1)სამსახური😫

14 2 0
                                    

გათენდა ერთი მორიგი საშინელი და ერთფეროვანი დღეც ძალიან არ მინდოდა სამსხურში წასვა ისევე როგორც სხვა დღეებში,
აბაზანაში შევედი და ათ წუთში გამოვედი, გეზი გარდერობისკენ ავიღე გაშვებული ჯინსები და დიდი ჰუდი ჩავიცვი, ფეხზე კონვერსები და სახლიდან გავედი.

ჩემი სამსახური საკმაოდ ახლოს იყო სახლთან ამიტომ მალევე მივედი. შესვლის თანავე ჩემმა გველმა თანამშრომელმა ნანუჩიმ ახალი ამბავი მახარა, უფროსი კაბინეტში მიბარებდა, ეხლა რაღა უნდა?
რადგან ჩემს უფროსს ყავა ძალიან უყვარდა ვიფიქრე ჩემი ხელში ლანგრით დანახვა ესიამოვნებოდა ამიტომ ყავა მოვამზადე და კარებზე დავაკაკუნე.

-შეიძლება?

-შემოდი.

გადაღლილი და უხასიათო ხმა ჰქონდა, კაბინეტში შევედი და ყავა მაგიდაზე დავუდევი.

- დილამშვიდობის ანი.

-დილამშვიდობის ბატონო თაზო.

მომესალმა და მის პირდაპირ სავარძელხე მანიშნა, მეც დავჯექი და ლანგარი პატარა სტეკლოს მაგიდაზე დავდე.

რატომღაც მეგონა რომ კაბინეტიდან კარგი ამბავის გაგების შემდეგ გამისტუმრებდა, მაგრამ შევცდი.

-ანი... წესით ეს ანრის უნდა ეთქვა მაგრამ ხომ იცი რანაირია? ზედმეტად უხეშია ამის სათქმელად.

-გისმენთ ბატონო თაზო...

ვხვდებოდი რომ რაღაცის შემოპარება უნდოდა ამიტომ ვამჯობინე პირდაპირ ეთქვა.

-განთავისუფლებული ხარ...

ამის გაგონების შემდეგ უბრალოდ ნერვიულობისგან არ ვიცოდი რა მექნა ლაპარაკიც არ შემეძლო რადგან წარმოვიდგინე სამსახურის გარეშე რითი უნდა მეარსება.

-კარგად ხარ? ანიი?

-დიახ ბატონო თაზო... უკაცრავად ჩავფიქრდი.

-დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ ?

-დიახ დიახ არაფერია, კარგით მაშინ მე წავალ ბატონო თაზო ნახვამდის.

Holy passion Where stories live. Discover now