2020 წ. 27 თებერვალი:
ქალაქ ჩონჯუს ცენტრში მდგარ საერთო საცხოვრებელში მყოფი ოთახებიდან მხოლოდ ერთს გამოარჩევდით. რითი?... ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც კი ძალიან რთული და მტკინვეულია..
ოთახში იმდენი მტვერი იყო, რომ უპრობლემოდ მიამსგავსებდით მიტოვებულ ადგილს... მხოლოდ ერთი ფანჯარა იყო შიგნით, იმასაც ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული და მხოლოდ მზის ერთ სხივს შეეძლო ოთახში შემოღწევა... სწორედ ეს სხივი იყო სინათლის ერთადერთი წყარო.... შიგნით ერთი ძველისძველი კარადა იდგა, ერთი საწოლი, ერთიც დივანი და პატარა გაზეთის მაგიდა... ეს იყო ის ავეჯი რომელიც ამ ოთახს სწორედაც რომ პატარაზე მაგრამ მაინც ამშვენებდა.
სიჩუმეს მხოლოდ დივნის წინ, იატაკზე მჯდარი ნამჯუნი თავისი ხვნეშით არღვევდა... ის მეტად მაღალი და სექსუალური იყო... ქერა თმები ჰქონდა, მუქი ყავისფერი თვალები, საყვარელი ცხვირი და მეტად მიმზიდველი ტუჩები... აღიარეთ, ბევრისთვის სასურველი მამაკაცის გარეგნობა ჰქონდა...
ის უბრალოდ იატაკზე იჯდა და თავი დივანზე მიეყრდნო... მისი თვალები კედელს მისჩერებოდა და არ ახამხამებდა, უბრალოდ ერთ წერტილს აშტერდებოდა... ერთ ხელში სოჯუ ეჭირა, მეორეში კი...
- რას აკეთებ? - ჰკითხა ოთახში ახლად შემოსულმა ბიჭმა.. შემდეგ მიუახლოვდა და უკნიდან მთელი ძალით მოეხვია.
- მოხვედი? - ნამჯუნმა კითხვითვე უპასუხა, მისკენ შეტრიალდა, გაუღიმა, თავისკენ მოქაჩა და მუხლებზე დაისვა, - მომენატრე! - უთხრა და ტუჩებში მთელი მონატრებით აკოცა.
- ჯინ... სად იყავი აქამდე? - ჰკითხა წამიერი კოცნის შემდეგ - ასე ძლიერად რატომ მომანატრე თავი?
- მაპატიე... უბრალოდ არ მინდოდა ისევ ისე გაგეგრძელებინა ცხოვრება, როგორი ცხოვრებითაც ახლა ცხოვრობ... - ჯინმა მას პირდაპირ თვალებში შეჰხედა, შემდეგ შუბლი შუბლზე მიადო და ჩუმად ამოიხვნეშა, - მეც მომენატრე ჯუნ... ძალიან მომენატრე...
