თავი 9

313 35 23
                                    

ბეა's POV

მე და ლექსი ვაკვირდებოდით როგორ ხტებოდნენ ნაილი და სესი ერთად.

საქმე ისაა რომ ცურვა არც მე და არც ლექსიმ არ ვიცით,მხოლოდ სესიმ იცის. დამატებული ლექსის საშინელი წყლის შიში აქვს,ასე ამბობს მგონია ჩამითრევს და სუნთქვას ვეღარ შევძლებო,ასე რომ არამგონია მე და ლექსიმ ცურვით რამე სიამოვნება მივიღოთ.

ნაილი ბედნიერად ხარხარებდა და სესის წყალს ასხავდა,მათ შემხედვარე გამეცინა,ლექსიც მათ უყურებდა.

სიმართლე რომ ვთქვა ნაილს და სესის თვალს მხოლოდ იმიტომ არ ვწყვეტდი რომ კაიუტიდან ახალ გამოსულ ზეინს არ მიეპყრო ჩემი ყურადღება.

მხოლოდ ორი წამით შევხედე და მის სხეულზე უამრავ  ტატუს დასანახად მეტი დრო არც დამჭირვებია.

ვაღიარებ,ჩემს ყურადღებას ზეინი პირველივე დღიდან იპყრობს,მაგრამ ამას გოგონების წინაშე არასდროს ვიტყვი.

-ნაილ,ნაილ! გამიშვი!- სესი ყვიროდა როდესაც ნაილმა ის წყლის ქვეშ ჩაათრია და ამოსვლის უფლებას არ აძლევდა.

-ჯანდაბა,გამიშვი! -თან ბოლო ხმაზე იცინოდა სესი,თან სხვა ვერაფერი რომ ვერ დააკლო, თმაზე ქაჩავდა.

-დახმარება ითხოვე, ითხოვე! -გაჰყვიროდა ნაილი და სესის ძირს ექაჩებოდა. თან ორივე ისე ხმამაღლა იცინოდნენ,მეეჭვებოდა წყალში სიცილით არ დამხრჩვალიყვნენ.

-ჰარიიი!მიშველე გთხოვ. ჰარ... -გაგრძელება ვეღარ მოასწრო რომ ნაილმა წვივზე ჩაავლო ხელი და ორივე წყალში ჩავიდნენ.

ყველა ვიცინოდით,ჰარი კი უბრალოდ ნელა იხდიდა მის სანაპიროს სტილის პერანგს,მალევე იქვე ძირს მიაგდო და თავით გადახტა წყალში.

რატომ არ ვიცი ცურვა? ახლა მეც მათთან ერთად გავერთობდი.მაგრამ თავს იმით მაინც ვიიმედებ რომ არც ლექსის შეუძლია წყალში ჩასვლა.

-თქვენ არ აპირებთ ცურვას? -იკითხა ლიამმა რომელიც თან მაისურს იხდიდა.

ფანფიქი. [one direction]Where stories live. Discover now