🔞3 თავი🔞

1.3K 86 0
                                    

ქუქი ბედნიერი იყო, რადგან მისი წინა ცხოვრებიდან ნაკვალევიც კი არ დარჩა, დედასთანაც უკვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ აი ტესთან დაკავშირებით რა გითხრათ!?

არცთუისე დიდი ხანია ქუქმა გაიგო რომ ტე ლექსებს და სიმღერებს წერს, სწორედ ამით შოულობს იგი ფულს, მართალია ტე ქუქს არ აჩვენებს თავის ნამუშევრებს, მაგრამ ქუქი წარმოიდგენს ხოლმე, თუ როგორი გასაოცარია მისი სიმღერებიც და ლექსებიც. ერთ საღამოს ქუქი ჩუმად უყურებდა ტეს რომელიც თავისი ლამაზი თითებით ფანქრით რაღაცას წერდა, იგი ფიქრობდა რომ არა ადამიანს, არამედ ღმერთს უყურებდა. მისი გული ამის გამო სწრაფად იწყებს ცემას და ვერ ხვდება ზუსტად რომელ მომენტში შეეხო მის ტუჩებს, ფანქარი დიდი ხმით ეცემა ძირს და სადღაც დივანის ქვეშ გორდება. ტემ თვალები დიდზე გაახილა, მისმა ტუჩებმა კი კანკალი დაიწყეს. ქუქს ეშინია რამენაირად ატკინოს ამიტომ ხელებს მაღლა წევს და ტეს თმებში იწყებს თამაშს. გული მზად არის საგულედან გადმოსახტომად, რადგან იგი ტეს ხელებს გრძნობს თავის თავზე. მისი ტუჩები სხვის ტუჩებთან ერთად რიტმში იღება, ერთმანეთს ისე ეხებიან თითქოს პეპლის ფრთებს, ქუქი ასეთი გრძნობისგან აღფრთოვანებულია, იგი არასოდეს იყო ასეთი ბედნიერი...

რამოდენიმე კვირის შემდეგ, ქუქმა ოფიციალურად სთხოვა ურთიერთობის დაწყება, ტე თავიდან უარზე იყო, მაგრამ ბოლოს დასთანხმდა...

დრო ძალიან სწრაფად გადის, ქუქი კი ამჩნევს რომ ტე მალე იღლება და ძალიან ბევრ დროს სააბაზანოში ატარებს, ამის გამო მას შიშის გრძნობა ისევ ეუფლება, მაგრამ ტეს ენდობა.

ერთ საღამოს, ტე ქუქის მუხლებზე კომფორტულად იჯდა და სიამოვნებისგან ნებივრობდა, რადგან ქუქი მას თმებში ეთამაშებოდა. მას უყვარდა ტეს თმებში თამაში, რადგან ამ მომენტში ის კნუტს ჰგავდა, კნუტს რომელიც სიყვარულს ითხოვს, ტეჰიონი კი ამ დროს შიშს მალავდა...

🔞ბოლო სიმღერა🔞 (ქართული ვერსია) Kde žijí příběhy. Začni objevovat