გამუდმებით ერთი და იგივე პრობლემა, ყოველ ჯერზე პრობლემებში ეხვევა და უკვე ალფას ყელში აქვს ამოსული, ზედმეტად გამაღიზიანებელიც კია ყველა ასეთ სისულელეზე რომ იბარებს დირექტორი კაბინეტში, ალფა ყველაფრისგან მობეზრებული და დაღლილი ზის ღია ფერებში გაწყობილი ოთახის სავარძელში და მის ლანძღვას ყურსაც კი არ უგდებს, დაიზეპირა ოთახის ინტერიერი, ყველა კუთხე კუნჭული იცის, რადგან აქ კვირაში სამჯერ მაინც ხვდება.
- კიმ თეჰიონ უკვე საკმარისია, შენი ასეთი ქმედებებისგან მეც და მთელი სკოლაც დავიღალეთ!
გაღიზიანებული ალფა მაგიდაზე ხელებს ძლიერად არტყამს და ცდილობს მისი სკოლის მოსწავლეს და ამავდროულად მის ძმიშვილს რამე შეაგნებინოს, თეჰიონი ყველაზე დაუმორჩილებელი მოსწავლეა მთელს სკოლაში მაგრამ ბიძამისი მას გასაგდებად ნამდვილად ვერ გაიმეტებს, ამჯერად ალფამ სკოლის საპირფარეშოში თანაკლასელი სცემა, ის კი საქციელის ახსნას და თავის გამართლებასაც კი არ კადრულობს, უბრალოდ ზის კაბინეტში და მომხიბვლელი ხედით ტკბება ფანჯრიდან.
- მოხუცო არ დაიღალე ამდენი ლაპარაკით?
ბოლოს შეწუხებული თავზე იკიდებს ხელს და ღრმად ხვნეშის, თავი ასტკივდა ამდენი საყვედურის მოსმენით, დირექტორი ბრაზისგან მუშტებს კრავს და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კარზე კაკუნის ხმას გადააქვს მისი ყურადღება, ოთახში ალბათ ოცდათხუთმეტ წლამდე ასაკის საყვარლად მომღიმარი ომეგა შემოდის, უკან კი მაღალი, დაკუნთული, შავგვრემანი და სერიოზული სახის გამომეტყველების მქონე ალფა მოჰყვება.
- ოჰ, გამარჯობა, გელოდებოდით.
ღიმილით ამბობს დირექტორი და ომეგასკენ ხელის ჩამოსართმევად მიიწევს, წამებში ირგებს მოსიყვარულე დირექტორის როლს და თეჰიონი ამაზე ღიმილს ვერ მალავს, დირექტორი ცდილობს ოთახში არსებული დაძაბულობა დამალოს, ომეგას ეცნობა შემდეგ კი ალფაზე გადადის.
