თავი 12

Mulai dari awal
                                    

- შენ ნორმალური ხარ? შხაპი როგორ მიიღე ასეთ მდგომარეობაში?

- ღმერთო რა საყვარლობაა.

- საყვარლობა რა არის? - გაბრაზებულმა შეხედა ჰოსოკმა მინჰოს.

- ამ.. ჯიმინის და იუნგის მომენტი. - დაბნეულმა ამოილაპარაკა. ჯიმინს კი ეცინებოდა მათზე.

- ნუ ეგ ხო, კარგი. - დათანხმდა და გაეღიმა რომ წარმოიდგინა მზრუნველი იუნგი. - მაგის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა იუნგი როცა საჭიროა მართლა ძალიან მზრუნველია. და რომ წარმოვიდგენ როგორ გეძინათ ერთად ღმერთო რა კარგები ხართ. - მალევე დაავიწყდა, რომ ჯიმინს საყვედურობდა და გამხიარულდა. მისმა ასეთმა ცვლილებამ კი ყველა გაამხიარულა და სიცილი დაიწყეს.

- კარგი და შენ სად წახვედი ჯინის და ნამჯუნის წასვლის შემდეგ? - სიცილით დასრულების შემდეგ დაინტერესებულმა კითხა ჯიმინმა. თუმცა აშკარად შესამჩნევად დაეტყო დაბნეულობა ჰოსოკს.

- ხო ვთქვი, მეგობართან.

- ვინ მეგობარი? ან სად ცხოვრობს?

- თქვენ არ იცნობთ, ქალაქგარეთ ცხოვრობს. რამდენი კითხვებია?

- ვფიქრობ, რომ რაღაცას მალავ. - ეჭვით უთხრა და კარგად დააკვირდა.

- ჯიმინ გეყოფა, ნუ სულელობ. რა უნდა დავმალო?- გაღიზიანებულმა შეხედა მეგობარს და ლუდიდან კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მან კი მხრები აიჩეჩა და გაჩუმებული მინჰოს შეხედა.

- მინჰო შენ რას აკეთებდი გუშინ?

- მე? - თითქოს უცებ მოეგო გონს და მას შეხედა. - სახლში ვიყავი.

- ხო? არ იცოდი ცუდად, რომ ვიყავი?

- არა, არც შენ მოგიწერია და არც თეჰიონს, საიდან უნდა მცოდნოდა.

- და აბა დღეს როგორ გაიგე, რომ მოხვედი?

- უბრალოდ სანახავად მოვდიოდი და მერე ჰოსოკმა მითხრა კარებთან, რომ ცუდად იყავი.- ჯიმინმა პირი გააღო, რომ კიდევ ეთქვა რაღაც თუმცა ჰოსოკმა გააჩერა.

- ჯიმინ გეყოფა ამდენი კითხვების დასმა.

- კარგი რა ჰიონ. - თვალები გადაატრიალა და ფეხზე წამოდგა, როცა კარზე ზარის ხმა გაიგო. - მე გავაღებ.- თქვა ღიმილით. ბიჭები ოთახში დატოვა და კარების გასაღებად წავიდა. კარები როგორც კი გააღო ღიმილი წამებში გაუქრა და იუნგის შეხედა, შემდეგ კი მის გვერდზე მდგომ გოგოს.

- გამარჯობა. - თქვა ჯიმინმა თუმცა ორივემ დააიგნორა ის და სახლში შევიდნენ. ჯიმინიც უკან გაყვა მათ.
ოთახში შესვლისთანავე მინჰოს და ჰოსოკის მზერა შეამჩნია წყვილზე, ამოიოხრა და ისევ თავის ადგილას დაჯდა.

- გამარჯობა იუნგი. - ჰოსოკმა მას შეხედა გაბრაზებულმა, თუმცა მაინც შეინარჩუნა მისი ხასიათი და გოგო თავიდან ბოლომდე აათვალიერა, რომელსაც საშინლად მოკლე კაბა ეცვა და ღრმა დეკოლდე ჰქონდა. ბოროტულად გაიღიმა და მზერა ისევ იუნგიზე გადაიტანა. - არ მეგონა იაფფასიანი ბოზები თუ გიზიდავდა.

- ჰოსოკ. - თვალები დაუბრილა ბიჭმა და იქვე ჩამოჯდა.

- უკაცრავად? - ოთახში გოგოს წიკვინა ხმა გაისმა.

- რა იყო ძვირფასო? ტყუილია? - ირონიია არ დააკლო ჰოსოკმა.

- რას მიბედავ? იუნგი რამე უთხარი! - ფეხები დააკაკუნა გაბრაზებულმა და ტუჩები წინ გამოწია და გაიბუტა. მას ეგონა, რომ ასე ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა.

- რა ვუთხრა? მშვენივრად იცი, რომ მართალია. - იუნგის სიტყვების შემდეგ ყველამ სიცილი შეიკავა როცა გოგოს სახე დაინახეს.

- როგორ ბედავ?! მე მოვდივარ აქედან! - მისი ჩანდა სწრაფად აიღო და კარისკენ წავიდა.

- ნახვამდის -გასძახა ჰოსოკმა რა წამსაც კარის მიაჯახუნეს ხმა გაისმა - ბოზო.

- ლუდი კიდეა? -იკითხა იუნგიმ და ფეხზე წამოდგა.

- კი და მე და მინჰოსთან წამოგვიღე რა. - იუნგიმ თვალები აატრიალა და სამზარეულოში შევიდა.

- ძაან მაგარი იყავი. - სიცილით უთხრა ჯიმინმა ჰოსოკს და მერე უცებ გაჩუმდა როცა იუნგი დაინახა.

- რაზე იცინით?

- არაფერზე. - მხრები აიჩეჩა ჯიმინმა და ჩაიხითხითა. იუნგის გაეღიმა და თავი გააქნია მის ბავშვურობაზე. ლუდის ბოთლების მიაწოდა ბიჭებს და საუბარი დაიწყეს. ამ საღამოზე ჯიმინისთვის რომ გეკითხათ როგორი იყოო, დარწმუნებით გეტყვით, რომ ძალიან სასიამოვნო იყო.

Hope -Yoonmin (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang