წერილები

Start from the beginning
                                    

  მაგიდაზე დადებულ ყუთს ამჩნევს.
მაშინ ახსენდება, რომ აქ ჯონგუკი წერილებია, რომელიც მოხუცს არც წაუკითხავს.
  -მას უნდა წავუღო, რათა წაიკითხოს.

თეჰიონის ოთახში შედის და საჭირო ნივთებს მალევე იღებს.
უეცრად თვალში ჯონგუკის  ფოტო ხვდება.

-მაინც რამდენი ფოტო გაქვთ ბატონო თეჰიონ..
ახლა ვხვდები რატომ გიყვარდათ.

  ფოტოსაც იღებს და კარს იხურავს.
წერილების ყუთსაც იღებს და სახლს ტოვებს.
  ბოლოს და ბოლოს საჭიროა დასძლიოს შიში და  ნახოს რისი თქმა უნდოდა ჯონგუკს მისთვის.

საავადმყოფოს დერეფანში ნელი ნაბიკებით მიაბიჯებს და ცდილობს თავი ხელში აიყვანოს, რათა ნერვიულობა არ დაეტყოს.

პალატის კარებთან მჯდარ ჯიმინს ამჩნევს და, რომელიც ტირის.

  ყუთი ხელიდან უვარდება და მისკენ მიდის.
წერილები იატაკზე იფანტება.

-მითხარით, რომ თეჰიონს არაფერი მოსვლია? - ტირილის პირას მყოფი ეკითხება მამაკაცს.

-არ ვახსოვარ, არ ვიცი ვინ ხარო.

-ანუ, მას დაავიწყდა ყველა და ყველაფერი.?

-არა, მას ჯონგუკი ახსოვს და მის სახელს გაიძახის.

-მთავარია ის ახსოვს..

ცოტათი მშვიდდება..
იქვე მიმოყრილ წერილებს ყუთში ყრის და პალატაში შედის..

ისევ ისეთი მშვიდია.
მისი საწოლისკენ ნელ-ნელა მიიწევს.
მოხუცი თვალებს ახელს და ბიჭს თბილ ღიმილს სჩუქნის, როგორც სჩვევია.
ისევ ისეთი თბილი თვალებით უყურებს როგორც ადრე.

-ნამჯუნ შვილო- თითქოს მისმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
თეჰიონს ის ახსოვდა.
-გახსოვართ?
-შენ სულ მახსოვხარ შვილო.

მოხუცი მის ხელს თავისაში იჭერს და  ისევ ისე უღიმის.

-თავს როგორ გრძნობთ..?

-სუსტად, მაგრამ მე რისი თეჰიონი ვარ ეს არ გადავიტანო ბევრი რამე გამოვიარე ასე რომ ეს ვერ დამაჩოქებს.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now