საუზმე

Start from the beginning
                                    

საუზმის შემდეგ აუზზე წავედით სადაც მთელი ჯგუფი შემხვდა.

- წიგნისჭია!!! - დაიძახა ჰარიმ. მე მივედი და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე. ლუნა ოლივიას და ბენს იცნობდა და ისიც იცოდა რომ ჩემი მამიდაშვილები იყვნენ.
- ბენ! ოლივია! - დაიძახა მან და ისინიც მოვიდნენ.
- წიგნისჭია, შენს მამიდაშვილებს loony საიდან იცნობს?
- მოკეტე ნოტ. რეივენქლოელები ფეხებზე რომ არ გეკიდოს გეცოდინემოდა. - დაიღრინა ბენმა. - ჩვენც ჰოგვორტსში დავდიოდით. ოლივია თქვენს კურსზე იყო და მე ოთხი წლით უმცროსი ვარ. - თეომ ოლივია შეათვალიერა.
- შენ მახსოვხარ. იმ დაწყევლილ დღეს გადამარჩინე. - თქვა თეომ. დაწყევლილ დღეში ომი იგულისხმა. ოლივიამ თავი დაუქნია. - მადლობის გადახდა მინდოდა მაგრამ გაიქეცი.
- ხო ჰერმის სჭირდებოდა დახმარება და... - თეომ თავი დაუქნია.
- ღმერთო ჰარი პოტერი და რონ უიზლი!!! - იკივლა ბრიტნიმ და ჩვენთან მოვიდა. - თქვენ თახვს იცნობთ?
- როგორ შეიძლება არ ვიცნობდეთ? - იკითხა რონმა.
- ჩვენ თხუთმეტი წელია საუკეთესო მეგობრები ვართ. - თქვა ჰარიმ. მე მათ შორის ჩავდექი და ორივეს კისრებზე გადავხვიე ხელი.
- კი მაგრამ ის ხომ მოსაწყენი და მოსაბეზრებელი წიგნისჭიაა! - იკივლა ბრიტნიმ.
- წიგნისჭია არის მაგრამ მოსაწყენი არა. ისეთი კაი სანახაობებით გაგვართო... - თქვა ჰარიმ.
- მაინც? - ვკითხე მე.
- აი მაგალითად დრაკოს ცხვირი რომ ჩაუმტვრიე. ოხ რა ვისიამოვნე მალფოის სახის ყურებით. - მოგონებაზე ყველამ გავიცინეთ ბრიტნის გარდა.
- დაიმსახურა. - ვთქვი მე.
- აბა რა. ისეთ სიტყვებს გეძახდა, მაშინ მარტო ცხვირი რომ იკმარე და ვაფშე შთამომავლობის გარეშე არ დატოვე მიკვირს. - თქვა ბლეიზმა.
- არც ეგ გამიჭირდემოდა ისე ვიყავი გამწარებული. - სიცილით ვუთხარი. - ოღონდ გამექცა და რა ვქნა.
- მოიცა დრაკოს მართლა იცნობ? - მკითხა ბრიტნიმ.
- კლასელები ვიყავით. რომ გითხრა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა-თქო, მოგატყუებ. ერთ ოთახში ორი წუთი ისე ვერ ვჩერდებოდით რომ არ გვეჩხუბა და ხანდახან დაწითლებული ლოყითაც ამთავრებდა. და ახლა მეგობრები ვართ. რანაირად? - ყველამ მხრები აიჩეჩა.
- ნუ ალბათ იმიტომ, რომ მაგრად შეუყვარდი მესამე კურსზე და მას მერე თითქმის მარტო პოტერს და უიზლის დასცინოდა. - თქვა თეომ.
- მესამეზე? ეგ მართლა ქრცვინი! მატყუარა! - დაიყვირა პენსიმ.
- მეც სხვა რაღაც მითხრა. - წამოიყვირეს ასტიმ და დაფნემ.
- გოგონებო, მაგაზე მერე ილაპარაკეთ. - თქვა რონმა. - ან ჩვენ წავალთ.
- რ... - უკვე აუზისკენ მირბოდნენ. - ბიჭები. - ვთქვით მე, ასტიმ, ჯინიმ, პენსიმ, ლუნამ და ოლივიამ. ბენიც წყალში ჩავიდა. მე კი თვალებით ბავშვებს ვეძებდი მერე კი ყველა ერთად ვიპოვე. წყალში თამაშობდნენ. გავიღიმე და შეზლონგზე წამოვწექი. შემდეგ წიგნი ავიღე.
- შეხედე, წიგნის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებს ჩვენი პატარა წიგნისჭია.
- დაიმონდ, თავი დამანებე. - ვთქვი მობეზრებით.
- თორემ რას მიზამ? შენი ქმარი მოვა? დაგენიძლავები არც არსებობს. - არა. ოღონდ ეს არა. - შენ ცოლად ვინ მოგიყვანდა? უბრალოდ ერთი მომაბეზრებალი წიგნისჭია ხარ რომელსაც სხეულის გამოჩენისაც კი რცხვენია, ამიტომ ჯერ კაბაც არ გაგიხდია. მბრძანებლობის მოყვარული. ჯერ ისევ მიკვირს რომ ბავშვებს შენი მოკვლა არ მონდომებიათ. - მორჩა. დაგერხა.
- და შენ თვითონ როგორი ხარ? - მოიცა რა? მეგონა ჰარი ან ჯინი მოვიდოდა მის შუაზე გასაგლეჯად, იმიტომ, რომ როდესაც ვინმე ჩემზე რამეს ამბობს იმათ ვკოჭავთ რომ არ მოკლან ხოლმე.
- დრაკო?! - ვთქვი გაკვირვებულმა. მან ყურადღება არ მომაქცია და სათქმელი გააგრძელა.
- შენ თვითონ როგორი ხარ? იმ ცოდმის ერთი მეათასედი არ გექნება რაც მას აქვს. დიახ წიგნისჭიაა მაგრამ ეს შეურაცხყოფა ნუ გგონია. ის იმაზე უფრო ჭკვიანია ვიდრე ნახევარი მსოფლიო. ის მბრძანებლობის მოყვარული კი არა სულით ლიდერია. მას ცოლად ვინ მოიყვანდა? მინდა გითხრა რომ მთელი სკოლის ბიჭები ოცნებობდნენ მასთან ყოფნაზე იმიტომ, რომ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მამაცი, ყველაზე გულკეთილი გოგო იყო. ბავშვებს მისი მოკვლა აქამდე რატომ არ მოუნდათ? მათ კითხეთ. სკორპიუს, ოლივერ ამოდი ორი წუთი. - ყველა მას უსმენდა, მე კი ლოყები მეწვოდა. ბავშვები ამოვიდნენ.
- დედაჩემი საუკეთესო დედაა მთელს მსოფლიოში. - დაიწყო სკორპმა.
- მასზე უკეთესს არავის ვიცნობთ. - განაგრძო ოლიმ.
- გაბედავ და კიდევ ერთხელ მიაყენებ შეურაცხყოფას. - ისევ სკორპი.
- და ინანებ რომ გაჩნდი. - დაასრულეს ერთად და დრამატულად შევიდნენ შენობაში.
- ასე რომ, მის შეურაცხყოფას გირჩევნია შენი თავის გამოსწორებას მიხედო. შურიანებს აქ არაფერი ესაქმებათ. - ყველამ ტაში დაუკრა, დაიმონდი კი გამწარებული შევარდა შენობაში.

დრაკოს ხელი ჩავავლე და სასტუმროში შევათრიე.

- მითხარი, რომ ათში ჩამოხვიდოდი და ამხელა ამბის ატეხა რა საჭირო იყო? - ჩურჩულით დავიყვირე.
- რამოდენიმე მიტინგი გაუქმდა და იმ წამსვე გამოვიქეცით და რას ნიშნავს ამხელა ამბის ატეხა საჭირო არ იყო? მან შეურაცხყოფა მოგაყენა! - მანაც ჩურჩულით მიპასუხა.
- კარგი. ხალხში თავი ისე დავიჭიროთ როგორც მესამე კურსზე ვიყავით. არ მინდა სურპრიზი ჩავაშხამო. ბიჭები იპოვე და ნომერში ადით. ქუინსაც მალე მოგიყვან. და ახლა ლანჩზე არ გამოჩნდე. მეტი დრამა აღარ მინდა. და რაღაც მინდა გთხოვო.
- მგონი ცოტა დიდი სურვილების სია გამომგივიდა გრეინჯერ.
- მოკეტე მალფოი. მინდოდა მეთქვა... რომ მიუხედავად იმისა რომ დაქორწინებულები ვართ და შვილები გვყავს, მაინც ახალგაზრდები ვართ და გართობა მაინც გვჭირდება. შეიძლება აღარ ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება ან მე არასოდეს მაგრამ მეგობრებთან ერთად გართობა აუცილებელია. გახსოვს, სანაპიროებზე რომ მივდიოდით ხოლმე, ცეცხლს ვანთებდით და ვიცინოდით, ვმღეროდით, ვსვამდით. ეს დრო ყველას ძალიან გვენატრება. არ აღიარებ მაგრამ ვიცი რომ ასეა. როგორც არ უნდა ეცადო, ჯერ მაინც ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ კაბინეტში გამოიკეტო და დასერიოზულდე. მითუმეტეს როდესაც დრაკო მალფოიზე ვლაპარაკობთ. - მან ღრმად ჩაისუნთქა. - მისმინე, ამ თორმეტი არანორმალურიდან ყველა რაღაცას აკეთებს იმისთვის რომ ეს საღამოები კარგი იყოს. შენ კი შეგიძლია რომ პლიაჟი მთელი ღამით დაათმობინო. გთხოვ.
- როდისთვის გვინდა? - ყურებამდე გავიღიმე.
- თორმეტში. საღამოს თერთმეტზე უკვე დაცლილი უნდა იყოს. დილის რვაზე ისევ გავხსნათ. თან ყველა აქ ვართ.
- კარგი. ბავშვებს ვის ვუტოვებთ?
- ჩემი მშობლები, შენი მშობლები. ვისაც ეცლება და ამ ონავრებს გაუძლებს. - მან გაიცინა. - წადი და შენი 'overdramatic troublemaker twins' იპოვე. მე ჯგუფს ვეტყვი რომ თორმეტში არაფერი დაგეგმონ. - მან თავი დამიქნია და წავიდა.

მე აუზზე დავბრუნდი. ათივეს ცალ-ცალკე ჩამოვუარე და ვუთხარი რომ გამომივიდა. მერე ქუინს ხელი მოვკიდე და ნომერში დავბრუნდი.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now