2

30 4 2
                                    

Vote&Comment🥰

იზაბელი და ჰარი დიდ, დახვეწილი დიზაინის მქონე სახლს მიუახლოვდნენ, იმ სახლს რომელშიც 2 კვირის წინ ბედნიერ წუთებს ატარებდნენ ისე რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი.

კარზე დააკაკუნეს, წამებში კი კარები გაიღო და დაინახა მის წინ მდგომი, სრულიად გამოფიტული ნოა, რომელიც არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა ორივეს, ბოლოს კი მისაღებ ოთახში შევიდნენ სადაც დანარჩენ ხუთ მოზარდს მოეყარა თავი, გარდა ერთისა, ლუკასის.

ყველაზე მეტას ის პერიოდი ლუკას უმძიმდა, რადგან მან მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დაკარგა, დაკარგა ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ენდობოდა, მაგრამ მას ის უფრო ტანიავდა, რომ ელისონმა მას არაფერი არ უთხრა, არ დაელაპარაკა მის პრობლემებზე, ამის მაგიერ კი მისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მათ დაგეგმილი ჰქონდათ რომ, როდესაც სკოლას დაამთავრებდნენ ერთად წავიდოდნენ კოლეჯში და ყოველთვის, ყველაფრისდა მიუხედავად ერთად იქნებოდნენ, მაგრამ ყველაფერი ერთმა საბედისწერო მოვლენამ სრულიად შეცვალა.

საინტერესოა რომ ცხოვრება ნელ ნელა ყველაფერს ცვლის და შეიძლება ამ ცვლილებით ბედნიერები ან პირიქით, უბედურები ვიყოთ.

-როგორ ჩაიარა დაკითხვამ?-ჰკითხა ტაილერმა იზაბელს და ტელეფონი იქვე დადო.
-როგორც ყოველთვის, სრულიად ნაგავი და არაფრის მომცემი კითხვები-თვალები გადაატრიელა იზაბელმა და ჰარის გვერდით ჩამოჯდა.
-რა თქმა უნდა, თავს არ იწუხებენ რომ ისე გამოიძიონ ეს საქმე როგორც საჭიროა!-კბილები გამოსცრა  ჯოზეფინმა და ტაილერს მხარზე დაადო თავი.
-ან შეიძლება ჩვენ ვთვლით ასე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი გარეთაა, როდესაც ორი მკვლელობა მოხვდა-მისაღებში ნენსი შემოვიდა და პიცის ყუთები შეიტანა.
-მადლობა დაიკო-ბარბარამ თვალი ჩაუკრა თავის უმცროს დას და პიცის ყუთინგახსნა.
როდესაც ყველა დანაყრდა, იზაბელს მისი გეგმის განხორციელების
სურვილი აღარ ასვენებდა, ამიტომ საუბარი დაიწყო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 05, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Twisted Games (Harry Styles Fanfiction) Where stories live. Discover now