Primrose

27 3 0
                                        

ჩრდილოეთ პოლუსზე კლიმატი მკაცრი და ულმობელია—უსასრულო თოვლი და ყინვა ეშვება ციდან და ფარავს ყველაფერს. თოვლის თხელი ფარფატა ფიფქები ნაზად ეშვება თეთრ სქელ, საბანგადაფარებულ ნიადაგზე და ყინულითა და კრაჭუნა თოვლით ფარავს მიდამოს.
ქარი აქ შორეული მთების ქუხილს ჰგავს, ზოგჯერ სასოწარკვეთილად დაქრის ფითქინა გორაკებისა და გაყინული ოკეანის თავზე. ბედნიერებისა და სინათლის წყარო მზე ზამთარში თვეობით არ ჩნდება, მაგრამ როცა ბრუნდება, მისი შუქი მინის ნამსხვრევებივით ირეკლება ყინულის ფირფიტებზე. ჰაერი იმდენად ცივია, რომ ყოველი ამოსუნთქვა თეთრ ორთქლად იქცევა, თითქოს სულიც თოვლში იფანტება. სიჩუმეში მხოლოდ ყინულის ხრაშუნი ისმის—თითქოს დედამიწა თავისივე სიცივეს უსმენს.

ეს მიწა თითქოს დროის მიღმაა, ველური და უხსოვარი, სადაც თოვლი და ქარი ერთად წერენ ზღაპრებს.
უხსოვარი დროიდან ჩრდილოეთ პოლუსი დაუსახლებელ პუნქტს წარმოადგენდა. ამ მიდამოებში მხოლოდ პინგვინებს, სელაპებსა და პოლარულ თეთრ დათვებს თუ მოჰკრავდი თვალს. დედამიწის სხვა ნაწილებთან შედარებით აქ ვერას დიდედბით ვერ შეხვდებოდი ვერცერთ ცოცხალ მცენარეს. ასობითა და ათასობით წლების განმავლობაში არავის ენახა ფლორის რომელიმე წარმომადგენელი ამ მიდამოებში. ნიადაგს მხოლოდ ყინულისა და თოვლის სქელი ფენა ფარავდა, მობიბინე მინდორის ნახვლად. სიცივეში გაზრდილ ნიადაგს არ ენახა სითბო, არც რაიმეს გაედგა მის ქცეშ ფესვები. სულ მარტო იყო. მხოლოდ ის და თოვლი, სიცივე და ყინული.
ეს მანამ, სანამ იანვრის ბოლო  რიცხვებში, ტემპერატურა -45 გრადუსს მიაღწევდა.
სწორედ იმ დღეს 23 იანვარს, სუსხითადა თოვლით დაფარული ნიადაგიდან წამოიწვერე პაწია კოხტა ფურუსულა. მისი ღია მოვარდისფრო ყვავილი ლამაზად გადაიფურჩქნა. სასწაულებრივად მონუსხულმა, ციდან მოფარფატე თოვლის ფიფქებმაც შეწყვიტეს ცვენა. მისი სილამაზე ანათებდა ჩრდილოეთ პოლუს და ბედნიერებას ანიჭრბდა იქ მცხოვრებთ.
ყველაზე მეტად თოვლს უხაროდა მის ზედაპირზე ახალი სიცოცხლის გაჩენა. ხშირად ესაუბრებოდა პაწია ფურუსულას და დღითიდღე მეტად ინუსხებოდა მისი სილამაზითა და სილაღით. გაუაზრებლად დაიდო ბინა მის ზედაპირზე ციცქნა ბედნიერებამ და ყვავილისადმი სიყვარულით აღივსო აქამდე მარტოსული თოვლიც.
ერთ დღეს გრიგალმა შემოუტია ჩრდილოეთ პოლუსს. ნიადაგზე მოფენილ თოვლს გიჟივით დააქროლებდა და უმოწყალოდ ფანტავდა სივრცეში.
დილით, როდესაც გრიგალი ჩადგა თოვლი რომელიც ირგვლივ მაღალი კედლების სახით, ქარიშხალისგან დასაცავად შემოჰხვეოდა ციცქნა ყვავილს უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. მაგრამ ციდა ფურუსულა უწინდელივით ლაღად აღარ იყო. აღარც ძველი სიკაშკაშე შემორხენოდა და არც ის ნაზი ვარდისფერი ფურცლები რომელიც ასე ჰშვენოდა მას.
ამის დანახვზე გულ შეკუმშულმა და ნაწამებმა თოვლმა ამოიგმინა.

- ეს რა მოგსვლია პატარავ?! ნუთუ ვერ შევძელი შენი დაცვა? მე ხომ ასე ვცდილობდი...

თოვლი თავს იდანაშაულებდა ყვავილის ასეთ მდგომარეობის გამო.

- შენ არაფერ შუაში ხარ, მოხუცო. უბრალოდ აქ ჩემი ადგილი არ არის. მე მალე გავქრები, ჩემი სული ცაში აიჭრება და ჩემგან მხოლოდ მოგონება დარჩება.

სუსტად ამოიჩურჩულა განადგურებულმა ფურუსულამ და აქამდე აღმართული თავი დაბლა დაუშვა.

- შენ თუ გაქრები, მე ბედნიერებას დავკარგავ. ჩემს საკუთარ ბედნიერებას, შენ დაგკარგავ ციდა. მეც შენთან ერთად გავნადგურდები. ამიტომ მირჩევნია ჩემმა სიყვარულმა იცოცხლოს შენში. ავვორთქლდე და ზაფხულის ცხელ დღეებში წვიმის სახით გესტუმრო.
როდესაც მოგენატრები ღრუბლებს ამოხედე რადგან მე მათში ვიქნები მოქცეული. ზემოდან ვიზრუნებ შენზე და სამარადისოდ მეყვარები.

ეს თქვა თუ არა თოვლმა, მზემ სიკაშკაშე უმატა. ყინვამ და თივლმა დნობა დაიწყო და მცირე ხანში სრულიად გაქრა. პოლუსზე სითბომ დაისადგურა. აღარსად მოჩანდა ქათქათა თოვლი. არე-მარე მხოლოდ მობიბინე მინდორს დაეფარა, ხოლო მათზე ფერად-ფერადი ყვავილები ამოსულიყო. მზის სიკაშკაშე და სითბო დაჰნათოდა პაწია ფურუსულას, რომელმაც თავისი მშვენიერი ყვავილის ფურცლები დაიბრუნა. ის დიდ ხანს ცხოვრობდა დედამიწის იმ პოლუსზე სადაც თოვლი არასდროს მოდის. სწორედ იქ სადაც სიყვარულმა თოვლი დაადნო და ოდესღაც მივიწყებულ ადგილს სითბო და სინათლე აჩუქა.
ფურუსელა ყოველ დღე უყურებდა ღრუბლებს, რომელშიც მის სამარადისო სიყვარულს დაედო ბინა. წვიმა ციდა ყვავილის საყვარელ ამინდად იქცა. მხოლოდ მაშინ ხდებოდა ბედნიერი როდესაც ციდან ჩამიცვენილი წვიმის კამკამა წვეთები ეხებოდა მის ფოთლებსა და ვარდისფერ ფურცლებს.

ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘ

PrimroseOnde histórias criam vida. Descubra agora