იცი რაა??

51 6 1
                                        

2020 წელი, 5 ივნისი. საათის საღამოს 6-ის ნახევარს უჩვენებს. მდუმარებას, მხოლოდ დივანზე გაშხლართული წყვილის მშვიდი სუნთქვა არღვევს. უცებ ბიჭი თვალებს ახელს და მის მკერდზე მშვიდად მძინარე გოგონას ღიმილით შესცქერის. ფრთხილად დგება არ უნდა რომ გააღვიძოს, მაგრამ გოგონა სიცარიელეს გრძნობს და თვალებს ზანტად ახელს.

-რომელი საათია?_მთქნარებით ეკითხება გოგონა და თვალებს საყვარლად იფშვნეტს.

-6-ის ნახევარი, აშკარად ჩაგვეძინა_ღიმილით პასუხობს ბიჭი და გოგონას წელზე ხელს ხვევს. გოგონა ბიჭისკენ იხრება და სადაცაა მათი ტუჩები ერთმანეთს უნდა შეეხოს, რომ კარები იღება და ოთახში ხმაურიანად იჭრება ბიჭების არმია

-ძმაო, ხომ არ დაგვაგვიან...... ისა, ჰო ბოდიში გავალთ ჩვენ-წყვილს აშკარად ეხამუშა სანატრელი მომენტი რომ ჩაუშხამდათ, მაგრამ არაფერი შეიმჩნიეს.

-კას ისე დაკაკუნება შეიძლებოდა, მაინც რა იცი რა ხდება- ამ სიტყვებზე კასის თვალები სახიფათოდ აელვარდა.

-აბა ერთი გაბედე და ჩემს ბიძაშვილს ხელი დააკარე ნაკუწებად გაქცევ ნიკოლას-ბნელი ხმით ჩაილაპარაკა

-კარგი კას დამშვიდდი არაფერი მომხდარა-გოგონამ ვითარების განმუხტვა სცადა, რაც ასე თუ ისე გამოუვიდა კიდეც.

ბიჭები დივანზე დასხდნენ, ნიკოლასმა კი საშინელებათა ჟანრის ფილმის ჩართვა გადაწყვიტა, შემდეგ კი შეყვარებულთან ერთად ტელევიზორის წინ პუფში მოკალათდა. ნახევარი ფილმი არ იყო გასული რომ გოგონამ წელზე ხელის შემოხვევა იგრძნო, შეცბა, თუმცა მალე მიხვდა ვინც იქნებოდა და ბიჭის მკლავებში მყუდროდ მოკალათდა.

-მეი იცი რა?_ ყურში ჩასჩურჩულა ნიკოლასმა გოგონას, რამაც მისი გაღიმება გამოიწვია.

-არ ვიცი, მაგრამ თუ მეტყვი მეცოდინება.-ჩუმი კისკისით უპასუხა გოგონამ

-მიყვარხარ_კიდევ ჩასჩურჩულა ნიკოლასმა და გოგონას ყელზე კოცნა დაუწყო ის იყო გოგონაც უნდა მიბრუნებულიყო და ბიჭის ტუჩებს დაწაფებულიყო, რომ ჩახველების ხმა გაისმა

-ისა აქ ლაივ პორნოს საყურებლად არავინ მოვსულვართ- ჩაიჩურჩულა ლეიმ და ამჯერად დაპაუზებული ფილმის ყურება განაგრძო.

წყვილი, რომელსაც კიდევ ერთხელ შეაწყვეტინეს რომანტიკული მომენტი, ახლა უკვე მთლიანად ფილმზე ფოკუსირდა, თუმცა ერთმანეთისგან განშორება არც უფიქრიათ. (ეჰ რა დრო იყო)

-4 წელია ერთად ხართ რით ვერ გეყოთ ეს სიყვარულობანა_ ამჯერად კასი იყო მობეზრებული ხმით როგორც ყოველთვის

_4 წელია მარტო ხარ რით ვერ დაიღალე ამ მარტოობით-არ ჩამორჩა ნიკოლასიც

-გეყოთ, 5 წლის ბავშვებივით ნუ იქცევით.... ისა და ყავა გინდათ ვინმეს?-უცებ წამოიძახა გოგონამ.

-თუ შენ გააკეთებ მაშინ გვინდა-სიყვარულით აღსავსე თვალებით გახედა ნიკოლასმა გოგონას. გოგონამაც გაიღიმა და სამზარეულოში გაუჩინარდა.

story of my lifeStories to obsess over. Discover now