...

312 23 14
                                        

ვერ ვიგებდი ვერასდროს სიყვარული რა იყო,
არ მესმოდა გრძნობების არც უაზრო სიხარულის,
მაგრამ როცა ერთ დღეს ჩემმა გულმა გაგიცნო,
გავატანე წარსულს  მთელი სინანული.

ივნისში პირველად ჩაგხედე თვალებში,
მაშინ მივხვდი, რომ შეცვლიდი მთელ ჩემს ცხოვრებას,
გული თითქოს ბედნიერი გახდა წამებში,
და ფიქრებით აივსო ეს უაზრო გონება.

მახსოვს შენი შეხება,მახსოვს შენი ღიმილი,
მახსოვს ჩემი გულისცემა წამში რომ აჩქარდა,
მინდოდა რომ დამეწყო ამ გრძნობაზე ყვირილი,
გრძნობაზე რომელიც მე ზეცისკენ მქაჩავდა.

ჩემმა გულმა იცოდა რომ იყავი მომავალი,
ამას მაშინ მიხვდა რომ გამითბე ხელები,
მე ვიცოდი რომ ყველაფერი იყო წარმავალი,
და გავუშვი წარსული თან შავ-თეთრი ფერები.

მე შენს გვერდით დავინახე ფერადი სამყარო,
შეგიყვარე შენ და ვისწავლე სიყვარული,
მინდა ახლა მუდამ შენს გვერდით მატარო,
და არასდროს დავკარგო მე ეს სიხარული.

არ მბეზრდება იმის თქმა რომ ძალიან მიყვარხარ,
მინდა ამას ვყვიროდე სტროფებს წერდნენ პოეტები,
მინდა ყველამ იცოდეს რომ ჩემთან ხარ ჩემი ხარ,
მინდა დამამახსოვრდეს ბედნიერი მომენტები.

და რა არის სიყვარული ახლა გეტყვი თამამად,
სიყვარული შენ ხარ სიყვარული შენშია,
ჩვენ ერთად ვივლით მუდამ ამაყად,
და ჩვენი მომავალი მხოლოდ ჩვენს ხელშია! 0102019

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 19, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

An explanation of loveStories to obsess over. Discover now