ჩანაწერები

By PhoetxReader13

3.3K 226 55

„ამ ქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს... More

ფანჯრებს უკან დაიმალე...
გაგიჟება მინდა
მოგისმენ ყველანაირს...
წვიმიან ამინდს დავემსგავსე...
წერილი მეგობარს.
წაიღე ყველაფერი და წადი...
აგვისტოს 21
ვერ ნაპოვნი მე
ნოემბერი შენი თვე იყო.
***
შეხვედრა წარსულთან...
ჩემი თავის სიკვდილი მამცნეს
დაიმახსოვრე ფოთოლცვენა
სანამ ცოლად მოგიყვან სიარული უნდა გასწავლო
***
პრობლემა სახელად "ის"
ლოცვის ბოლოს წამოცდენილ „ამინს" ვგავარ
წარსულის მაწანწალა
ღმერთო ჩემი შვილი დამიბრუნე!
*💜*💜*
ბებერი შინაბერა
😐😑😶
აქ რომ იყო ქეთ...
***
აფხაზეთი საქართველოა!
ნოემბრის ასული
ქალი სამყაროსფერი თვალებით
ბებოს, რომელიც ყველაზე ადამიანი იყო...
არასწორი ადამიანი შეგიყვარდაო...
ტკივილი, რომელიც გულში დაიწყო...

უბრალოა, ჩვეულებრივი

33 4 2
By PhoetxReader13

მინდა ხოლმე გულში ჩავიკრა და ვუთხრა მიუხედავად ჩემი სიყვარულისა მაინც შემიძლია მისი მეგობარი ვიყო, შეუძლია მენდოს და თუ მოუნდება მისი ტკივილები გამიზიაროს. მითხრას, რომ ტკივა და მეტი აღარ შეუძლია. უფლებას მივცემ ჩემს მხრებზე თავჩამოდებულმა გულამოსკვნით იტიროს და თუნდაც ტირილისას თავი ვერ გააკონტროლოს და გაუჩერებლად იყვიროს მხრებზე ხელს შემოვხვევ და ვეტყვი: რომ ძლიერია და ყველაფერს შეძლებს.
უფლებას მივცემ გაცეცხლებული, რომ იქნება მოვიდეს და ბოლო ხმაზე იყვიროს, ვიცი ჩემი მისამართით არ იქნება მისი სიტყვები და ისიც ვიცი თუ რამეს ცუდად მეტყვის აუცილებლად ინანებს და მერე შუაღამე რომ გადავა ჩემს ოთახში შემოვა და მეტყვის, რომ წუხს და ზედმეტი მოუვიდა.
ასეთია, განსხვავებული და ყველაზე განსაკუთრებული.
დიდი მხრები აქვს და როცა ატირებულს მეხვევა და აქეთ-იქეთ მარწევს დასამშვიდებლად, სიტყვასაც არ ამბობს ისე ვწყნარდები.
ვერ იტანს დასამშვიდებელ სიტყვებს, ვერ იტანს რადგან იცის, რომ არაფერი არ გაივლის და ფარსი იქნება მისი სიტყვები.
დიდი მხრები აქვს და ისე მამწყვრევს საკუთარ მხრებ ქვეშ, რაც არ უნდა მოხდეს არ მეშინია.
არასოდეს უთქვამს რომ ვუყვარვარ, ყოველთვის ერჩია საქმით დაემტკიცებინა სიყვარული და მეც აღარასოდეს მითქვმას, რომ მიყვარს.
ის შეუბლზე მკოცნის მე ხელებზე და ასე ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ჯერ კიდევ გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ დიდი ხნის მანძილზე შევძლებთ ერთმანეთის მეგობრობას მიუხედავად, იმისა რომ გვიყვარს.
ზრუნვა უყვარს მაგრამ პირდაპირ არაფერს აკეთებს, სიტყვებით არაფერს ამბობს, უბრალოდ, როცა მხედავს რომ მცივა მოდის და თბილად მეხუტება.
ესეც ხომ ზრუნვაა.
გამოიტანს ხოლმე აივანზე თბილ ჩაის და უკვე აკანკალებულს მეუბნება, რომ გამათბობს.
მერე როცა ჭიქას თითებს შემოვხვევ ამბობს რომ ყველაფერზე მეტად ელამაზება ჩემი თითები, ერთი პატარა ბეჭდით და ყველაზე მეტად ეთბილება როცა ასე მაქვს ჭიქაზე შემოხვეული.
ყველანაირი ვუყვარვარ და ყველანაირს მიგებს.
მე კი მხოლოდ ისეთი მიყვარს, როგორიც რეალურად არის და კიდევ კარგი გადამეტებული ზრუნვით და სიყვარულით თავს არ მაბეზრებს.
ასეთია... უბრალო და თავისებური.
ხშირად მეუბნება, რომ ვენატრები და ერთი სული აქვს როდის მნახავს, მერე როდის ჩავეხუტები ჩემებურად და მას რომ უყვარს.
ჩახუტება უყვარს.
ასეთია, ჩვეულებრივი, სხვებისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის მთელი სამყაროა.
მეც არ ვნიშავ სხვებისთვის არაფერს, მაგრამ მისთვის როგორც თვითონ ამბობს ყველაფერს ვნიშავ.
ახლა მიყურებს და მაკვირდება როგორ ვწერ, მასზე და მისთვის.
არაფერს ამბობს, მაგრამ ვიცი ინტერესი კლავს როდის წავიკითხავ.
ჩემი ნაწერები უყვარს, თვალებზე ცრემლ მომდგარი მეუბნება, რომ ყოჩაღი ვარ და მაფრთხილებს სხვებზე არასოდეს არაფერი დავწერო, რომ ჩემი ნაწერები მთლიანად მასზე იყოს და მისთვის იყოს.
ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭია, მაგრამ ეს სხვებისთვის. ჩემთვის ბედნიერებას უტოლდება მისი არსებობა.

💜

Continue Reading

You'll Also Like

189K 392 21
just some of my horny thoughts;) men dni
243K 37.4K 97
ပြန်သူမရှိတော့ဘူးဆိုလို့ ယူပြန်လိုက်ပြီ ဟီးဟီး ဖတ်ပေးကြပါဦး
87.5K 2.2K 33
A little AU where Lucifer and Alastor secretly loves eachother and doesn't tell anyone about it, and also Alastor has a secret identity no one else k...
118K 4.4K 9
2 tom dylogii ,,Agony"