრიალა ხმა, მაგრამ ჰოსოგი დუმს.

-ჰეი, ჰოსოკა, დაგეძინა?-ეძახის მეორე ხმა, რომელიც იუნგის ეკუთვნის.

-ა..არა- ჰოსოკი გაუბედავად პასუხობს.- აქ ვარ.

-ჰიონ, რა გჭირს? მკვდრის ფერი გადევს სახეზე! ასე არ შეიძლება, მითუმეტეს კი შენს მდგომარეობაში!- საყვედურობს ჯიმინი, აჰ, ესე იგი ჯიმინმაც იცის. ჰოსოკს გულზე ეშვება, გამოდის, რომ მათ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვთ.

-ჰო და კიდევ ამხელა ბიჭი ხარ, ჰიონ, უკვე დროა რებუსებს მოეშვა და პირდაპირ გველაპარაკო, შენ არ არიგებდი ჯიმინს, რომ ყველაფერი რასაც გრძნობს ჩვენც უნდა გავიზიაროს? შენი აზრით ეს მხოლოდ ჯიმინზე ვრცელდება და შენ არ უნდა მიჰყვე ამ რჩევა- დარიგებას?- იუნგის ცოტა უხეშად გამოუვიდა, არ უნდოდა, მაგრამ ზედმეტად გვიან მიხვდა, მაშინ როცა ჰიონის ამრვრეული თვალები დაინახა და ჯიმინმა თავში წამოარტყა.

-აუჩ.

-ღირსი ხარ, ჰიონ- ახლა ჰოსოკს მიუბრუნდა უმცროსი- ჩვენ შოკში ვართ და იუნგი მართალია არ უნდა დაგემალა ეს ინფორმაცია ჩვენთვის, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და არაფერია ცუდი იმაში, რომ კიდევ ერთი პატარა გვეყოლება, არა, იუნგი?

-რა თქმა უნდა, ჰიონ,  მოდი უნდა ჩაგეხუტო!- ჰოსოკი მათ უახლოვდება, უმალვე სითბოში და სიყვარულში იძირება, მისი ჭეშმარიტები მას ეხუტებიან, ჯიმინი წინიდან ეკვრის ჰიონის სხეულს იუნგი კი უკნიდან.

-მადლობა, მადლობა, ჩემო ძვირფასებო.-თითქმის ჩურჩულით ამბობს ჰოსოკი.

-ეს შენ მადლობა, ჰიონ , აი ამისთვის- ამბობს იუნგი და უფროსის მუცელს ეფერება.

-ჰიონ, ოღონდ პირობა მომეცი, რომ ასე ხუთ წელიწადში ჩვენც გავაჩენთ კიდევ ერთ ბაიას.- იღიმის ჯიმინი, უფროსებს კი ეცინებათ.

-ქხმ, საბავშვო ბაღი გვექნება პირდაპირ- იღიმის ალფა.

-საბავშვო ბაღი ისედაც გვაქვს, რუმი, ეს - საკუთარ მუცელზე მიუთითებს ჰოსოკი-კიმების  პატარებ...- დელტა ხვდება, რომ ზედმეტი წამოსცდა.

-რა? სოკჯინ ჰიონს ტყუპები ჰყავს? რა მაგარია!-აღფრთოვანებას ვერ მალავს ომეგა.

-მმმ, არ უნდა მეთქვა, მაგრამ კარგი, ჯანდაბას, ჯონგუკი სახლში მაინც არაა, მემგონი თეჰიონიც ორსულადაა.

-ჯიმინ შენს ძმას მოვკლავ!-  წამოენთო იუნგი, ის თეჰიონს ჯერ კიდევ ბავშვად აღიქვამდა და ყურებს ვერ უჯერებდა.

-შენ რიგში ჩადექი ნამჯუნიც კბილებს ილესავს ცვენს საბრალო ქუქიზე.-იცინის ჰოსოკი.

-ვაიმე ამ დაბდურას რად უნდა ბავში!-აგვირგვინებს ჯიმინი.


*****

  თეჰიონი ემზადება, ტანსაცმელს იცვლის და ჯონგუკს აკანკალებული ხელებით წერს:

,,მზად ვარ გელოდები."

პასუხი მალევე მოდის:

,,ორ წუთში ვიქნები, გამოდი."

  თეჰიონი ნელ-ნელა მიუყვება კიბეებს, ჯერ ეზოში გადის, შემდეგ გარეთ, ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ მოტოციკლის ღმუილი ისმის.

-პატარავ, როგორ ხარ?- ხმამაღლა ამბობს ჯონგუკი და ჩაფხუტს იხსნის.

-კარგად, შენ?- თეჰიონს ისევ განსხვავებული სურნელი სცემს როცა ჯონგუკი უახლოვდება, ეს ომეგას ძალიან აღიზიანებს.

-რა იყო? რამე გაწყენინე?  გთხოვ ეგრე ნუ მებუსხები.- ჯონგუკი უახლოვდება და ომეგას ხელებს თავისში იქცევს.

-არა, არაფერია, ცოტა ხასიათზე ვერ ვარ.

-შენთვის სიურპრიზი მაქვს და იმედია ცოტა ხასითზე მოხვალ.- იღიმის ჯონგუკი- ახლა კი საჭმელად  წავიდეთ, ძალიან მომშივდა, მთელი დღეა გასული ვარ.

-კარგი, რა ვჭამოთ?

-ერთი კარგი ადგილი ვიცი, იქ ბექჰიონი მუშაობს.-თეჰიონი ამ სახელის გაგებისას ეჭვიანობს.

-ჰო, როგორც გინდა.

-არ ვიცი რა გჭირს, მაგრამ იმედია მეტყვი.- ჯონგუკი დაძაბულია, მათი ურთიერთობის განმავლობაში თეჰიონი ასეთი არასოდეს ყოფილა ასეთი.

  ისინი ტრადიციულად თავსდებიან ჯონგუკის ბაიკზე და დანიშნულების ადგილისკენ მიემგზავრებიან. თეჰიონი ოდნავ დუნდება და მთელი ძალიტ ეკვრის თავის ალფას. თავის ალფას და არავის სხვისას!

- აი, მოვედით, ვიცი, რომ სუში ძალიან გიყვარს.

-შენ კი შენი ბექჰიონი და ამიტომ მომიყვანე აქ?- ნერვებს ვერ თოკავს თეჰიონი და ენა წინ უსწრებს.

-რა? ბექჰიონი რა შუაშია, თე, იცოდე ასეთი სიტყვებით მართლა გულს მტკენ, პატარავ.- ჯონგუკი ნერვიულობს, აშკარად ნერვიულობს, მას დღევანდელი საღამო გაწერილი ჰქონდა, მაგრამ საერთოდ არ მოელოდა მოვლენების განვიტარებას, მას მართლა ძალიან უყვარს თეჰიონი და არ სურს, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს იჩხუბონ.

-ბოდიში, უბრალოდ ნერვებზე ვარ, კარგი?- თავის მართლებას ცდილობს მომეგა და ჯონგუკს ეხუტება.-ბოდიში.

-არა, თე, ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე არაა, გეხვეწები, რაც არ უნდა იყოს მითხარი, კარგი?-საპასუხოდ ხელებს ჰხვევს ალფაც.

-ახლა ვჭამოთ და გპირდები გეტყვი.-თეჰიონმა უკანდასახევი გზები ჩახერგა ახლა იძულებული იქნება უთხრას ჯონგუკს სიმართლე.

-კარგი, ლამაზმანო.- რესტორანში შედიან და შეკვეთას აკეთებენ მათ გარშემო დაძაბული სიჩუმეა და  ორივე ამას ამჩნევს, მაგრამ  საუბრის დაწყებას ვერცერთი ვერ ბედავს.როცა მიმტანს შეკვეთა მოაქვს თეჰიონი მის ბეიჯზე სახელს კითხულობს,,ბექჰიონი" თე კიდევ უფრო იძაბება, მის წინ ძალიან ძალიან საყვარელი ომეგაა, კიმს სხვა სიტყვა არც აგონდება მის დანახვაზე.

-აი, თქვენი შეკვეთა, გემრიელად მიირთვით.-იღიმის ის.

-თეჰიონ, გაიცანი ეს ბექჰიონია- ჯონგუკი ცდილობს გამბედავი იყოს და თე თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობაში დაარწმუნოს.

-სასიამოვნოა.-არ აყოვნებს მიმტანი.

-ასევე.- ცივად პასუხობს თე და ამრეზით უყურებს მას.

-ჯონგუკი სულ შენზე ლაპარაკობს, მართლა ძალიან ლამაზი ხარ.-თავს ვერ იკავებს ბექი.

-მადლობა.-თეჰიონი ცოტა უხერხულად გრძნობს თავს რადგან ბექჰიონი სულ სხვანაირად წარმოედგინა.

-ახლა ხელს აღარ შეგიშლით, აბა შენ იცი.- უკანასკნელი სიტყვებით ჯონგუკს მიმართავს და თვალს უკრავს. თეჰიონი კი კიდევ უფრო მეტს ფიქრობს ამ უცნაურ ჟესტზე.

-მოკლედ, თე აღარ მინდა დიდხანს ვიწვალო, რაღაც უნდა გითხრა.

-მეც მინდა რაღაც გითხრა, ქუქი.-ამ სიტყვებზე უფროსი იძაბება, მას ეშინია, რომ თეჰიონი რამეს ეტყვის.

-არა, გთხოვ, ჯერ მე უნდა გითხრა, არ გამაწყვეტინო, რადგან ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ მეთქვა. ვღელავ, არ მინდა როგორმე გაწყენინო, შენთვითონაც იცი,რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მეტის მოთბენა.-თეჰიონი თავადაც ვერ ხვდება, თუ როგორ უგროვდება ცრემლები თვალებში.- ბევრი, რომანტიკული შესავლების გარეშე მინდა გთხოვო:გახდები ჩემი მეუღლე?- და თეჰიონი ყურებს ვერ უჯერებს, ვერც თვალებს, რადგან ჯონგუკი მის წინ იმუხლება და ბეჭედს აწვდის.

-სერიოზულად?- თე ცრემლებს ვეღარ იკავებს, მან ათასი შესაძლო სცენარი დადგა საკუთარ თავში და არცერთი არ შეესაბამებოდა არსებულ რეალობას.

-კიმ თეჰიონ, გახდები ჩემი მეუღლე?-ჯონგუკი ღელავს,თეჰიონი კი ხმას ვერ იღებს და უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ალფას ეხუტება და ცრემლებს ვეღარ იკავებს, ის მართლა ბედნიერია და უდიდეს შვებას გრძნობს. ჯონგუკი კი მის სახეს ხელებში იქცევს და მთელი გრძნობით ჰკოცნის ახლა უკვე საკუტარ საქმროს.

-მიყვარხარ, ქუქი.

-მიყვარხარ,ლამაზმანო.

-გილოცავთ!-მათ მაგიდას ბექჰიონი უახლოვდება და საკმაოდ ძვირადღირებულ ღვინოს დებს მაგიდაზე- ეს ჩემგან პატარა საჩუქრად.- ნაზად იღიმის ომეგა.

-მადლობა, ბექ.

-მადლობა, ბოდიში, რომ ასე უკმეხად გიპასუხე.

-არაუშავს მესმის, ახლა კი დაგტოვებთ.

  მარტო დარჩენილები ჩვეულებრივად ვახშმობენ და ზოგად თემებს განიხილავენ მათ მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით და თეჰიონს რაღაც მომენტში ავიწყდება შესაძლო ორსულობის ამბავი.

-თე, შენ დამპირდი, რომ რაღაც უნდა გეთქვა.

-ჰო, მაგრამ შენმა სიურპრიზმა გადამავიწყა, მართლაც უბედნიერესი ვარ, ჯონგუკ, და არ მინდა მომენტი გავაფუჭო.

-რა სისულელეა, ლამაზმანო, მითხარი, გთხოვ.- ჯონგუკი შრეკის კატის თვალებს აკეთებს, რადგან იცის, თეჰიონთან ეს ჟესტი აუცილებლად გაჭრის.

-მმ, კარგი,- ომეგა ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ერთიანად ამბობს:-მემგონი მამა გახდები, მაგრამ ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, არ ვიცი ეს როგორ გამოგვეპარა, ბოდიში.- და დუმდება. რამდენიმე წუთი მათ გარშემო მხოლოდ რესტორნის მუსიკა და ხალხის ფუსფუსის ხმა ისმის, ჯონგუკმა გაჭედა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

-რა? კიდევ ერთხელ გაიმეორე.

-მემგონი ორსულად ვარ.

-სერიოზულად?

-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ტესტმა ორი ხაზი აჩვენა.- ერთმანეთს თვალებში უყურებენ, მაგრამ  თეჰიონი ვერ ხვდება  რას ფიქრობს ალფა, ის მის თვალებში გაკვირვებას და დაბნეულობას ხედავს.

-მამა გავხდები.- ჯონგუკი გიჟივით იღიმის.

-მაგას ხვალ გავიგებთ, მაგრამ ,ალბათ, უფრო, კი.

-მადლობა, მადლობა, მადლობა.-ალფა აღფრთოვანებას ვერ მალავს და ახლა მის თვალებში უსაზღვრო ბედნიერება იკითხება, ისევე, როგორც მის მოპირდაპირედ მჯდომი ომეგას თვალებში, ის არ მოელოდა ასეთ რეაქციას ალფასგან, ამიტომაც ახლა უსაზღვროდ ბედნიერია.

-რა დავარქვათ?-კითხულობს ჯონგუკი.

-ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე, ქუქი, ისიც არ ვიცი ნამდვილად ორსულად ვარ, თუ არა!- ბოლო ხმაზე იცინის ომეგა, ჯონგუკი კი სახეში ხელს ირტყავს და თავადაც ეცინება საკუთარ სისულელეზე.

რად უნდა ამათ ბავშვი?!

----------------------------------------

აი, ასე, საყვარლად სრულდება სიყვარულის ერთი ისტორია და იწყება  ოჯახური თანაცხოვრება და სიყვარული კუბოს ფიცრამდე! :)

Continue Reading

You'll Also Like

1.3K 229 9
Миний амьдралд гэнэт орж ирсэн чи Явахдаа томоос том хар толбо үлдээн одно.
17K 978 10
in some os , bondita will be shown as a child , but .... not completely as a child , a teen-ager . the era of each part would be mentioned along with...
384K 13.7K 60
𝗜𝗡 𝗪𝗛𝗜𝗖𝗛 noura denoire is the first female f1 driver in 𝗗𝗘𝗖𝗔𝗗𝗘𝗦 OR 𝗜𝗡 𝗪𝗛𝗜𝗖𝗛 noura denoire and charle...
18.9K 2K 34
- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები...