1.

178 16 7
                                    


შემოდგომის სუსხიან დღეებში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ქარი რომელიც ფოთლებს უმისამართოდ ფანტავდა. შავგვრემანი ბიჭის ჩაფხუტში კი ქარი ძლივს აღწევდა ამიტომ დისკომფორტს ნაკლებად უქმნიდა ბიჭს. ორბორბლიანი მოტოციკლის მძიმე ძრავა ქუჩის კუთხეში გაჩერდა.

-დღეს დაიგვიანე ჯონგუკ.- უთხრა გოგონამ რომელიც საცხობში უკანა კარიდან შედიოდა და თან თმას ისწორებდა.

-შენც არ მოსულხარ ადრე.- გოგონა აათვალიერა და ტუჩის ჩატეხვის შემდეგ უკან აედევნა.- ნუთუ იმდენად ბევრს გიხდიან, რომ მაგ საქმეს ვერ ეშვები.- გოგონამ კარებთან გაჩერდა და კედელს დაეყრდნო, ჯიბიდან გაცრეცილი სიგარეტის ყუთი ამოაძვრინა და გაუკიდა, შემდეგ ჯონგუკსაც შესთავაზა და ჯიბეში ჩააბრუნა.

-მხოლოდ პიცის კურიერობა დღეებს არ გადამაგორებინებს ეს შენც იცი.. თანაც კარგად მიხდიან მე კი სხვა რა დამრჩენია.- ბოლი გამოუშვა პირიდან და თვალები მინაბა.

-მისმინე შენთან შემოთავაზებით ვარ.- გოგონამ გვერდულად შეხედა და ცალი წარბი ასწია.- ეგეთი საქმეებით დაინტერესებული არვარ მაგრამ ეგ სამსახური ძალიან მჭირდება.

-შენგან ცოტა გასაკვირია მისტერ პატიოსანო, თუმცა ვიფიქრებ იქნებ რაში გამომადგე.- სიგარეტის ნამწვავი ფეხით გასრისა, პიტნის საღეჭი რეზინი პირში მოითავსა და კარში შევიდა. ჯონგუკსაც აღარ დაუყოვნებია ნამწვავი მოისროლა და ისიც კარში დაიკარგა.

მთელი დღე შეკვეთებს დაარბენინებდა ლოკაციიდან ლოკაციამდე, სიმართლე გითხრათ ეს სულაც არ იყო დამღლელი პირიქით სიამოვნებდა კიდეც, თუმცა კლიენტების რა მოგახსენოთ ხშირ შემთხვევაში უხეშები არიან, მაგრამ ჯონგუკი საკუთარ თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ პირდაპირ სახეში მოსდოს. ასე სამსახურსაც დაკარგავს და თავის ძვირფას დროს რომელიც უკვე მილიონად ფასობს თავის ცხოვრებაში.

შავგვრემანის სახლი ქალაქის ცენტრისგან მოშორებით გორაკზეა სადაც ძველი კორპუსებია, აქ ყველაზე იაფად ქირავდება ბინები ამიტომ უწევს ცოტახნით შორი მანძილიდან იაროს. ამჯერად მოტოციკლს ძველ კორპუსთან აჩერებს და აპარკინგებს, მაღლა კი კიბით ადის. შესვლისას საწოლზე მძიმედ ეხეთქება და ფილტვებიდან მძიმე ჰაერს უშვებს. ტელეფონზე ესემესები არ წყდება ამიტომ შეწუხებული იღებს, თუმცა პიცის შეკვეთების გარდა ვერაფერს ხედავს. ყველას მალევე აუქმებს და მობილურს თიშავს. ტანსაცმლის გახდით თავსაც არ იწუხებს, ცდილობს მალე დაიძინოს რადგან დილით გამოუძინებელი ვერ წავა თავის უფროსთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ აქვს.

უკვე ძილის პირასაა მისული როცა ტელეფონზე ისევ მოდის ესემესი. ბიჭი გაუაზრებლად იღებს და როცა ეკრანზე დილით ნანახი გოგოს ესემესი ხვდება კმაყოფილად იღიმის და მალევე ეძინება.

>>>

დიდ ფუმფულა საწოლზე ვარდისფერ პიჟამაში გამოწყობილი ქერა ტელეფონს ინტერესით ჩაჰკირკიტებს, თან ბალიშზე მუცლით ეყრდნობა და სასურველ ადამიანთან ესემესების გაგზავნას არ წყვეტს. მალე კარზე კაკუნის ხმაა და ნების დართვის შემდეგ კარში ხალათში გამოწყობილი ქალი შემოდის და ბიჭს ნაზად უღიმის.

-თეჰიონ შეიძლება ვილაპარაკოთ?- ბიჭი ტელეფონს თიშავს საწოლზე ჯდება და მის გვერდით ხელს ატყაპუნებს იმის ნიშნად, რომ გვერდით მიუჯდეს. ქალიც კარებს კეტავს და გვერდით უჯდება თმას ნაზად უწევს და ლოყაზე კოცნის.- ძვირფასო, აქ შენთან შემოთავაზებით მოვედი, რას იტყვი შენთვის რეპეტიტორი, რომ დავიქირავოთ? დავალებების დაწერაში დაგეხმარება და უფრო მეტ დროს დაზოგავ.

-დედა..- თავი გვერდზე გადააგდო და მძიმე ჰაერი ამოუშვა.- ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ ვიცი ჩემს მომავალზე და ნიშნებზე ფიქრობთ, არ მჭირდება ეგ ვიღაც რეპეტიტორი იმისთვის, რომ მასწავლებლები ვასიამოვნო.- ქალმა ვედრებით შეხედა და ფეხზე ხელი დაადო.

-იქნებ გეფიქრა, ერთი გაკვეთილი მხოლოდ გპირდები თუ რამე კარგად არ იქნება მაშინვე გავუშვებ და სიტყვას აღარ ამოვიღებ ამის შესახებ.- ქალმა გაუღიმა და მომლოდინე თვალებით შეხედა.

-კარგი ჯანდაბა, ახლა კი დამტოვე.- ქალმა შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. ბიჭმა ზურგზე გადაწვა, ტელეფონი აიღო და სასურველი ნომერის აკრეფვის შემდეგ მობილური ყურთან მიიდო.- ჯანდაბა ჯინ, ესენი მართლა ფიქრობენ, რომ მე რეპეტიტორთან გავჩერდები.

*მეგობარო იქნებ სხვა კუთხით შეგეხედა, ის დავალებებს დაგიწერს შენ კი თავისუფალი იქნები*- ისმის მობილურიდან ხმა.

*ეგ კარგი აზრია ჩემს ბიჭთან ბევრ დროს გავატარებ*

* აი ხომ ხედავ, ეხლა უნდა წავიდე ძილინებისა*- ყურმილი გათიშა, ქერამ კი ძველ პოზას დაუბრუნდა და ესემესების გაგზავნა განაგრძო.

___

Neew!!!💜

Pizza delivery manWhere stories live. Discover now