9 თავი

Začít od začátku
                                    

- რაც გაიგე კიმ, ორსულად ვიყავი, მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გამო ნაყოფის შენარჩნება ვერ მოხერხდა. მე გარკვევით მესმოდა მისი გულის ცემა და ისიც გავიგე როგორ შეწყდა სამუდამოდ. მე ყველაფერი დავკარგე და მთელი ეს დრო გაუსაძლისი ტკივილით ვიცხოვრე. ახლა დროა ის შენც იგრძნო და მომავალში როცა ჩემთან მოახლოებას გადაწყვეტ გაიხსენო, ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს. მე ის აღარ ვარ. ჯისუ რომელსაც იცნობდი მკვდარია..... ახლა დამტოვე....... დასაკარგი დრო არ მაქვს – გულგრილად ამოთქვა გოგონამ თეჰიონმა კი სიტყვის უთქმელად დატოვა მისი კაბინეტი..... არც შეეძლო რამე ეთქვა, რადგან მომენტალურად მთელი ცხოვრება თავზე დაემხო.

- მე სწორად მოვიქეცი, სწორად მოვიქეცი. ახლა სამუდამოდ წავა ჩემი ცხოვრებიდან, ანგარიში გასწორებულია კიმ თეჰიონ, ახლა ბარიბარში ვართ. - ჩუმად ამოილაპარაკა ჯისუმ და მომეტებული ტკივილის ჩასახშობად გულზე ხელი მაგრად მიიჭირა. - ჩემო პატარავ, დედას იმის შანსიც არ მიეცი რომ შენი სურნელი შეეგრძნო, შენი საყვარელი სახე დაენახა.... შენ მიმატოვე და ჩემი სულიც წაიღე თან... რადგან მე უღირსად მოვიქეცი, არ ვიმსახურებდი ისეთ ანგელოზს როგორიც შენ ხარ. - ჩუმად ამოიჩურჩულა მტირალმა და მისი თვალბიდან ისევ ცრემლებმა იწყეს დენა

..................................

ახალი ამბით დამბლადაცემული თეჰიონი გაყინული მზერით გამოვიდა კომპანიიდან. მას არც კი შეუნიშნავს იქვე მდგარი ჰარა, რომელიც სავარაუდოდ ელოდებოდა. თვალწინ მხოლოდ მისი ცრემლიანი თვალები ედგა გონებაში ამ სიტყვებს იმეორებდა

- ჩემი შვილი, ჩემი შვილი, ჩემი და ჯისუს პატარა. რა გააკეთე კიმ თეჰიონ რა გააკეთე, რა ჯანდაბა გავაკეთე - ბიჭს ყურადღება არ მიუქცევია ჰარას ძახილისთვის მანქანაში ჩაჯდა და მთელი სიჩქარით დაიძრა ადგილიდან. ვერ წყვეტდა იმაზე ფიქრს და იმის წარმოდგენას რომ შეიძლებოდა მათ შვილი ჰყოლოდათ. პატარა ბიჭი რომელიც მამასავით ძლიერი იქნებოდა ან გოგონა დედასავით ლამაზი თვალებითა და ტუჩებით რომელსაც ყოველთვის დაიცავდა. დილით სამზარეულოში მოფუსფუსე ღიმილიან ჯისუზე ფიქრს ვერ წყვეტდა. ბედნიერებას თეჰიონისთვის სწორედ იმ ერთადერთი გოგონას სახელი ერქვა რომელმაც შეძლო და მასში გრძნობა გააღვიძა. რეალობა ზედმეტად მძიმე აღსაქმელი აღმოჩნდა მისთვის. რათქმაუნდა ელოდა რომ ჯისუ იღელვებდა. ბევრს იტირებდა მაგრამ ამას? ვერასდროს წარმოიდგენდა ასე თუ ატკენდა. ეს არასდროს ნდომებია. კიმი მალევე გასცდა ბუსანს და გეზი სეულისაკენ აიღო. ახლა დამშვიდება სჭირდებოდა და ზუსტად იცოდა რაც დაეხმარებოდა ამაში. 

MAFIA LOVE (დასრულებული)Kde žijí příběhy. Začni objevovat