დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or Run

By Seth_Blyth

8.5K 637 201

დასაწყისის ინსპირაცია აღებულია შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი"-დან. ფოტოები არ მეკუთვნის მე. More

1.
2.
3.
4.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15. დასასრული
ახალი
რედაქტირება
აბა ვნახოთ

5.

484 46 14
By Seth_Blyth

ძალიან საყვარელი ფოტოა. იქნებ ინსტაგრამზე დავდო?-მესმოდა ხმა. ადგომა მინდოდა რომ გამეგო რა ხდება. თუმცა თეჰიონმა დამასწრო.

-რას აკეთებ ჩანმი?

-ფოტო გადაგიღეთ და საერთოდ როცა გძინავს კონდიციონერი ჩართული არ უნდა დატოვო.-დამტუქსავად უთხრა გოგომ.

-მორჩა საყვარელი წყვილის ერა-თქვა თეჰიონმა. რა ჯანდაბაა?

-ანუ?

-შენ რა შენს ძმას არ იცნობ?

-ვიცნობ?-კითხვასავით გაიჟღერა გოგონას ხმამაც.

-ეს ჩახუტება და რაღაც საყვარლობები მხოლოდ იმიტომ იყო რომ ჯონგუკი ამ თამაშში ჩამეთრია. მე რაღაც უფრო ვნებიანი მინდა.-ფეთიანივით წამოვყავი თავი.

-რას ბოდიალობთ,-ეჭვიანადნშევხედე და-ძმას.

-რაიყო პატარავ?

-მე წავალ,-ჩანმი ოთახიდან გავიდა.

-ახლა რა გავიგე კიმ თეჰიონ?

-შენ მართლა ეგეთი საყვარელი ნუ გგონივარ რაც ვჩანვარ.-გავაფრთხილე.

-და ახლა რა იქნება?

-თავი უნდა შეგაყვარო. მერე საბოლოოდ ჩემი იქნები.-წარბები აათამაშა კიმმა.

-თეჰიონ რაღაც მხრივ შეიძლება მიზდავ მაგრამ არა იმდენად რომ მიყვარდე.

-მოდი დღეს სადმე გავიდეთ.

-სად?

-იუნგისთან და ჯიმინთან.-მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა.

-ეგენი ვინ არიან?

-ჩემი მეგობრები. შენც ხო გყავს მეგობრები შეგიძლია წამოიყვანო.

-არ მინდა წამოსვლა.-საერთოდ არ მქონდა ადგომის სურვილი.

-გკითხე გინდა თუ არა-თქო?-ამას ახლა ჩავცხებ.

-ხოდა ახლა მკითხე მიდი.-ჯიუტად შევხედე სახეზე.

-სულ ფეხებზე მკიდია შენ რაგინდა. საღამოს რომ მოვალ მზად იყავი.-უხეშად მითხრა და წამოდგა.

-შენ საით?-საწოლზე წამოვჯექი.

-შენ ჩაგაბარო?

-ჯანდაბაში წადი,-ბალიში ვესროლე. თეჰიონი დაიხარა და კისერზე მაკოცა მაგრამ არ გაჩერებულა.

-მოიცა შენ რა ზასოსი გამიკეთე?-აღმაშფოთებელია, თავი ვინ გონია?

-გიხდება საყვარელო.-თვალი ჩამიკრა, გამხიარულდა

-გააჯვი.-დავიბღვირე, კისერზე მოვიკიდე ხელი.

-შენ რა მზად ჯერ კიდევ არ ხარ?-სახლში დაბრუნებული კიმი ისევ ცოფიანივით ლაპარაკობდა.

-გაუგებრად ვთქვი რომ? არ წამოვალ და შენი მეგობრები არ მაინტერესებს?

-კარგი მეთვითონ ჩაგაცმევ,-თვალები ავატრიალე. მეგონა ხუმრობდა მანამ სანამ შარვალი არ ჩამხადა.-რა ჯანდაბაა?

-თეჰიონ ჯანსაღად ხარ?-ვუყვირე.

-სრულებით. ეს ყველაფერი ჩემი ფეხებზე დაკიდებაა. მეც აღარ გაგითვალისწინებ ამის მერე. საერთოდ ხმას არ ვიღებ იმაზე რომ არ გიყვარვარ და უბრალოდ მიყენებ. გავიდა და კარიც გაიჯახუნა.

თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ჩემ გამო ბევრი აიტანა და მე მეგობრებთან ვერ გავყოლივარ? რაც შემეძლო სწრაფად ვიბანავე და გამოვიცვალე. თეჰიონის ნომერი ავკრიბე და დავურეკე.

-რა გინდა,-რაღაც ხმები ისმოდა.

-სად ხარ?

-შენი საქმე არ არის-თქო. მამიკო თავისუფალი ხარ?"-გავიგონე ტელეფონიდან ხმა.

-ეგ ვინ არის?-ხმა გამიმკაცრდა.

-შენ არავინ გეკითხება,-მითხრა მობეზრებით, იდიოტი.-"სანამ თავისუფალია ოთახი წამოდი წავიდეთ".

-კიმ თეჰიონ ახლავე აქ გაჩნდი!

-ხვალ ვისაუბროთ.-ამას ახლა მოვკლავ!

-ჰო ხვალ აქ თუ დაგხვდები ვისაუბროთ.

-მოიცა რა?-ტელეფონი გავთიშე და გამოვრთე, სანამ ისევ გადმორეკავდა. სახლის ტელეფონი ავიღე და ჰოსოკთან დავრეკე.

-ჰოსი სახლში ხარ?

-კი. რამოხდა?

-შეგიძლია ცოტახან დამიტოვო შენთან?

-კი. გელოდები დედას გავაფრთხილებ და რამეს მოვამზადებინებ.

-მადლობა, ჰიონ.

რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი და წიგნები ჩავალაგე. სახლიდან ქარის სისწრაფით გამოვვარდი ჰოსოკის სახლი არც ისე შორს იყო ფეხით 15 წუთის უდოდა, ალბათ.

-გუკი შემოდი. გაიცანი ეს დედაა,-მანიშნა ქალლზე.- ეს მამა.
მშობლებო, ეს ჯონგუკია ჩემი მეგობარი.

-სასიამოვნოა შენი გაცნობა. ზემოთ ადით მანამდე საჭმელიც მზად იქნება.-ღიმილით დავუქნიე თავი მისის ჯონს.

-ჰე, რა მოხდა?-ჰოსოკს ყველაფერი მოვუყევი. არც დავაკელი რამე და არც გადავამეტე.

-ბროო.-მაგრად ჩამეხუტა.

-შეიძლება ეს ურთიერთობა ყალბია მაგრამ მეწყინა ჰიონ.

-კარგი ახლა მოიწმინდე ეგ ნიანგის ცრემლები. წამოდი ვჭამოთ, რა სუნი ამოდის,-ნეტარებით შეისუნთქა სამზარეულოდან მომავალი სურნელი. ხელი ჩამკიდა და სამზარეულოში ჩამაქანა.
მისის ჯონი კარგი მზარეულია.

-ყველაფერი უგემრიელესი იყო, მადლობა.

-ჰოსოკ, შეგიძლიათ მისაღებში დარჩეთ და ფილმებს უყუროთ ხვალ მაინც კვირაა და გაერთეთ.

-კარგი აზრია, მადლობა დე.

-ახლავე გაგიშლით დივანს.

-მადლობთ, მისის ჯონ.

ქალბატონმა ჯონგუკს თმები ამიჩეჩა და დივნის გაშლა დაიწყო.

-საყვარელო არ დამეხმარები?

-უჰ, ახლავე.

-შენი მშობლები არაჩვეულებრივები არიან. მეც რომ მყოლოდა მშობლები, ალბათ, ისინიც ასეთი კარგები იქნებოდნენ.-ვუთხარი მეგობარს. სენსიტიური გამხადა ოჯახირ გარემოში ყოფნამ, თანაც ისინი თანასწორად აღმიქვამდნენ.

-რა თქმა უნდა. შენ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ, ძვირფასო.

-ჰოსოკ ჩიფსები ან სასუსნაო თუ გინდათ მარკეტში მოგიწევთ წასვლა აღარ დარჩა მამაშენმა სულ შეჭამა.

-კარგ ფილმს ვუყურებდი და მოუხდა.-ამოიბურტყუნა მოსტერ ჯონმა.

-პორნჰაბზე,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჰოსოკმა. მისტერ ჯონმა გაიგონა და თვალები დაუქაჩა მე კი სიცილს ძლივა ვიკავებდი.

-რა თქვი ჰოსი?-მობრუნდა მისის ჯონი.

-ფული მომეცი-მეთქი.მისის ჯონმა საფულიდან ფული ამოიღო ჰოსოკს მისცა და ჰოსოკის ველოსიპედებით მარკეტში წავედით.

-ჰოსოკ რატომ გაჩერდი?-ვკითხე, როდესაც ერთ ადგილზე მოულოდნელად შევჩერდით.

-იქ ვიღაც არის, ველოსიპედით.-მიჩურჩულა მეგობარმა.

-აბა სად?-თვალი გავაყოლე ჰოსოკის მზერას.

-კიმ ნამჯუნი? ნამჯუუნ შენ ხარ?-დაუძახა ჰოსოკმა.

-მე ვარ.

-რას დაბოდიალობ რომელი საათია.-დატუქსა ჰოსოკმა მეგობარი.

-ხომ იცი მიყვარს ველოსიპედით კატაობა. თქვენ საით?-ახლოს მოვიდა ნამჯუნი.

-ჯონგუკი დღეს ჩემთან რჩება. მარკეტში მივდივართ სასუნსაო შემოგვაკლდა.

-აჰა ანუ ეს არის ჯონგუკი? სასიამოვნოა მე ნამჯუნი ვარ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით ამ საღამოს შემოგიერთდებით.

-რა თქმა უნდა, არ ვიქნებით წინააღმდეგი.-გაუღიმა ჰოსოკმა.

შვილი: დე, ნამჯუნი შემხვდა გზაში ჩვენთან წამოსვლა შევთავაზე ერთი ბალიში კიდევ დადე დივანზე და გასაშლელი სავარძელი გაშალე.

დედა❤️: ახლავე.

-ნამჯუნ შენი მშობლები არ გაბრაზდებიან ასე გვიან რომ დადიხარ?

-დედა მყავს მამა არ მყავს.-გაგვანდო ახალმა ბიჭმა.

-არ ვიცოდი, ბოდიში.

-რა თქმა უნდა, არ იცოდი. დედა მეორედ გათხოვდა იმ კაცის ოჯახს ვძულდი ასე რომ მე ძველ სახლში დარჩენა მომიხდა. მისის ჯონთან მივდივარ ხოლმე ძირითადად თუ რაიმეს კეთება არ გამომდის. სასწაული ქალია.

ვიყიდეთ სასუსნაო. წვენები ავარჩიეთ ფილმი თბილად მოვკალათდით და ფილმის ყურება დავიწყეთ. მე როგორც დიდი ადგილის მოყვარულმა პიროვნებამ გაშლილ სავარძელში წოლა ვარჩიე.

-არა რა მაინც არ უნდა დამთავრებულიყო ასე.-აწუწუნდა ნამჯუნი.

-მისწერე რეჟისორს ასე არ უნდა დამთავრებულიყო-თქო და შენი გულისთვის სცენარს შეცვლის.-ნამჯუნს მიჰყვა ჰოსოკი.

დღის კარგი მეორე ნახევარი იყო. ახალი მეგობარიც შევიძინე ნამჯუნის სახით. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი ტელეფონი რომ ჩავრთე. გამოტოვებული ზარები და მესიჯები თეჰიონისაგან

თქვენ გაქვთ 46 გამოტოვებული ზარი კიმი-საგან.

კიმი👨🏻‍🍼: ჯონგუკ სად ხარ?

ახლავე მიპასუხე!

იცოდე გიპოვი და მაგ თავს მოგიგრეხ.

როგორ გაბედე წასვლა?!

მიპასუხე-მეთქი!

იცოდე ეს არ შეგრჩება,
ვინმესთან თუ წახვედი გასართობად უფრო არ შეგრჩება.

ორშაბათს მაინც მოხვალ სკოლაში. მანდ გაგიერთიანებ თავ-ყბას.

მესიჯებს ჰოსოკს ვაკითხებდი, როცა თეჰიონმა ისევ დარეკა.
და ამ დროს თავში გენიალურმა იდეამ დამარტყა.

-ნამჯუნ შენ არ გიცნობს შენ უპასუხე უთხარი უკაცრავად ეს ტელეფონი უცხო ბიჭს ეკუთვნის ჩემთან არის და დასახიჩრებულია- თქო.

-გისმენთ?-მშვიდი იყო ნამჯუნის ხმა.

-ჯონგუკ შენი დედაც სად ხარ?

-მაპატიეთ ეს ტელეფონი უცხო ბიჭისაა ჩემთან არის და მთლად კარგად არ გამოიყურებოდა. თუმცა სანამ გონზე იყო მითხრა რომ ვინმე კიმ თეჰიონისთვის არაფერი მეთქვა. თქვენ ვინ ბრძანდებით?

თეჰიონმა ტელეფონი გათიშა
არ ვიცი რამდენი ხანი ვიცინოდით. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა. ჰოსოკი ადგა და კარი გააღო.

-მოიცა ამას აქ რა უნდა,-შეიყვირა ჰოსოკმა.

-ჯონგუკი სად არის?

-შენი საქმე არ არის. დაახვიე კიმ,
კიმის გაგონებაზე ტანში გამცრა.

-ჰოსოკ შემომიშვი.-ისევ აგრძელებდა ყვირილს ჩემი ფსევდო შეყვარებული.

-არა-მეთქი.

-ვიცი რომ ჯონგუკი აქ არის!

-რაიცი? ვანგა ხარ?

-არა უბრალოდ ვიღაცამ მიპასუხა ჯონგუკის ნომერზე და პოლიციას ამ მისამართს უჩვენებდა ტელეფონი.-შედარებით დამშვიდდა თეჰიონი.

-რა დებილი ბავშვია ხომ ვუთხარი გათიშე ტელეფონი-მეთქი.

-ანუ აქ არის.-თეჰიონი სახლში შემოიჭრა. როგორც კი მისაღებში შემოვიდა თავზე საბანი წავიფარე. თეჰიონი სავარძლის წინ ჩაიმუხლა.

-ჯონგუკ?-წყნარად დამიძახა.

-....,-ხმა არ გავეცი.

-ჯონ.

-რა გინდა?

-წამოდი, სახლში წავიდეთ.-ისევ მშვიდი იყო ნოტები მის ხმაში.

-მე თვითონ გადავწყვეტ. ხვალ ან ზეგ წამოვიღებ ჩემს ნივთებს. ახლა კი წადი აქედან ისედაც ვაწუხებ ამ ოჯახს.-საბანი არ გადამიძვრია ისე ვსაუბრობდი.
თეჰიონმა მოკიდა საბანს ხელი და გადამაძრო შუბლზე მაკოცა ჩაიხვნეშა.

-კარგი,-მეტი არაფერი უთქვამს ისე წავიდა. თითქოს, მეწყინა რომ არ მევედრა წამოდიო. ანუ არც ისე მნიშვნელოვანი ვარ მისთვის.

-ოე რაო რა თქვა?-შემოვიდა ჰოსოკი.

-სახლში წამოდიო.-ამოვიბურტყუნე ნაწყენმა.

-მერე რა ქენი?

-წავყევი.-ისევ ვბურტყუნებდი.

-დებილო ეგ არ მიკითხავს.-თავში წამითაქა ჯეიმ.

-ვუთხარი წადი თქო და წავიდა. კარგიო თქვა და წავიდა. ასეთი უმნიშვნელო ვარ მისთვი მხოლოდ "კარგი"?

შუადღის ორ საათზე გავიღვიძე ჩემი საწოლი ავალაგე ჩავიცვი და ჰოსოკის ველოსიპედი ვითხოვე. კიმების სახლში მივედი. კარი მსახურმა გამიღო.

-მობრძანდით.

-თეჰიონი სახლშია?-ვკითხე.

-დიახ,-ეგღა მაკლდა.

თეჰიონის ოთახის კარი შევაღე. თეჰიონი ლოგინზე იწვა და რაღაცას უყურებდა. არაფერი ვუთხარი კარადა გამოვაღე რომ ტანსაცმელი ამეღო მაგრამ აბა ტანსაცმელი? სად არი ტანსაცმელი?

-სადარის ტანსაცმელი?-ამჯერად თეჰიონს ვკითხე.

-აივანზე.-მშვიდად მომიგო.

-მანდ რა უნდა?-დავიბენი.

-ხალიჩის როლს ასრულებს,-მხრების აჩეჩვით თქვა.

-შე ნაბიჭვარო!

აივნის კარი გავაღე და სწრაფად ავიღე ტანსაცმელი.
რამდენიმე წიგნიც მქონდა დატოვებული ავიღე და უნდა წავსულიყავი.

-ჯონგუკ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ და გეყოს ბავშვივით მოქცევა.

-ამას ვინ ამბობს. მეორედ ჰოსოკის სახლში მოსვლა არც კი გაბედო.-ვუთხარი კატეგორიულად და სახლი თეატრალურად დავტოვე.

^^^^^^^
ალბათ სათაურიდან გამომდინარე რაიმე სხვას ელოდით.
ლიზიც მაგას ელოდა ალბათ

ედითორი:KatherineMoor5

დაგვიანებისთვის ბოდიში

Continue Reading

You'll Also Like

1.5K 144 10
Жончолыг шипэлдэг бүх каратууддаа зориулсан орчуулгын oneshot-ууд болно. CC BY-ND: @alivecarrot [JEONGCHEOL ONE SHOTS]
23.1K 1.5K 19
ეს არის "შეწყვეტილი ცხოვრების" მეორე ტომი თუმცა არა იმ დასასრულით რომელითაც პირველი ტომი დასრულდა.მოქმედება გრძელდება მას შემდეგ რაც ჯიმინი იგებს რომ...
260K 19.6K 28
+"I love everything about you park jimin, and you don't even know my name" +yoongi's notes about jimin short chapters started: 18.10.16 finished: 1...
2.5K 262 14
Translated Original autor:Ggukie_Tokki CEO (აღმასრულებელი დირექტორი)ჯიმინს ეშინია რომ ადამიანებმა არ გაიგონ იმის შესახებ რომ ის ურთიერთობაშია კოლეჯის...