"ჯენი გაიღვიძე."
დილით დედაჩემის თბილი ხმა ჩამესმა "ადექი სკოლაში დაგაგვიანდება"
"ჰჰმმმ...ავდგები...ხუთი წუთიც"
"საყვარელო ადექი ხომ არ გინდა სკოლის პირველივე დღეს დაგსგვიანდეს?"ამის გაგებაზე ეგრევე წამოვჯექი.
"მალე ადექი და დაბლა ჩამოდი.საუზმობა რომ მოასწრო."
"კარგი"წამოვდექი და საბაზანოში შევვარდი,როდესაც მოწესრიგება დავასრულე ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე დავეშვი.სამზარეულოდან სასიამოვნო სურნელი აღწევდა.მამა ქურასთან ტრიალებდა და ბლინებს აკეთებდა.მაგიდასთან მარკის გვერდით დავჯექი,შემომხედა და გამიღიმა
"წარმატებები სკოლაში იმედია ბავშვებს გაიცნობ და დამეგობრდებით"
"მადლობ.მეც ამის იმედი მაქვს"
ვისაუზმე,მშობლებს ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გავედი და სკოლისკენ წავედი.მოდით გაგეცნობით.ნე ვარ ჯენი ტუანი,17წლის ნახევრად ამერიკელი ნახევრად კორეელი,მამაჩემის ბიზნესის გამო კორეაში გადმოვედით საცხოვრებლად.მყავს ძმა რომელიც ცნობილი ჯგუფის GOT7ის წევრია.
ძველ სკოლაში არც ისე ბევრი მეგობარი მყავდა და იმედი მაქვს ამ სკოლაში ვინმეს მაინც გავიცნობ...
სკოლაში შესვლისთანავე დირექტორის კაბინეტისკენ წავედი,ყველაფერში გამარკვია შემდეგ კი ჩემი კარადის გასაღები და კლასების რუკა მომცა,მადლობა გადავუხადე და მისი კაბინეტიდან გამოვედი.ჩემი კარადისკენ მივდიოდი,როდესაც ძლიერი სხეული დიდი სისწრაფით შემეჯახა,მე კი კედელს მთელი ძალით შევასკდი,მომენტალურად სუნთქვა შემეკრა და მეგონა იქვე გავითიშებოდი.მალევე ხელის შეხება ვიგრძენი და მაღლა ავიხედე ყველა მე მიყურებდა,ჩემს წინ კი ერთი გოგონა იყო ჩამუხლული
"ჰეი კარგად ხარ?"ანერვიულებულმა მკითხა
"კ...კკ...იი არაფერია" წამოვდექი,ნაბიჯი გადავდგი თუ არა წავბორძიკდი და რომ არა ეს გოგო ისევ დაბლა გავწვებოდი
"წამოდი ექიმთან წავიდეთ."
მე უბრალოდ თავი დავუქნიე და კოჭლობით წავედი
"თეიონგ თუ ნელა ივლი სკეიტბორდით არავინ არ დაშავდება"უთხრა მის წინ მდგომ რაღაცნაირი თეთრი თმის მქონე ბიჭს.
"როგორც ჩანს კარგადაა,ახლა კი წავედი"
"დებილი ბოდიში მაინც მოეხადა"ჩავიბურტყუნე ჩემთვის და უცნობს ექიმის კაბინეტისკენ წავყევი
"ბოდიში,მე სარა ლი ვარ.ჩემი ბიძაშვილის გამო ბოდიშს გიხდი.იმედია დავმეგობრდებით."თქვა და თბილი ღიმილით დამასაჩუქრა.
"მე ჯენი ტუანი ვარ,სასიამოვნოა შენი გაცნობა."მეც გავუღიმე.
ექიმთან შეედით და მანაც გასინჯვა დამიწყო.
"თავი ხომ არ გტკივა?"მცირეხნიანი დაკვირვების შემდეგ მკითხა ექიმმა
"ცოტათი"
"თავბრუსხვევა?"
"როცა ავდექი მაშინ დამეხვა,მაგრამ მალევე გადამიარა"
"მოკლედ შეჯახება ძალიან ძლიერი არ ყოფილა,მაგრამ თავი და ზურგი შეიძლება კიდევ ცოტახნით გტკიოდეს,წამალს მოგცემ.სხვა დანარჩენს რაც შეეხება საშიში არაფერია. გამოჯანმრთლებას გისურვებ."თქვა და გამიღიმა
"მადლობთ.კარგად ბრძანდებოდეთ."გავუღიმე და წამოვდექი.
კაბინეტიდან გამოვედით თუ არა შვებით ამოვისუნთქე ექიმები არ მიყვარს და ხშირ შემთხვევაში ვერც ვეწყობი.
პირველი დღესვე დაშავება ძაან მაგარია.(სარკაზმი)
ეს ჩემი პირველი მოთხრობაა იმედია მოგეწონებათ.😊
YOU ARE READING
Limitless:LTY X KJ fanfiction
Fanfiction"ჩემი სიყვარული შენდამი ყოველთვის ულიმიტო იყო,თუმცა შენ ამის დაფასება ვერ მოახერხე" თქვა ტირილს ზღვარზე მყოფმა გოგონამ და მის წინ მდგომს ზურგი აქცია.
