1

30 5 0
                                        

ნუთუ არ შეგეძლო ჩემთვის ერთ პატარა წერილზე გეპასუხა? მთელი კვირეები ვიცდიდი მაგრამ შენი წერილი არსად ჩანდა.
უკვე მეშინოდა,რადგან ვეჭვობდი რომ აღარ გიყვარდი.
ჩემთან უფრო ცივი გახდი,არ მკითხულობდი,შენი ჩახუტება კი არ იყო ისეთი თბილი როგორც პირველივე შეხვედრის დროს,თვალები კი არაფრის მომცემი.

   მახსოვს პირველად რომ შეგხვდი,წვიმიანი დღე იყო ოქტომბრის 1-2 რიცხვები, ავტობუსის გაჩერებასთან ვიდექი, ველოდებოდი როდის მოვიდოდა,მაგრამ შემთხვევით ვიღაც დამეჯახა,ეს ადამიანი კი შენ იყავი,ბოდიში მომიხადე და გვერდით დამიდექი.
მგზავრობის დროს ვგრძნობდი როგორ მიყურებდი,შემდეგ კი ხელი ჩამჭიდე და საუბარი დავიწყეთ,ისეთი ლამაზი იყავი თვალს ვერ გწყვეტდი,უკვე იმდენად ვიყავი გართული შენთან საუბარში ჩემს გაჩერებასაც გავცდი.
მაგრამ ეს ამად ღირდა,პირველად ვიყავი ასეთი მოლაპარაკე,სახლში მისვლისას ვაღიარე რომ შენ მიმართ გრძნობები გამიჩნდა.

WritterWhere stories live. Discover now