~1~

111 14 20
                                        

რეკავს მაღვიძარა რომლის ხმაც არ მსიამოვნებს,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

08:00pm

ერთი კვირის წინ დიდ სახლში ვცხოვრობდი,ტოკიოს ყველაზე ლამაზ ქუჩაზე,ახლა კი კორეის ყველაზე მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობ.გარშემო მხოლოდ ხეებს და დაუსახლებელ სახლებს ვხედავდი.

როგორც ხვდებით იაპონელი ვარ,კორეაში ოჯახური პრობლემების გამო გადმოვედით.მშობლები გაეყარნენ.მამა იაპონიაში დარჩა,მე და დედა კი კორეაში.იმისდამიუხედავად,რომ ვარ იაპონელი,საკმაოდ კარგად ვიცი კორეული და ინგლისური.

18 წლის ვარ,ძალიან მიყვარს სწავლა,კითხვა,სიმღერა.
რადგან დატვირთული გრაფიკი მაქვს,სერიოზული ურთიერთობა ჯერ კიდევ არ მქონია.
           

                              

🌸




დილით ადრე ვდგები და სკოლაში წასასვლელად ვემზდები.
ნეტა როგორია იქაურობა?მიმიღებენ თბილად?
ძალიან ვნერვიულობ.
ერთი სული მაქვს როდის გავიჩენ ახალ მეგობრებს.

ავტობუსში ავდივარ.ფანჯარასთან ვჯდები მაგრამ ეს წუთიერი სიამოვნება იყო,რადგან მომდევნო გაჩერებაზე ერთი მოხუცი ქალი ამოვიდა და ადგილი მას დავუთმე.
მეშინია სკოლას არ გავცდე,მაგრამ ვატყობ უკვე მივედი.
ჩამოვდივარ და ცოტა არ იყოს ძალიან ვნერვიულობ.

დარეკვამდე 30 წუთი დარჩა მაგრამ უეცრად მომინდა ცივი სასმლის დალევა.მაღაზიაში შევედი და გამაგრილებელი სასმელი ვიყიდე.მაღაზიიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვდივარ და სკოლისკენ ვიწყებ სიარულს,გზაში სასმელს ვხსნი.შემთხვევით ერთ ბიჭს დავეჯახე და სასმელი პიჯაკზე გადავასხი. 

გამომხედა,სახეზე აშკარა ბრაზი შევატყვე.ცალი წარბი აწია და ცივი გამომეტყველებით გამომხედა.

-სერიოზულად?დაბრმავდი?-მეკითხება.

-ძალით არ მინდოდა,ბოდიშს გიხდით.-ვეუბნები აკანკალებული ხმით.ჩემს წინ მდგომმაშუბლზე უხეშათ მომარტყა თითები.სახე დავმანჭე და ხელი შუბლზე მივიდე.

-უკაცრავად?ეს რა საქციელია?-მაღალს ვუყურებ,რომელსაც შოკოლადისფერი კანი და ლამაზი მოყვანილობის ტუჩები ჰქონდა.ტუჩზე რამდენჯერმე ენა გადაიტარა და ირონიულად გამიღიმა.სასაცილოს რას ხედავდა?მიუხედავად მშვენიერი და თვალისმომჭრელი გარეგნობისა,საშინელი ხასიათები ჰქონდა.
ნამდვილად არ დამიტოვა კარგი შთაბეჭდილება.
რადგან მისი საქციელი არ მომეწონა,მისგან ბოდიშს ველოდი.

-ბოდიში გაქვს მოსახდელი.

-მე?ბოდიში? პიჯაკი რომ დამისველე ამას ხვდები ხო?

-ბოდიში მოვიხადე მაგრამ თქვენც უნდა მოიხადოთ უხეში საქციელისთვის.-ირონიულად ჩაიცინა და შენობისკენ წავიდა.
მიუხედავად იმისა,რომ უცნობის საქციელი არ მომეწონა გულმა ცემა უცნურად დამიწყო.

რა დამემათა?

კლასში შევედი.
აშკარად ვგრძნობდი ცნობისმოყვარე თვალებს,ვეცადე ყურადღება მასწავლებელზე გადამეტანა,რომელიც გაღიმებული სახით შემომყურებდა და საუბრის დაწყებას მთხოვდა.
კლასს გავხედე.
-სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა,ჩემი სახელია ლინა.იმედი მაქვს ერთმანეთს კარგად გავუგებთ.-გავიღიმე და კლასს თავლი გადავავლე.ოთახში ჩემთვის არასასიამოვნო პირი შემოვიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად.როცა დამინახა გაიღიმა და ოთახის ბოლოს,კუთხეში მდგარ მაგიდას მიუჯდა.


ჩემი პირველი ფიკია და ვიცი კარგი არ გამოვიდა,მაგრამ შევეცადე მაინც:დდდ
შეცდომებს მივიღებ და გავითვალისწინებ.

მადლობა რომ წაიკითხეთ.ფიკი ჩემზე იყოს და კომენტარები თქვენზე :დდ ❤

THE WAY I LOVE YOU •Bağımlısı olacağınız hikayeler. Şimdi keşfedin