დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or Run

By Seth_Blyth

8.5K 637 201

დასაწყისის ინსპირაცია აღებულია შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი"-დან. ფოტოები არ მეკუთვნის მე. More

2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15. დასასრული
ახალი
რედაქტირება
აბა ვნახოთ

1.

1.7K 72 21
By Seth_Blyth

წვიმს...
წვიმს...
წვიმს...
მოსაწყენია..

არადა ერთი საათის წინ ისეთი კარგი ამინდი იყო. ახლა სიცივე პირდაპირ ძვალ-რბილში მიღიტინებს. ცუდია, გასეირნებას ვაპირებდი, თუმცა, ისევ უნდა ვიჯდე ამათთან ერთად.

არ მიყვარს აქაურობა, მეზიზღება ეს ოჯახიც და ეს სახლიც, მაგრამ რას ვიზამ? მათ შემიფარეს, როცა მშობლები გარდაიცვალნენ წასასვლელიც არსად მაქვს. უკვე 16 წლის ვარ და "ოჯახის" წევრები მაინც ისე მექცევიან თითქოსდა ისევ ის პატარა ბიჭი ვიყო, რომლის გამოყენებაც ისე შეუძლიათ, როგორც მოესურვებოდათ.

ამ სახლში ბიძია კიმმა მომიყვანა. ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავი, ბიძიაც მალევე გარდაიცვალა. დავრჩი ბიცოლასთან რომელსაც ჩემს გარდა კიდევ 4 შვილი ჰყავდა. ვერ დაავალდებულებ ბიძიას გარდაცვალების შემდეგ ნათესავები აღარ ვიყავით და რა ვალდებული იყო ჩემზე ეზრუნა მისის კიმს? როგორც მითხრეს ბიძია კიმმა სიკვდილამდე ქალბატონ კიმს ფიციც დაადებინა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გამიფრთხილდებოდა.
არც კი ვიცი..

ამ სახლში მსახურებიც ისე ცუდად მექცევიან გეგონებათ რაიმე დანაშაული მქონდეს მათ წინაშე. გასაკვირი არაა, ამაში ხელს არც არავინ უშლის და რატომაც არა, ეგოს იკმაყოფილებენ.


ქალბატონ კიმს სამი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს. ბიჭი მათ შორის ყველაზე დიდია 20 წლისაა უკვე. დიდია, მაგრამ მაინც ისე იქცევა გეგონებათ თინეიჯერი ბიჭი იყოს.

-არა, არა ისევ ის პომიდორი არ მოიტანო წინაზე რაც მოიტანე. არცერთი არ ვარგოდა.-ტრანსიდან მსახურის საუბარს გამოვყავარ. როგორც ჩანს მძღოლს პროდუქტებს აბარებს.

-ბატონო შეგიძლიათ მეც წამომიღოთ რაღაც?-ვკითხე მძღოლს.

-გისმენ.

-შოკოლადის კარაქი წამომიღეთ, თუ შეძლებთ,-კაცმა თავი დამიქნია და უკანა გასასვლელიდან გავიდა.

-ჯონგუკ? აქ რა გინდა?-წარბის აწევით მკითხა ხნიერმა მოახლემ.

-მშა.

-შენზე დასაკარგი დრო არ მაქვს სადილის დრო როცა იქნება მაშინ შეჭამ.

-და არ შეიძლება რაც მაცივარშია უბრალოდ ის ვჭამო?

-არა არ შეიძლება.
მესმის ეს ამაზრზენი ხმა

-აჰ თეჰიონ, დიდიხანია აქ ხარ, ყეყეჩო?-ირონიულ ხმას გამოვცემ, გულგრილად ვუყირებ კიმს.

-ეს "აჰ" რაღაც ცუდად მომხვდა ყურში. რაიყო ახლა კვნესაზე გადახვედი? ხომ იცი რომ შენნაირი ახალგაზრდები არ მიზიდავს არა.

- მეგონა მოგწონდი. სამწუხაროა,-დანანებით გავაქნიე თავი და სასტუმრო ოთახში წავედი. სადაც მისი კიმი იჯდა თავის ტყუპებთან ერთად. მგონი ქარგავენ. მეც მიყვარს ქარგვა. წიგნების თაროსთან მივედი მისის კიმს დიდი ბიბლიოთეკა აქვს.

ვიღებ ერთ-ერთ წიგნს ოთახის კუთხეში ვჯდები და კითხვას ვიწყებ, მაგრამ ვიღაც წიგნს მართმევს.

-ეს წიგნი ჩემია,- მშრალად ამბობს თეჰიონი.

-სერიოზულად? კითხვა თუ იცი მაგაშიც ეჭვი მეპარება.-ვამჩნევ მისის კიმის გამჭოლ მზერას, რომელიც ერთი წამითაც კიარ მცილდება.

-ჯონგუკ შენს ოთახში ადი!-მკაცრად მეუბნება ქალი, თითქმის მიბრძანებს.

სიტყვის უთქმელად ავედი ჩემს ოთახში. სასაცილოა, ხომ არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები მთელი დღის განმავლობაში ტვინს უჭყლეტავენ იმით რომ წიგნი იკითხონ. მე თქმაც არ მინდა ისე ვკითხულობ და წიგნსაც არ მაძლევენ. მგონი პარალელურ სამყაროში მოვხვდი.

არის საგნები რომელთა მეცადინეობის დროსაც ვიღლები:
გრამატიკა, უცხო ენა, ისტორია.
მაგრამ მათემატიკის მეცადინეობისას რაღაც შვებას ვგრძნობ. მათემატიკას ყოველთვის ბოლოს ვმეცადინეობ და უმცროს კიმსაც ვამეცადინებ. სამწუხაროდ ერთ კლასში ვართ. დილით გაღვიძება ცოტა არიყოს მიჭირს. მიყვარს ძილი. რატომ არ შეიძლება ცოტა გვიან დაიწყოს სწავლა?
ვერ ვიტან ჩემსკლასელებს ერთი დიდი ბრბოა.

-ჩანმი დღეს შენი ძმა მოგაკითხავს?-ყური მოვკარი კლასელების საუბარს.

-კი შეიძლება.

-გთხოვ შემახვედრე.

-ხომ გაგაფრთხილე უკვე ამაზე?-უბღვერს პირველი.

-ბოდიში...

გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩემი ბიძაშვილი, ჩანმი, ჩემთან მოვიდა.

-მისმინე ჩემთან და თეჰიონთან ერთად წამოხვალ თუ ფეხით წახვალ?-მკითხა. ხალიან დავიღალე დღეს.

-თქვენთან ერთად წამოვალ.-ჩანმიმ თავი დამიქნია და კლასელებთან ერთად საკლასო ოთახიდან გავიდა.
როგორც კი ეზოში გავედი, მაშინვე გავიგონე თეჰიონის ბოხი ხმა.

-აქ ვინ გვყოლია, პატარა ჯონი,-ჩვეული გამომეტყველება არ შორდებოდა სახიდან.

-მოგენატრე?

-შენს სიზმრებში.

მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ დავიძარით.
-თეჰიონ რა მოსაწყენი ხარ. მუსიკები მაინც ჩართე,-აწუწუნდა უმცროსი კიმი.
თეჰიონმა ყურადღება არ მიაქცია
ჩანმიმ წუწუნი გაანახლა.-ღმერთო ბაბუა კიმიც კი შენზე მხიარულია.
ბოლოს, ალბათ, მობეზრდა წუწუნის მოსმენა და რადიო ჩართო. მგონი, ვერ შეამჩნია რომ მღეროდა.

ლამის ტირილი დავიწყე. ეს ისეთი როგორ ვთქვა? ღრმა და სულში ჩამწვდომი ნამღერი იყო.

-მგონი ჯონს მოეწონა.
მანქანის სარკიდან მიყურებდა ჩანმი. მერე თეჰიონმაც გამომხედა.
-იყო რა?-რამე ხომუნდა მეთქვა.

-ჯონ დღეს დამეხმარები მათემატიკის მეცადინეობაში?-ხმა დაიტკბო ბიძაშვილმა.

-დაგეხმარები.

-იქნებ მეც შემოგიერთდეთ?-სიტყვით გამოვიდა უფროსი კიმი
ღმერთო, გადამარჩინე...

____
ვფიქრობ დასაწყისისთვის კარგია.

ედითორი: KatherineMoor5 დეიდა კატო😏

Continue Reading

You'll Also Like

385K 15.6K 137
Fern is the younger sister of a famous author known for 'The Promise Under The Moon.' At just fourteen, she was the first to read her sister's debut...
34.2K 2.6K 21
ჯიმინს იუნგი უყვარს, ის კი ყურადღებასაც არ აქცევს. სტკენს. ატირებს. ეუხეშება. მაგრამ ჯიმინი მაინც არ წყვეტს მის სიყვარულს.
2K 188 20
იქნება 18+ სცენები ცრემლები სისხლი ოფლი Ძალადობა გაუპატიურება ტკივილი პერსონაᲟები სასტიკად დაიტანჯებიან ტკივილით ასე რომ Თუ Თავს ცუდად იგრძნობᲗ კიᲗ...
1.9K 277 11
واتە .... ئەو خۆشەویستیەی کە باست ئەکرد تەنیا ڕۆڵ گێڕان بوو ؟ من بە ئەستەم متمانە بە مرۆڤەکان ئەبەخشم وە تۆش.... تۆش پشتی ئێمەت لە زەویدا .! من قەر...