Part 2

168 20 11
                                    

შინ ჯე ვო p.o.v

დილით 7 საათზე ავდექი (იმიტომ რომ ცერემონია 11 საათზე იწყებოდა) ჯენა უკვე წასული დამხვდა "ვა ჯენა და მალე ადგომა?" და ამიტომაც მეც მშვიდად დავიწყე მომზადება...შხაპი გადავივლე , თმა გავიშრე და როდესაც ფორმის ჩაცმაზე მიდგა საქმე:

-...სად არის ჩემი ფორმა?-წამოვიყვირე შეშფოთებულმა და ლამის მთელი სახლი გადავატრიალე (ეზოს გარდა), მაგრამ რაც არ არის, რას იპოვი?
"არადა ფორმის გარეშე სკოლის ეზოში შესვლაზეც ლაპარაკი ზედმეტია...ჯენა ჯობია არ გადამეყარო!"

სახლში და მანქანაში ფორმა რომ ვერ ვიპოვე,სასწრაფოდ ჯენას დავურეკე "აიღე!აიღეეეე..."
მესამე ზარზე უკვე მძინარე ხმით მიპასუხა

-ქალბატონო ჩემი ფორმა რაო სად არისო რას მეუბნებოდი?-ვკითხე მაშინვე

-ჯერ დილა მშვიდობისა...დაბადების დღეს გილოცავ, ეს მეორე და შენი ფორმა არ გადმომიღია მანქანიდან.მანქანაში ნახე?-მეკითხებოდა ისეთი ხმით, დარწმუნებული ვიყავი თავისი კაბინეტის კარებს ეჯაჯგურებოდა .

-მანქანა ლამის დავშალე და არ იყო . ჯენა სად გედო?დარწმუნებული ხარ, რომ საერთოდ წამოიღე ?-საათს დავხედე და უკვე რვას აკლდა 20 წუთი

-კი დარწმუნებულ...მოიცა...ა...გავაღე ,დამელოდე...მოვედი-მითხრა ჭოჭმანით

-ჰა ეხლა...პირდაპირ მომახალე-ვუთხარი იმაში დარწმუნებულმა რომ ჩემი ფორმა სკოლაში პატრონის გარეშე იყო.

-ჰო ისა...არ ინერვიულო ახლავე წამოდი სკოლაში,მოასწრებ.მეც შენ ფორმას შენ კარადაში შევდებ და რომ მოხვალ აქ გამოიცვალე. კაი?-მიაყარა რაც შეეძლო სწრაფად

-სხვა რა გზა მაქ,მოვდივარ.იცოდე არ დაგავიწყდეს თორემ მერე სკოლასთან ერთად ან მის გარეშე აგაფეთქებ!-ვუთხარი მეც საფეთქლების ზელით და კეტების ჩაცმა დავიწყე

-კაი ვთიშავ...უი კოდი მითხარი შენი კარადის საკეტის

- 1235.-ვუთხარი თუარა მაშინვე გავუთიშე და პირველ სართულზე ჩავირბინე და მამაჩემის ძებნა დავიწყე...-მამააა...მამააა სად ხარ?..მამა...

you are my overdoseWhere stories live. Discover now