კალაჰარი

Start from the beginning
                                    

მისი ერთადერთი მიზანი კი მოხუცის უკანასკნელი დღეების გაბედნიერებაა.

ნაცნობი კაფე, რომელიც ყოველთვის ღიაა.
მოხუცი, რომელიც ბართან დგას და კლიენტების შეკვეთებს მომღიმარი სახით იღებს.
ნამჯუნი უყურებს მას და ხვდება, რომ მან დიდი ტკივილი გამოიარა გულის გატეხვის ხარჯზე, მაგრამ ისევ ფეხზე დგას და ისევ იღიმის.
ეს ხომ კიმ თეჰიონია..

- მოგეხმარო მოხუცო?- ღიმილით უახლოვდება ბიჭი თეჰიონს, რომელიც ყავის მზადებაშია გართული.
და სიტყვა მოხუცზე კი თავს მაღლა წევს..

-ვის უწოდე მოხუცი?- ბრაზიანი ტონით ეუბნება თეჰიონი მის წინ მდგარ ახალგაზრდას, მაგრამ ღიმილი ეპარება სახეზე, რადგან არ შეუძლია მასზე გაბრაზდეს...

-კაი მაპატიეთ, ბატონო თეჰიონ- ბიჭი თავს ხრის თითქოს მართლაც ცუდი ჩაიდინა.

-მართლა პატარა ბავშვი ხარ შვილო  -თეჰიონი ბიჭს თმებს უჩეჩავს და თბილად უღიმის.-თუ ასე გინდა მომეხმარე.

ნამჯუნიც იქვე დადებულ წინსაფარს იკეთებს და შეკვეთების მისაღებად მაგიდებისკენ მიდის, სადაც აქა იქ დამსხდარა ხალხი.
სიცხის გამო გარეთ დღეს არც არავინ გამოსულა, მაგრამ თეჰიონის კაფეში თითქოს ამას ვერ იგრძნობდით.

თითქოს იქ სრული სიგრილე და სიცივე სუფევდა.
გეგონებოდათ საჰარიდან პირდაპირ თავი ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდიო.

რამდენიმე კლიენტის მომსახურების შემდეგ ნამჯუნი თეჰიონთან ბრუნდება უნდა ჰკითხოს, ჰყავს თუ არა ჯონგუკს ცოლი ან რატო დაშორდნენ ისინი.

მაგრამ ერიდება, რადგან მოხუცმა უთხრა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
სიმართლესაც და ისტორიის დასასრულსაც კი.
ამიტომ კითხვისგან თავს იკავებს და მოვლენების განვითარებას მოხუცისგან დაელოდება.

-ისტორიას როდის გააგრძელებთ?- ჭიქებს იქვე მაგიდაზე დებს და თეჰიონს უყურებს, რომელსაც რაღაც წერილი უჭირავს ხელში და თითქოს არც არაფერი ახსოვს, მაგრამ ნამჯუნის კითხვაზე თავს სწევს და წერილს მაშინვე ჯიბეში იდებს.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now