~•2•~

3 2 0
                                    

~•ზედმეტი გართობა.

საღამოს რვა საათია,კიდევ ორი საათი და ყველა ჩემს შეკვეთას დავასრულებ, ბავშვები მაგიდას მიუსხდნენ და მიირთმევენ, მიხარია რომ კარგი ხარისხის,სანდო საჭმელი გვაქვს,
ნიას ტორტი მაცივარში კვლავ შევდევი, შიგთავსი შოკოლადის ნაყინის იყო, მარწყვით და ბანანით,ყავისფერი ბისკუიტით, გარეთ თეთრი ფერით გაფორმებული,
ყველაფერი მზადაა გოგონას გასაბედნიერებლად
მესმის ფანჯარაზე კაკუნი და ჩემი თანამშრომელიც მიძახის.
-მარიამ,გეძახიან.
_ხელთათმანებს ვიშორებ ხელიდან,წინსაფარს მაგიდაზე ვდებ და დარბაზში შევდივარ.
-რამე პრობლემაა?
-გვინდა რომ გიტარაზე დაგვიკრათ._ყველა თვალებ აბრწყინებული მიყურებდა და მხოლოდ დათანხმებას ელოდნენ.
-კარგი, რა სიმღერაზე მღერით?
-ცაში ახედე._ნია იქიდან მიკროფონს ეცა გვერდით მისი მეგობარი ქერა თმიანი დადგა და მიკროფონი გაისწორა, როგორც ჩანს მუსიკალურში დადიოდა, ნია მის ნაბიჯებს მიჰყვებოდა და ბაძავდა,
პატარა სცენაზე ავედი მარცხნივ მოვკალათდი
და ჩემი საყვარელი წითელი აკუსტიკური გიტარა დავიკავე,რამოდენიმეჯერ ჩამოვკარი მელოდიის გასაგებად, სიმებს ტონალობა შევუცვალე,ხმოვანიბა ჩავასწორე და ფეხები ფართიდ კომფორტულად გავშალე გიტარის დასაკავებლად, გოგოებს გავხედე.
-გიტარის სოლოს შემდეგ გამოგხედავთ და რითმი მოძებნეთ, კარგი?
-კარგი მასწ._ქერა თმიანი მხრებში გაიმართა და დაკვრა დავიწყე,
Am,Dm Dm, E და სხვა...
6,3-2-1-2-3 სოლფეჯიო, რითმი და ტონალობა, გოგოებმა დასაწყისს მიაგნეს.
"ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა...
ცაში ახედე რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე...
რა ლამაზია ლამაზი ფერები თავი დამადე ნუ იბღვირები, მე შენთვის მინდა ეს ცისარტყელის ფერები ყველა...ოოო,
ცაში ახედე...ცაში ახედე...ცაში ახედე..."
მესმის როგორ მეგუბება სმენა,ვხედავ ბიჭს მაგიდასთან მიტოვებულს და ისე ზეპიტად მივყვები ნოტებს, ვუყურებ როგორ მარტოა, სვამს სასმელს და თვალებში უჩანს ის სიცარიელე, სვამს , სვამს სვამს, გაუჩერებლად...
გიტარაზე დაკვრა შევწყვიტე, გოგოები მღეროდნენ და უცებ შეცბენ...
-უკაცრავად, გოგონებო, მოდი კარაოკეზე იმღერეთ, საკმარისი დავუკარი, შემდეგ კვლავ მოვალ, ახლა საქმე მაქვს._გიტარა გვერძე დავდე მაგრამ წინ გოგონა გადამეღობა.
-თუ ძვირფასუ არ არის მე დავუკრავ._გამიღიმა, ყველას თბილი ღუმილი ჰქონდა, სცენიდან ჩამოვედი და გავუღიმე.-რა თქმა უნდა,_ტანსაცმელი გავისწორე და ბიჭთან მივედი,ცოტა არ იყოს გული ამიჩქარდა.
-გიორგი, გთხოვთ შეწყვიტოთ დალევა, გამომყევი წყალს მაინც შეგასხამთ ან რამე, ასე ვერ გაგიშვებთ საკუთარი უსაფრთხოების გამო._ხელი გავუწოდე მან კი ორივე მკლავი გამომიწოდა და იმდენად დააწვა თავით ჩემს მუცელს კინაღამ დავკარგე წონასწორობა , ფეხებით წავბარბაცდი, ღმერთო რა ძალა აქ, თავის მიდებით კინაღამ წამაქცია.
ხელი დავუკავე და ბეჭებზე გადავიკიდე,მას დახრა მოუწოა რადგან თხუთმეტი სანტიმეტრით მაინც იქნებოდა ჩემზე მაღალი, მინიმუმ თხუთმეტი...
ოჰ რა მძიმეა,მიჭირდა მისი წათრევა ჩემი კაბინეტისკენ, არა მე , რესტორნის წამყვანმა უნდა ვიზრუნო ჩემს კლიენტზე?არა ამდენი რატიმ დალია, ბავშვები ვინ უნდა წაიყვანოს , თუ დალევა სურდა კიდევ ერთი ჭირი რატომ გახდა! ახლა ჩემი საწვალებელი იქნება მისი მოვლა.
და ისევ მისი სურნელი, რა თავბრუდამხვევია, არა მარიამ! გეყოს!დამშვიდდი, ვითომ პირველად ეხები ადამიანს!
აააააჰჰჰ რა მჭირსსს!!!
-მოეშვი წყალს გასხამ_ხელები სავისველე და სახეზე მოვუსვი, მის სახეს შევეხე, მის ტუჩებს მის თვალებს, ავღნიშნე როგორი ლამაზი და მშვენიერი თვალები აქვს?
ალბათ მზეში ოქროსფერი, შავი ხალიც აქვს რამოდენიმე შიგნით წერტილებივით, მწვანე , მერე მუქში გადადის,მერე უფრო მუქში და შავ ფერში უერთდება, შტრიხებად ლურჯი ფერიც დაჰყვება და სიცოცხლეს , არა უფრო მეტს მთელს გალაქტიკას ჰგავს....
განიერი მხრები აქვს, წელიც კარგად გამოკვეთილი, ბიცებსებიც აქვეს ეტყობა და ჩემზე დიდი მკერდი აქვს, სადაცაა საროჭკის ღილები მის სიდიდეს ვეღარ გაუძლებს ისეთი შეხედულება მაქვს...
წყლით რამოდენიმეჯერ ჩამოვბანე გამოსაფხიზლებლად სახე, მერე გავუმშრალე და დავაჯინე, წელში მოვიხარე და თვალებში შევდეხე .
-გული ხომ არ გერევათ?_ბევრი დალია, მართალია არც წითელი იყო სახეზე მაგრამ მაგრად ხურდა.
-არა..._ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა...
-მოდი წამოწექი... ჯერ ერთი საათიც არ გასულა...დრო რომ იქნება თუ გინდა გაგაღვიძებ..._ვუთხარი და მის ოთახის დატოვებას ვაპირებდი როცა ხელი ჩამჭიდა...
-მარტო არა... მარტო არასოდეს დამიძინია..._თვალები დახუჭული ჰქონდა...მშვიდად ნაზად მითხრა.
გამახსენდა დესერტის ოთახში რომ სავარძელი მქონდა და გადავწყვიტე თვალთა ხედვაში მყოლოდა,ორი საათი ძილი უფრო უკეთესი იქნებოდა მისთვის.
-კარგი...წამომყევი..._ავაყენე და ოთახში შევედით...

Old Love RestaurantWhere stories live. Discover now