arpeggio (დასრულებული)

By nataliiiko

11.9K 1.5K 2K

"მუსიკა, ო, ეს კლასიკური მუსიკა.. დასაწყისი და დასასრული ყველა მისი ამბისა.." [დასრულებული] @ნატალიკო 2020.31... More

- 1 -
- 2 -
- 3 -
- 4 -
- 5 -
- 6 -
- 7 -
- 8 -
- 9 -
- 10 -
- 11 -
- 13 -
- 14 -
- 15 -
- 16 -
- 17 -

- 12 -

661 95 130
By nataliiiko

...

დაბნეულობა.

სწორედ ეს სიტყვა აღწერდა ჯონგუკის შინაგან მდგომარეობას იმ წამს. მთელი გონებით, ფიქრებით, აზრებით, დაბნეული იყო. მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად აჩქარებულ გულისცემას ვერაფერს უხერხებდა.

დიდი ხანია ბარგის ჩალაგება დაემთავრებინა თუმცა ოთახიდან გასვლას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა. ისევ გრძნობდა პროფესორის ცხელ ამონასუნთქს კისერზე და იმის გახსენებისას, თუ როგორ ეკვროდნენ ძლიერი ხელები მის წვრილ წელს, სასიამოვნოდ აჟრიალებდა.

საწოლზე წამომჯდარი მანქანის სიგნალის ხმაზე შეცბა. როგორც ჩანს თეჰიონს უაზროდ ლოდინი მობეზრდა და ბიჭს შეახსენა წასასვლელები რომ იყვნენ.

სასწრაფო წესით მოიკიდა ჩანთა ცალ მხარეს, მშვიდად გადაჭრა სამზარეულო და ყველაფერი შეამოწმა. წყალი, გაზი და ელექტროენერგია - გათიშა. ნამდვილად არ სურდა მისი სახლში არ ყოფნის პერიოდში კატასტროფა დატრიალებულიყო.

მიუხედავად იმისა რომ სეულში დიდი ხნის ჩამოსული არ იყო, მისი პატარა ბინა იყო ის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა.

მიხვდა რომ დიდად წასვლის იდეა არ ხიბლავდა, მაგრამ მაშინვე პროფესორი გაახსენდა და ეს აზრი უკუაგდო. იქ საინტერესო იქნებოდა. მარტოობით ტკბობას მოგვიანებითაც შეძლებდა.

სწრაფად ჩაკეტა გასასვლელი კარები. კიბეებზე დაეშვა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, თეჰიონის მანქანას მიუახლოვდა.

ფრთხილად გამოაღო უკანა კარი, ჩანთა დადო და ის იყო დაჯდომას აპირებდა, თეჰიონის ხმა მოესმა:

"წინ რატომ არ დაჯდები?"

თავადაც არ ჰქონდა პასუხი ჯონგუკს.

"ჩანთას დავდებ და მოვალ.."

ჩუმად ამოიბურტყუნა, გაღებული კარი მიკეტა და მძღოლის სავარძლის გვერდით დაიკავა ადგილი. ცალი ხელით ღვედი შეიკრა და მშვიდად მიაშტერდა მის წინ არსებულ ხედს, რომელიც არც ისე საინტერესოდ გამოიყურებოდა.

ცარიელი ქუჩა.

"ყველაფერი ჩაალაგე?"

მშვიდად გადახედა პროფესორმა მის გვერდით მჯდომს.

"დიახ."

თავის ქნევით დაეთანხმა ბიჭი.

"მაშინ წავედით.."

მანქანა დაქოქა და ნელა გაიკვლია გზა მიყუჩებულ ქუჩაზე.

***

თეჰიონს საკუთარ თავზე ეცინებოდა, იცოდა აბნევდა ბიჭს მისი გაუაზრებელი სიტყვებით და ქმედებებით, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებდა.

საკუთარ კოლეგას დასცინოდა მოსწავლემ მოგხიბლაო, თავად კი ჯონ ჯონგუკის მაცდუნებელ მახეში ისე გაება ვერც გაიაზრა.

ისედაც ირონიული მინ იუნგი ამაზე ნამდვილად ბევრს იხალისებდა.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია უმცროსს, თუმცა მისგან რამის თქმა რაში სჭირდებოდა, ისედაც იცოდა საკმარისზე მეტად იქნებოდა დაბნეული.

ფიქრებით გატენილი თავი ოდნავ შეარხია, თითქოს ეს რაიმეში დაეხმარებოდა, გზას გახედა და დასაპარკინგებლად ადგილი შეარჩია.

***

ჯონგუკმა მშვიდად მოავლო თვალი თეჰიონის აპარტამენტს, ტანსაცმლით სავსე ჩანთა იქვე კუთხეში დადო და ფეხშიშველი შევიდა მისაღებ ოთახში. ფეხებში მოჰყვა პარკებით დატვირთული თეჰიონი, ბიჭისთვის არც შეუხედავს სამზარეულოსკენ ისე აიღო გეზი და პროდუქტების პარკები დაალაგა.

ჯონგუკი მდუმარედ ათვალიერებდა სახლის თითოეულ დეტალს.

უფროსმა ფრთხილად მიანიშნა რომ შეეძლო დივანზე ჩამომჯდარიყო, თვითონ კი სავარძელში მიესვენა და ღრმად ამოიოხრა.

"გინდა შენთვის განკუთვნილ ოთახს გაჩვენებ?"

უეცრად წამოყო თავი.

ჯონგუკი მშვიდად დაეთანხმა. რაც უფრო სწრაფად მიიღებდა შხაპს, მით უფრო მალე ჩამოიცილებდა საავადმყოფოს საზიზღარ სუნს.

მორჩილად გაჰყვა მისი ოთახისკენ მიმავალ თეჰიონს და მალევე თავი უჩვეულოდ მყუდრო ოთახში ამოყო.

"ეს შენი ოთახი იქნება, ერთადერთია რომელსაც თავისი სააბაზანო აქვს, ამიტომ ვიფიქრე უფრო მოსახერხებელი შენთვის აქ ყოფნა იქნებოდა."

ახსნა პროფესორმა.

ჯონგუკი მდუმარედ უსმენდა. საერთო ჯამში ძალიანაც კმაყოფილი იყო, მყუდრო და თბილ ოთახში ძილს არც არაფერი სჯობდა.

"შენი ნივთები შემოიტანე, შეგიძლია დააწყო. სააბაზანოში ახალი კბილის ჯაგრისი და პასტა დავტოვე, ორი თეთრი პირსახოციც დევს და სხვა ჰიგიენის ნივთებიც, თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია დასახმარებლად მომმართო. როგორც იქნა ნანატრი შვებულება მაქვს და ვისვენებ, ამიტომ სახლში სრულიად შენს განკარგულებაში ვარ.."

დრამატულად, მცირე ღიმილით ამოიოხრა თეჰიონმა.

ჯონგუკს ჩაეღიმა.

"მე მართლა არ ვიცი ამ ყველაფრისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ, მართლა ბევრს ნიშნავს და.."

მოულოდნელად გაუსწორა თვალი უმცროსმა პროფესორს.

"არაფერია ჯონგუკ, მართლა არაფერია, უბრალოდ ჩვენ დროის კარგად გატარება შეგვიძლია ერთად, შენს ხელსაც მალე გამოვაჯანმრთელებთ და კონსერვატორიაში ჩარიცხვასაც შეძლებ. სამადლობელი მართლა არაფერია."

ოდნავ სევდა შეპარული ხმით წარმოთქვა თეჰიონმა თუმცა ჯონგუკს გაეღიმა. თავი ჩახარა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა.

"ახლა გავალ, მოვწესრიგდები, შენც შხაპი მიიღე, დაისვენე, მერე ცხელი შოკოლადი დავლიოთ და რამეს ვუყუროთ, რას იტყვი?"

მხარზე ხელი შემოარტყა ახალი აზრით აღფრთოვანებულმა უფროსმა, ფიქრებში გართულ ჯონგუკს.

"რა? ა, დიახ, რა თქმა უნდა. მე მოვწესრიგდები და მოვალ."

დაბნეულმა ამოილაპარაკა ჯონგუკმა.

თეჰიონმა მშვიდად დაუკრა თავი და ოთახი დატოვა.

"და პრიზი - ნამდვილი ცოცხალი დაბნეულობისთვის და იდიოტიზმისთვის - გადაეცემა ჯონ დებილ ჯონგუკს!"

ღრენით შემოუძახა საკუთარ თავს და ბარგის მოსატანად გავიდა მისაღებში.

....

სააბაზანოს კარში შეჩერებული იდგა ჯონგუკი. აზრზე ვერ მოდიოდა რა უნდა ყოფილიყო მისი შემდგომი ქმედება. ხელშეხვეული, ხალათით და ჰიგიენის ნივთებით უკვე ათი წუთი იყო რაც გაშეშებული აშტერდებოდა სააშხაპეს.

ცალი ხელით შეუძლებლად ეჩვენებოდა დაბანა, მოწესრიგება. დახმარებას ვერავის სთხოვდა.

სახლში მასა და თეჰიონის გარდა მაინც არავინ იყო, პროფესორზე საუბარი კი ზედმეტი იყო. ერთადერთ მეგობარ ჯიმინს, ვერ დაურეკავდა და ვერ სთხოვდა აბაზანის მიღებაში დახმარებოდა.

სირცხვილისგან სულ აწითლებულიყო, ხელის ტკივილები ჯერ კვლავ აწუხებდა, ამიტომ ძალას ვერ დაატანდა. ყველაზე ნაკლებად სურდა ახლა კიდევ ერთ შარში გახვევა.

საბოლოო ჯამში, აწითლებული ლოყებით, გადამწვარი გონებით და გაშეშებული სახით აწ უკვე მისი ოთახიდან მისაღებში გავიდა. როგორც ჩანს თეჰიონს მისი ყოყმანის პერიოდში შხაპის მიღება მოესწრო. მაგიდაზე ფეხებ შემოლაგებული იჯდა დივანზე და სასუსნავს შეექცეოდა. თმა ბოლომდე გამშრალი არ ჰქონდა.

ჯონგუკი ფრთხილად მიუახლოვდა იმ ადგილს სადაც უფროსი იჯდა. მისი დანახვისას თეჰიონს სახეზე გაურკვევლობა დაეტყო.

"ჯონგუკ? შხაპი არ მიიღე? შენი ლოყები ასეთი წითელი რატომ არის? სიცხე ხომ არ გაქვს??"

დაფეთებული წამოიჭრა ფეხზე პროფესორი და ერთიანად უამრავი კითხვა მიაყარა ბიჭს.

"მე, იცით...ვიფიქრე რომ.."

შეყოვნდა და თავი მოიქავა ჯონგუკმა.

"მითხარი ჯონგუკ ჩემი ნუ გერიდება.."

ხმა დაუმშვიდდა პროფესორს. ჯონგუკმა სხვა მხარეს გაიხედა და დაბნეულმა ჩაილაპარაკა:

"მარჯვენა ხელი მაქვს და-დაშავებული.. მხოლოდ ერთი ხელით კი შხაპის მიღებას ვერ შევძლებ..იქნებ თქვენ დამეხმაროთ? ჰო.. დახმარება მინდოდა, დახმარების სათხოვნელად მოვედი."

ერთ ადგილზე აწრიალდა ბიჭი. თეჰიონმა ლამის თავში ხელი შემოირტყა. ეს როგორ ვერ გავთვალეო.

"კაარგი, დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია, მე-მე ვცდი დახმარებას."

ლოყები აუწითლდა უფროსსაც. რატომ იყო ეს ასეთი რთული?

"იცით, ახლა ვფიქრობ და ეს არც ისეთი კარგი აზრი იყო, მადლობა, როგორღაც ჩემით მოვაგვარებ."

სწრაფად მიაყარა ჯონგუკმა და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.

თეჰიონი დაბნეულად აედევნა შერცხვენილ უმცროსს და მის ოთახში შევიდა.

ბიჭმა ფრთხილად შეაღო სააბაზანოს კარი და შიგნით შეფრუტუნდა. თან ტუჩებით რაღაცებს ბურტყუნებდა.

"მხოლოდ თავი..კარგი?"

ნაზად მიუგო იქვე კარზე მიყუდებულმა თეჰიონმა.

"კარგი მხოლოდ თავი."

მშვიდად დაეთანხმა ჯონგუკი. პროფესორისგან ზურგით შეტრიალდა და ხალათი გაიძრო. მის ქვეშ მხოლოდ შავი შორტის ამარა დარჩენილიყო.

ჯონგუკი ზურგით იდგა, თორემ ნამდვილად შეამჩნევდა თეჰიონის გახშირებულ სუნთქვას და მიშტერებას მის ფითქინა, თეთრ კანზე. უფროსმა საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა და თავი გადააქნია სულელური ფიქრების გასაფანტად. ლამის ხმამაღლა შემოსძახა საკუთარ თავს რომ ხელი არ გაეწვდინა მისი სხეულისკენ.

ფრთხილად აუარა აკანკალებულ ბიჭს გვერდი, ცხელი წყალი მოუშვა და გათბობას დაელოდა. თაროდან გადმოიღო საჭირო ნივთები და ჯონგუკსაც ანიშნა მასთან ახლოს მისულიყო.

უმცროსს ცალი ხელი ჯერ კიდევ სხეულზე ჰქონდა აფარებული, თითქოს ამით რაიმე დაიმალებოდა. მისი მოშიშვლებული ლავიწები მიმზიდველად მოუჩანდნენ.

ჯონგუკს დიდად არ ხიბლავდა თეჰიონთან, შიშველი სხეულით ასე ახლოს ყოფნა მაგრამ გამოსავალი არ იყო.

"ნუ გეშინია კარგი? ორივე მამაკაცები ვართ, ასეთი რამე პრობლემა არ არის."

მშვიდად მიუგო თეჰიონმა და შამპუნის ბოთლი გახსნა.

- პრობლემაც ეგ არის რომ ორივე მამაკაცები ვართ. - გულში კბილების ჭრიალით გაიფიქრა უმცროსმა თუმცა, რა თქმა უნდა ეს ხმამაღლა არ გაუჟღერებია.

მალევე დაიხარა და წყლის წვეთებიც იგრძნო თავზე. თეჰიონი ძალიან ნელა და ნაზად ეხებოდა მის ქაფიან თმას, გრძელ თითებს მოხერხებულად დააცურებდა ღერებს შორის და თან მშვიდად სუნთქავდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ წყალი გამორთო და ანერვიულებულ ჯონგუკს პირსახოცი მიაწოდა. ბიჭმა შეციებულ ტანზე ხალათი შემოიცვა თუმცა ცალი ხელით, მოუხერხებლად ვერაფრით შეძლო თმის ოდნავ მაინც შეშრობა.

თეჰიონი დაიძაბა.

"მოდი მე-მე დაგეხმარები."

წინ გადაუაუდგა ანერვიულებულ უმცროსს და პირსახოცით ნაზად, ფრთხილად შეუშრო თმის ბოლოები.

თეჰიონი ამდენად ახლოს არასდროს ყოფილა ბიჭის სხეულთან. უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა მთელს ტანში. გაურკვეველი იყო რატომ სურდა ბიჭის გამხდარი სხეული მკლავებში მოექცია და მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა. გონს მალევე მოეგო და თავი გადააქნია.

შემშრალებას მორჩა.

"მე, მადლობა და..ბოდიში რომ ასე შეგაწუხეთ.."

თეჰიონის გარდა ყველა წერტილს უყურებდა უმცროსი.

"არაფერია მართლა..არ გინდა საშრობით შეგიშრო? ზამთარია და რომ არ გაცივდე."

მზრუნველად გაუღიმა უფროსმა.

"მე მოვწესრიგდები და გამოვალ."

ოდნავ გაიღიმა შავთმიანმა და პროფესორისგანაც თავის ქნევა მიიღო.

***

უკვე საღამო ხანი იდგა. მას შემდეგ რაც ჯონგუკიც და თეჰიონიც, თეჰიონის სახლში დაბრუნდნენ გადაუღებლად წვიმდა. მგონი გაჩერებას კიდევ დიდხანს არ აპირებდა, მანქანების ხმაც თითქოს სადღაც შორიდან ისმოდა. თეჰიონს ფარდები ჩამოეფარებინა. გათბობა ჩაერთო და რამდნიმე სურნელოვანი სანთელიც აენთო. უეცრად ირგვლივ სასიამოვნო გარემო შეიქმნა. ძალიან მოუნდა წვიმის ხმაზე დაკვრა. დივნიდან ფეხზე წამოდგა. ხისფერ ფორტეპიანოს მიუჯდა. მშვიდად გააჟღერა ერთეული აკორდები. თავს ფრთხილად აქნევდა და ხვდებოდა რომ ეს ამშვიდებდა.

მისაღებში კიდევ ერთი ადამიანის არსებობა იგრძნო. ჯონგუკი ღიმილიანი სახით, ფრთხილად ჩამოჯდა დივანზე და თავი საზურგეს მიაყრდნო, თვალები დახუჭა და თავს მოთენთვის საშუალება მისცა.

გეგმა, ცხელ შოკოლადთან და ფილმთან დაკავშირებით ჯერ ისევ ახსოვდა უფროსს. ნაწარმოების დასრულებისთანავე ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

უკან ორი ჭიქა ცხელი შოკოლადით დაბრუნდა. ერთი მათგანი ჯონგუკს გაუწოდა.

"მადლობა.." ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ერთი ყლუპი მოსვა. სასმელი სასიამოვნოდ ჩაეღვარა სხეულში.

"გინდა ვილაპარაკოთ?" შესთავაზა ჯონგუკს მის ცქერაში გართულმა პროფესორმა. "ჩვენ ახლა უკვე მეგობრები არ ვართ?"

ბიჭმაც ფრთხილად დაუქნია თავი. გულში კი მწარე ჩხვლეტა იგრძნო.

მეგობრები?

"კაარგი, რაიმე არ გაინტერესებს?"

უცებ მიაშტერდა ჯონგუკს, უმცროსი შეცბა. სასმელი დაბალ მაგიდაზე დადო და ხელები მუხლებზე შემოიხვია.

"მე სულ მაინტერესებდა ხოლმე, რატომ მოგინდათ რომ მე თქვენი მოსწავლე ვყოფილიყავი, რატომ ამიყვანეთ და ჩემზე რატომ ზრუნავთ..არა ცუდს არაფერს ვამბობ, პირიქით მადლობელი ვარ, მაგრამ ყველა თქვენნაირი არაა, ხომ გესმით?"

თითქოს ამ კითხვას ელოდაო, ისეთი სახე მიიღო პროფესორმა.

"ჩემნაირი როგორი?"

ჩაეძია უფროსი.

"არ ვიცი, შეიძლება კეთილი?"

წამში ისევ დაიბნა ბიჭი.

"სიმართლე რომ გითხრა, თავიდანვე შენში ჩემი თავი დავინახე, დაბნეული, გამოუცდელი, ახალბედა..ისეთი როგორიც ერთ დროს მე ვიყავი, მერე უცებ ძალიან მომინდა დაგხმარებოდი, ხომ გესმის არა? მე არავინ მყავდა ისეთი ვინც გვერდში დამიდგებოდა, მინდოდა შენ არ გეგრძნო ის რომ სრულიად მარტო იყავი, რომ მთელი მსოფლიო შენს წინააღმდეგ იყო..ასე და ამგვარად ახლა ჩემს სახლში ხარ."

ჩაიცინა უფროსმა.

მისმა სიცილმა ჯონგუკსაც ღიმილი მოჰგვარა.

"მე, მიხარია რომ გაგიცანით.."

ჩუმად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და მზერა საკუთარ ფუმფულა ჩუსტებზე გაუშტერდა.

თეჰიონს უცნაურმა გრძნობამ დაუარა მთელს სხეულში, ღიმილით ღრმად ჩაისუნთქა და ფართედ გაიღიმა.

"მეც მიხარია რომ აქ ხარ ჯონგუკ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ.."

[1553]

___

Continue Reading

You'll Also Like

17K 1.7K 7
ᴠᴋᴏᴏᴋ ᴍɢʟ sᴛᴏʀʏ ©190619 @_ᴠɴᴀʙɪ🦋 ©190701
18.6K 1.3K 27
"- ალბათ შენ არ იცი... - რა ? - ის... ის... - ჯიმინ რა ხდება ?! - მე მისი ძმა ვარ." აბა აბა^^ მეგობრებო ახალი ფიკი შემოგაჩეჩეთ, იმედია მოგეწონებათ.
2.2K 218 15
თეჰიონი არის მოსწავლე რომელიც სკოლის მასწავლებელს ჯეონ ჯონქუქს მოეწონება ვნახოთ რა მოხდება შემდეგში...❤️
42.3K 638 67
Adorable pictures of Amalia and Yugo from Wakfu which is on Netflix.