მეც მენატრება...

იცით ხანდახან როგორ მენატრება? ყოველი წამი ყოველი შეგრძნება რომელიც მას უკავშირდება...

ტკივილამდე....მენატრება

ხანდახან მონატრება იმაზე რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, შენს სულს ეხება და ნაკუწებად აქცევს, თან ამას ყოველი ამოსუნთქვით ხვდები, გრძნობ, განიცდი..

მის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭად გაფლანგული დროა.

ადრე დავცინოდი კიდეც შეყვარებულ წყვილებს...ერთმანეთს რომ შესციცინებდნენ, ხელაკიდებული რომ დადიოდნენ...იმაზე მეცინებოდა ერთმანეთს ყოველი შესაძლებლობის თანავე რომ საათობით ესაუბრებოდნენ ტელეფონით ან თუნდაც სკოლაში...იმაზეც კი მეცინებოდა ერთმანეთზე რომ ეჭვიანობდნენ...ერთიმეორეს თვალებით რომ აჩვენებდნენ რისხვას.

ერთმანეთის ტკივილი რომ გრძნობდნენ.

ახლა კი უბრალოდ მინდა ის დრო დაბრუნდეს როცა ჩემთან იყო...

მინდა დაბრუნდეს დრო, რომ გავუფრთხილდე...

დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს ისე შევიფარებდი როგორც ფრთა მოტეხილ ჩიტს...შევიფარებდი..და მოვუვლიდი, გავუფრთხილდებოდი კიდეც, ხშირად ჩავეხუტებოდი, ვეტყოდი მიყვარხარ თქო, მასთან უფრო მეტ დროს გავატერებდი, ჩერჩეტ გოგონებზეც კი ვიეჭვიანებდი.

ახლა კი მხოლოდ ერთი რამ შემიძლია..

მივიდე მის საფლავთან და ცივ საფლავის ქვას ჩავეხუტო, ცივ მიწას გადავუსვა ხელი თითქოს ისევ მის რბილ...კულულა თმას ვეფერები...და მის საფლავზე დატოვებულ ყვავილებზე ვიეჭვიანო... ვიეჭვიანო როცა ვიღაც ყვავილის მიტანას დამასწრებს..

უცნაურია მაგრამ ახლა მხოლოდ ეს შემიძლია.

თითქოს უძლური ვარ ყველას და ყველაფრის წინაშე.

იმ მომენტების წინაშეც რომლებიც ღრმადაა ჩემში დამარხული და სულის ტკივილს იწვევს.

ეს ტკივილი არ გაქრება მანამ სანამ ისევ არ ვიხილავ მის გაბრწყინებულ თვალებს..

საყვარელ ადამიანებს მოუფრთხილდით მანამ სანამ თქვენს გვერდით არიან და აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული და სითბო ბოლომდე...



||ბოლო სიტყვები||

"გახსოვდეს რომ ყოველთვის შენთან ყველაზე ახლოს ვიქნები სადაც არ უნდა ვიყოთ სამუდამოდ მეყვარები მე მჯერა რომ ერტხელ ისევშევხვდებით ერთმანეთს და ისევ გეტყვი რომ მიყვარხარ... უბრალოდ იყავი ბედნიერი ჩემთვის.."

                                                                                                                                    ||ლუკა||


||KUSSA||



You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 16, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარულიდან მონატრებამდე....(ჩანახატი)Where stories live. Discover now