1

2K 73 6
                                        

"ჯიჰო, არ შემომიყვანო მანდ! "ჩემი უფროსი ძმა ნამჯუნი
ჩემი საძინებლოს კარზე აბრახუნებს, რაც უკვე
ყოველდღიური რუტინა გახდა. ჩემი გამოჩენილი
სახე თბილი საბნით დავიმალე და უკან სიზმრებში დავბრუნდი.
"ჯიჰო!" მემუქრება და მისი ხმა ჩემამდე კარის ბზარების გამოვლით მოდის და მეც ამოვიხვნეშე, თან ვგრძნობ როგორ უფრო და უფრო ვცილდები სიზმრების ქვეყანას
და ვერწყები ნელ-ნელა რეალური ცხოვრების აუტანელ სურათს. დილის ადამიანი ნაღდად არ ვარ.
"თავი დამანებე ჯუნ!" ჩავიბუტბუტე ძილიანად, ჩემი ხმა კი ისეთივე ბოხია როგორც ქეიდრამებში მთავარ გმირებს. მესმის თუ როგორ ამოიხვნეშა და უკან დაიხია.
"თუ ოც წუთში არ გაიღვიძებ ჯიჰო, კარს ჩამოგიმტვრევ! "
"შენს შარვალში დარჩი ბაბუა ვდგები!" ვუყვირი მას, საბანს გვერდზე ვწევ და ეგრევე მბურძგლავს სიცივის გამო, რომელიც ჩემ თბილ ტანს ეჯახება.
მესმის თუ როგორ ჩაიბუტბუტა ჯუნმა რაღაც რთული თინეიჯერების შესახებ კარის მიღმა და თვალები გადავატრიალე.
ის ოცი წლისაა, რაც მას სამი წლით ჩემზე უფროსს ხდის, მაგრამ ისე იქცევა თითქოს ჩვენ შორის უფრო დიდი განსხვავებაა.
თმა გავიშალე რომელიც აქამდე მაღლა მქონდა აწეული და აბაზანისკენ გავეშურე.
ჩემი თმა,ზურგს ჩამოუყვება და დაუცველ კანზე მიღუტუნებს. თავს იქით-აქეთ ვწევ, ერთ პოზაში წოლის გამო ორგანიზმში ჩამოყალიბებული დაძაბულობის მოსახსნელად. ხელი ჩემი კბილის ჯაგრისისკენ გავწიე,ავიღე და იგივე პლასტმასის ნაკეთობაზე კბილის პასტაც წავუსვი, სანამ საქმეს შევუდგებოდი. ჩემი თვალები პატარა სურათს მივაბი, რომელიც სარკის ზედა მარჯვენა კუთხეში მქონდა მიკრული. ამ სურათზე მე, მამა და ნამჯუნი ვართ გამოსახულნი, ეს სურათი რამოდენიმე წლის წინ, საზაფხულო ბარბიქიუს დროს გადავიღეთ. მარჯვენა ხელში ბურგერი მიჭირავს და მამაჩემის ხელი ჩემ მხრებზეა გადადებული.
ჩემი სახე, არაკომფორტულობის შინაარსის გადმოცემაა, სურათის გადაღების გამო.
ჩემი მშობლები განქორწინდნენ, როცა ხუთის ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში ამას ჩემზე არ უმოქმედია. მე და დედაჩემი ვერასოდეს ვუგებდით ერთმანეთს.
ის უფრო კაბების მხარდამჭერია, მე ჰუდის. მას მაკიაჟი მოწონს, მე უფრო ნატურალურობის მომხრე ვარ. ის სულ თმას იგრძელებდა, მე რაც შემეხება რელიგიურად თმა მაღლა მაქვს აწეული. დედაჩემს აგრეთვე ქუსლები მოწონს, მე კი 24/7 ქონვერსები მაცვია.

Unexpected || jjk [completed]Những tác phẩm khiến độc giả say mê. Hãy khám phá bây giờ