[01] ნუ

961 61 25
                                        

ჰაერი სავსეა გაზაფხულის ხალისით,

მე კი, რატომღაც,

ვერ ვიშორებ სევდას ზამთრისას.

ავტ. გიორგი გომართელი



1875 წელი, მეიძის რესტავრაციიდან შვიდი წლისთავი, საიტამას პრეფექტურა.

გეენას სამარადისო ალისაგან დატოვებულ ნაიარევებს ჰგავდა მისი ახლანდელი მდგომარეობა. სისხლის მიმოქცევის ორგანოში გაჩენილი პატარა ბზარი წლების გალევასთან ერთად ისე იმატებდა მოცულობაში, რომ მის დაუძლურებულ სხეულს თანდათან იპყრობდა და სრულიად ფიტავდა. როდის გაიხრწნებოდა მისი გული და ჯურღმულში უკიდეგანო სიმძიმის ძალით ჩაეფლობოდა, თავადვე არ იცოდა, თუმცა გრძნობდა, რომ ადრე უბრალოდ დანთებული ნაპერწკალი არ ქრებოდა, პირიქით, იმატებდა და იმატებდა. ყოველთვის ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს სხეულში გაჩენილი ხანძრისაგან წამოსული კვამლი გროვად იკვრებოდა და სასულეში ისე ეკვეხებოდა, სუნთქვას უძნელებდა. მხოლოდ მაშინ შეეძლო ამ შემაძრწუნებელი სასჯელისაგან დროებით თავის დაღწევა, როდესაც სიზმრების სამყაროში დაეხეტებოდა ხოლმე, თუმცაღა ბოლომდე შვებას მაშინაც ვერ პოულობდა და ვერც ჩადენილი ცოდვებისაგან განიწმინდებოდა. დღისაგან განსხვავებით, ღამით განცდა იპყრობდა, რომ თითქოს ცეცხლის ტბაში იხრჩობოდა. იმდენად არ უნდოდა ფსკერზე დაშვება, რომ ხელ–ფეხს მთელი ძალით ამოძრავებდა და სწორედ, ამიტომაც ყოველთვის ოფლით გაჟღენთილი იღვიძებდა. სხვების მსგავსად, ისიც იყო კოშმარების მსხვერპლი, მაგრამ იმდენად იყო ამ ვითარებას შეგუებული, რომ გაღვიძებისას საგრძნობლად აჩქარებული პულსაციის დაწყნარებას, მხოლოდ სუნთქვის დარეგულირებით ცდილობდა.

nepenthe - hybrid child. [✓]Stories to obsess over. Discover now