10 წლის წინ*
ჯიმინი ემოციური ბავშვი იყო, ხშირად ქონდა პანიკური შეტევები. მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, ფსიქოლოგებთან დარბოდნენ, არაფერი გამოდიოდა.
ყველა ფსიქოლოგი ამბობდა, რომ ჯიმინს მეგობრები ჭირდება მაგრამ მას არავინ მოსწონდა, არც სხვებს სურდა მეგობრობა. ხშირად დასცინოდნენ, ხელს კრავდნენ, ატირებდნენ.
ჯიმინი გრძნობდა მისი არავის ესმოდა. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ საკმარისი მაინც არიყო, ჯიმინს არაფერი შველოდა. არადა ის უბრალოდ ბავშვი იყო, რომელსაც მეტი სიყვარული ჭირდებოდა.
_________
თეჰიონის მშობლები ყველა წუთს ჩხუბობდნენ, ერთმანეთი ძულდათ. მამა სვამდა, დედა ღალატობდა.
თეჰიონი მუდამ გაურკვევლობაში იყო. მხოლიდ ბებია უვლიდა, პარკში ატარებდა, აბანავებდა, საჭმელს უმზადებდა, ბაღისთვის ამზადებდა.
ერთ დილას დედა აღვიძებს, უკვირს ბებიას უნდა გაეღვიძებია, მაგრამ უხარია დედამ ყურადღება მიაქცია.
მისი სამყარო მაშინ ჩამოინგრა, როცა გაიგო ბებია აღარ დაბრუნდებოდა. შეიცვალა, ჩაიკეტა. ყველა საღამოს ესმოდა მშობლების ჩხუბი, საბნის ქვეშ ძვრებოდა და თავზე ბალიშს იფარებდა.
პარკში მარტო დადიოდა, ბავშვებს არ ეკარებოდა, უბრალოდ მისი და ბებოს საყვარელ ადგილას ჯდებოდა.
______
ჯონქუქი სერიოზული, მოწესრიგებული, ჩაკეტილი ბავშვი იყო. არასდროს უთამაშია სილაში, არ ჰყოლია სათამაშო მანქანები და რაც მთავარია არ უგრძვნია სიყვარული.
ეს მისი მშობლების დამსახურებაა. ყოველთვის ცივად ზრდიდნენ, მხოლოდ დისციპლინას ახსენებდნენ. ასწავლიდნენ, ავარჯიშებდნენ, მთელი დღის გეგმას უწერდნენ.
YOU ARE READING
დაკარგულები
Romanceსანაპირო მათი საყვარელი ადგილი იყო. წვიმაში, თოვლში, სიცივეში, სიცხეში ყოველთვის იქ მიდიოდნენ. იქ შეფიცეს ერთმანეთსაც მუდამ ერთად ყოფნა. მაგრამ ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან...
