"...when his smile gave me strange feeling in my body"

61 2 0
                                    

თითქოს უბრალო დღე, საღამოა, ცივა და უბრალოდ ჩემს მეგობრებთან ერთად მხვდება სრულიად ახალი სახე, სანამ ახლოს მივიდოდი რომ გამარჯობა მეთქვა, თვალი თვალში გავუყარეთ და როცა მის წინ დავჯექი ყველასთვის განკუთვნილი გამარჯობა ვთქვი და მისგანაც მივიღე გამარჯობა.

მე უბრალოდ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ იგი ყველაფერს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე მთავარი , შემცვლიდა მე.

ყველაფერი დაიწყო 24 საათიანი ჩხუბით, თითოეული სიტყვა მაღიზიანებდა, მძულდა როცა გარშემო იყო, იმიტომ რომ გამაღიზიანებელი ქცევები ქონდა, ვფიქრობდი რომ თავში ავარდნილი ბიჭი იყო რომელსაც ყოველ ნაბიჯში შევხვდებოდი.

მაგრამ სადღაც ორი თვის მერე დაიწყო კარგი ჩვევების გამოვლენა, ანუ შეიძლება იქამდეც ავლენდა უბრალოდ იმდენად მაღიზიანებდა რომ არ ვაქცევდი ყურადღებას . და მერე დავაკვირდი რომ ძალიან კეთილი იყო, მზრუნველი, და ლამაზი.

სხვა სიტყვას ვერასოდეს ვერ ვპოულობ მის ასაღწერად. იგი არის ლამაზი. უბრალოდ ლამაზი. როგორც გარეგნობით, ისევე შინაგანად. იგი არის უბრალოდ ლამაზი. ლამაზია როცა ვინმეს ეხმარება, ლამაზია როცა მეგობრულია, ლამაზია როცა ბავშვებს ეთამაშება, ლამაზია როცა თავაზიანია, ლამაზია როცა თმებში ხელს იცურებს, ლამაზია როცა იღიმის და ყველაზე ლამაზია როცა იგი არის უბრალოდ იგი, საკუთარი თავი ნებისმიერ სიტუაციაში. თუნდაც უხეში, თუნდაც სარკაზმული, თუნდაც ირნიული. იგი ლამაზია იმიტომ რომ არ მალავს საკუთარ თავს.

მისი სიძულვილი მაშინ შევწყვიტე როცა მივხვდი რომ იგი ცდილობდა თბილი ყოფილიყო. ავლენდა მზრუნველობას, ასხივებდა სითბოს, და როცა ვუყურებდი რომ იგი ჩემს მეგობრებს ეხუტებოდა, ასეთი გრძნობა მრჩებოდა თითქოს ადრე ვიცნობდი, ისეთივე ურთიერთობა გვქონდა როგორც მას ეხლა ჩემს მეგობრებთან, და მეგონა რომ მისი შეხება დავკარგე ერთ დღეს. და უბრალოდ სურვილი მქონდა რომ შემხებოდა, უბრალოდ შემხებოდა, თითქოს რომ არ შემხებოდა სუნთქვა შემეკვრებოდა.

და ერთ დღესაც ყველანაირი სიძულვილი გაქრა როცა მისმა ღიმილმა ჩემს სხეულში უცნაური გრძნობა გამოიწვია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 18, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

i wish i could stop the timeWhere stories live. Discover now