უდაბნოს ქარიშხალი

Start from the beginning
                                    

-გასაგებია, ჯობია გავაგრძელოთ და ალბათ იმასაც მეტყვით, რატომ მაგრამ?

-ხო მაქამდეც მივალთ გსმენია უდაბნოს ქარიშხალზე?
-ამმ... კი ქვიშის ქარი ხო?

-ხო მართალი ხარ. უდაბნოს ქარიშხალი ზოგჯერ საშიშია, მაგრამ შედეგით ყოველთვის გაოცებული დარჩები, რადგან ის ბევრ საიდუმლოს ხდის ფარდას უდაბნოში. ეს "პრინცის ოაზისიდან" გავაგრძელებ.

-----------------------------------------------------

დილით თეჰიონს კარავში არავინ ხვდება, როგორც ჩანს ჯონგუკი მანამდე გავიდა სანამ გაიღვიძებდა.
ერთით მოეწონა მასთან ასე ახლოს ყოფნა..
თითქოს ის იყო, რაც სჭირდებოდა..
ტანსაცმელს იცმევს და კარვიდან გადის...
თვალებით ჯონგუკის მოძებნას იწყებს, რომელსაც მაშინვე პოულობს აქლემებთან...
როგორც ჩანს რაღაც არ ადის კარგად და მაშინვე მისკენ მიდის...
ჯონგუკი ერთ-ერთ აქლემთან ჩამუხლულა და თავზე ნაზად ეფერება.

-არ არის კარგად. რატო არ გავითვალისწინე ეს ფაქტი. პირველად გამოვიყვანე უდაბნოში და ხედავ, რაც მოხდა.

პირველად ნახა ჯონგუკი ასეთი გამტყდარი..
თეჰიონი უყურებდა განსხვავებულ ჯონგუკს თითქოს ის სხვა იყო ახლა, რომელიც ამ ერთგული ცხოველის დაშავების გამო იტანჯებოდა.

თეჰიონი უბრალოდ გაჩუმდა მის გვერდით დაჯდა.
მანამ იმავე ადგილზე დაადო ხელი აქლემს, რომელზეც ჯონგუკს ედო თითქოს ცდილობდა ამით გამოეხატა ის,რასაც თვითონაც გრძნობდა.
მასაც სტკიოდა ჯონგუკის მსგავსად.

ჯონგუკიი თეჰიონის ხელს უკვე თავისაში იქცევს და სხეულს თავისკენ უბიძგებს.
გულში ძლიერად იკრავს თეჰიონს და თავს მის მხარზე დებს.

-ვერ ვიტან, როცა ვინმეს რამე ემართება. მეშინია. არ მინდა რამე მოუვიდეს.- თეჰიონიც ადებს ზურგზე ხელს ნუგეშის ნიშნად.
-ხო იცი ეს შენი ბრალი არაა.
უბრალოდ ვერ აიტანა.
-არ უნდა გამომეყვანა. უდაბნო ასეთი მარტივი არაა თეჰიონ. ის უფრო იდუმალი და საშიშია, გგონია, რომ შენი ახირებული ოცნება უდაბნოზე რეალობაა. მხოლოდ ოცნებაც არაა კარგი. უდაბნო საშიშია თეჰიონ, მაგრამ შენ ეს არ გესმის. კიდევ ვერ ვხვდები რატომ ჩამოხვედი აქ..
იცი მაინც მე რამდენის ატანა მიწევს?.
მაგრამ შენ სხვა ხარ  თითქოს უდაბნო შენშია ეს კი მართლაც პირველი შემთხვევაა ჩემთვის.
- ჯონგუკიი თავს იღებს თეჰიონის მხრიდან და ახლა უკვე მას თვალებში უყურებს.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now