დილა იზაბელასთვის მაღვიძარის გამაყრუებელი ხმით დაიწყო, რის გამოც უნდოდა სიზმრების გაფანტვისთვის მისთვის რამე ჩაერტყა. მობილური საწოლის გვერდით მდგარი თეთრი ტუმბოდან აიღო და მაღვიძარა გამორთო, შემდეგ კი ზლოზინით წამოდგა რბილი საწოლიდან და ახალ დღისთვის მზადებას შეუდგა.
პირველი რაც გააკეთა, ის იყო, რომ აბაზანაში შევიდა და შხაპი სწრაფად გადაივლო, ამან ყველაფერთან ერთად გამოაფხზლა კიდეც. როდესაც ბანაობას მორჩა, ოთახიდან გამოვიდა და ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა. ჯინსის დახეული შარვალი და ღია ცისფერი ტოპი ჩაიცვა. თმები გაიშრო და დაივარცხნა. ღია მაკიაჟი წაისვა, შემდეგ კი თავისი ლუი ვიტონის ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. წრაფად ჩაირბინა მისაღები ოთახისკენ მიმავალი კიბე, შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა.
როგორც ყოველ დილით, ამ დღესაც დედამისი დახვდა, რომელიც რათქმაუნდა სალათს უმზადებდა. საუზმის შემდეგ სახლიდან გავიდა და თავის შავი რეინჯ როვერის ჯიპით გეზი სკოლისაკენ აიღო.
მანქანიდან გადასვლის შემდეგ, იქ მყოფთა უმრავლესობა მას უმზერდა, გოგოები შურით, ბიჭები იმის სურვილით, რომ ოდესმე მას მოხიბლავდნენ, ეს ხომ არც ისე ძნელი იყო, იზაბელას გართობა უყვარდა.
სკოლაში შესვლისთანავე, გეზი მისი დაქალებისკენ აიღო, რომლებიც ყალბი ღიმილით უღიმოდნენ მას.
-ბელა! –რებეკამ, ლილიმ და ჰანამ ერთდროულად დაიყვირეს და მას რიგ-რიგობით ჩაეხუტნენ, ისე თითქოს მასთან მხოლოდ პოპულარულობის გამო არ ატარებდნენ დროს.
„ყალბი მხიარულება და ყალბი ხალხი", ეს იყო რაც იზაბელამ იმ მომენტში გაიფიქრა, მაგრამ მაინც გაიღმა და მათთან დიალოგი გააბა.
-დღეს საღამოს მალიკის სახლში მაგარი წვეულება იქნება, ხომ წამოხვალ? -ჰანამ გაბრწყიენული თვალებით კითხა და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
YOU ARE READING
Nerd
Fanfictionიზაბელა პადალეკი, 17 წლის მე-11 კლასელი მოსწავლეა, მდიდარ ოჯახში ცხოვრობს, სკოლაში კი ყველაზე პოპულარული გოგონაა. შესახედათ საცრებაა, მბზინავი მუქი ყავისფერი თმა, ულამაზესი სახე და შესაშური ფორმები აქვს. გოგოების უმეტესობა მას შურით უყურებს, ზოგიც მ...
