-გამარჯობა-მივესალმე უხერხულად.

მან ისევ ფართოდ გამიღიმადა თავადაც მომესალმა.

-მე..მე

-ვიცი ვინც ხარ ,დაჯექი-ხელით მის გვერდით მიმითითა.

ისევ უხერხულად ვიყავი,არ ვიცოდი აქ რატომ მომიყვანა ოუენმა ,საერთოდ ვინ იყო ეს ბიჭი ,ან აქ მოყვანა რანაირად იყო იმის დასტური რომ ოუენი ჩემ მოკვლას არ აპირებდა?

როცა სანდო იქნები...-გამახსენა სისილიას სიტყვები,როდის ვიქნები სანდო?იქნებ დღეს ვარ?

ფიქრებში ისე გავერთე ვერ გავიგე რა კითხვა დამისვეს

-უკაცრავად ,რა მკითხეთ?-ვუპასუხე

-მე გკითხე,მზად ხარ?

-რა?რისთვის უნდა ვიყო მზად?

-იმისთვის რომ ოუენის ამბავი გაიგო-ოუენის ამბავი?ახლა რატომ აპირებს მოყოლას?

-კი...-ვუპასუხე. და დაველოდე როდის დაიწყებდა

-მაგრამ ჯერ შენ უნდა გვუთხრა რაც გუშინ მოხდა-მიპასუხა ბიჭმა

მეც მოყოლა დავიწყე და ბოლოს ყელსაბამზეც ვთქვი ,ამ დროს კი იდაყვზე დაყრდნობილმა ოუენმა ამომხედა.

-ყელსაბამი ახსენე?-ისეთი მშვიდი და ამასთანავე ბოხი ხმა ქონდა ჟრუნტელმა დამიარა და გაკვირვებულმა შევხედე ,თითქოს მისი ბრალი იყო რომ ეს მემართებოდა.
თავი ფრთხილად დავუქნიე,შემდეგ კი მოყოლა დაიწყო

-დიდი ხნის წინ მეც ღრუბლებში ვცხოვრობდი,მეც და სისილიაც-თვალები გამიფართოვდა ,ანუ კეთილი იყო?-ყელსაბამი რომელიც შენ ახსენე ჰიპნოზისთვის არის განკუთვნილი ,რომელსაც შენი დედინაცვალი მამაშენზე იყენებს რათა ხალხი რომელმაც მის შესახებ იციან დედამიწაზე გადმოასახლოს.იგი აჰიპნოზებს მამაშენს და იმას ავალებს რაც თავად უნდა.გაინტერესებს აქ რატომ აღმოვჩნდი?მიწაზე?იმიტომ რომ დედაჩემი ამ ხალხის მეთაური იყო,ის ყველაფერს მიხვდა და ხალხი შეკრიბა რათა დედოფალი ტახტიდან ჩამოეგდოთ,მაგრამ მან ყველაფერი გაიგო და ყველა მათგანი მიწაზე გადმოსახლდა ,მათ შორის მეც და სისილიაც რომ რაიმე არ მოგვემოქმედებინა.ის ხალხი ვინც გარეთ ნახე სწორედ აჯანყებულები არიან,მე კი მათ ვმფარველობ რომ ბოროტებმა რამე არ დაუშავონ,რანთა შენი დედინაცვლის კანონიერი შვილი როგორც შენი მონათხრობიდან გავიგე და სანდო წყაროების დამარწმუნებს აპირებს რომ ბოროტების სამეფო გაანადგუროს ,რადგან ფიქრობს რომ მე და შენ ერთმანეთს კარგად ვეწყობით და არ უნდა რომ ბედნიერი იყო,ნამდვილი ბოროტების დედოფალი ეტლში მოკლეს და ეს მე მანამდე ვიცოდი სანამ შენ სასახლეში მოხვიდოდი.თუმცა ბოროტების ჯარი ნამდვილად გვჭორდება ამიტომ არაფერს ვიმჩნევ,ომი მალე დაიწყება და რაც შეიძლება მეტი მოკავშირე უნდა გვყავდეს ,ჩემი დანაშაულია რომ შენი ძალის გამოვლინებისთვის არაფერს ვაკეთებ,ის ძალა რომ გესმის საგნები რას ამბობენ,შეგიძლია ნახატით რამე გააცოცხლო-ეს საედან გაიგო?-და გრძნობები დაინახო შენი ნამდვილი ძალა არ არის,ძალები ასეთი პატარა არ იქნება მითუმეტეს მაშინ როცა შენ ღრუბლების მეფის შვილი ხარ,მამაშენეს დიდი ძალები აქვს რომელსაც ვფიქრობ შენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებს,არა თავისი ნებით არამედ დედოფლის დავალებით.
ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებთ რომ შენი ნამდვილი ძალა გამოიხმო.
კაილ შენ დაგვეხმარები!-ეს ბრძანება იყო...

გაკვირვებული ვიყავი,ყველანაირი ინფორმაცია რომელიც მოვისმინე ნამდვილად გამაოგნებელი იყო და ასეთ რამეს ვერასდროს ვიფიქრებდი,გამოდის რომ როუენი კეთილია?მე რაიმე ძალა კიდევ მაქვს?დედოფალი მამაჩემს აჰიპნოზებს?ეს ხომ სისულელეა!მაგრამ მე ნამდვილად ვნახე ყელსაბამი ,ნამდვილად ვიგრძენი რაღაც უძველესი ძალა რომელმაც სუნთქვა შემეკრა...

___________________
614 სიტყვა🩷😃

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now