🌟თავი 1🌟

Start from the beginning
                                    

- რა მოხდა?

რატომ უნდა მეთქვა ვიღაც უცნობისთვის რა მოხდა, ან რაზე ვიყავი გაბრაზებული. მაგრამ მაინც ვუთხარი, ალბად იმიტომ რომ იმ დროს ვინმესთან საუბარი ძალიან მინდოდა... მოკლედ მოვუყევი რაც მოხდა, ის კი ადგა და ჩემი დამშვიდება სცადა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ მართლა დამამშვიდა. რატომღაც მისგან წამოსული ადამიანური სითბო ვიგრძენი და მოვლბი... გასაკვირი იყო ჩემთვის იმის გააზრება რომ, ვიღაც მისმენს მიგებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს.

როცა მიხვდა რომ უკვე მშვიდად ვიყავი და აღარ ვღელავდი იმ ამბავზე, მკითხა:

- რამდენი წლის ხარ?

- 1?, შენ?

- მე 1? სად ცხოვრობ

- თელაველი ვარ, შენ?

- ბათუმში ვცხოვრობ

- ვაუ, მაგარია, სულ ვოცნებობდი ბათუმში ცხოვრებაზე, ზღვასთან ახლოს...

უცებ სულ სხვა რამ მკითხა, სულ სხვა როგორ... უბრალოდ არ მოველოდი ამას თუ მკითხავდა.

- "dirty" ხარ?

ოოო, ჩემი საყვარელი საკითხი... რათქმაუნდა, რათქმაუნდა ვარ dirty, ეს ხომ ჩემი ჰობია დირთობებზე საუბარი(😅)... ხოდა არც დავუმალე სიმართლე:

- კი ვარ

-ძალიან კარგიი.

იმ საღამოს კიდევ რაზე ვისაუბრეთ არ მახსოვს რომ სიმართლე გითხრათ... უბრალოდ გადავწყვიტეთ რომ ხშირად გვქონოდა "dirty talk" და ერთმანეთთან ბოლომდე გახსნილები ვყოფილიყავით, ამ საკითხში.

და აი, როცა ვაპირებ რომ შოთოსთვის კიდევ მკითხა რამდენიმე ცხოვრებისეული კითხვა, ზუსტად მაშინ გავიგონე დედაჩემის მკაცრი და მბრძანებლური ტონი

-ვის სწერ ერთი ამდენი ხანი?! ან რა გაბადრული სახე გაქვს?!

დაბნეულმა ვუპასუხე - მეგობარს ვწერ უბრალოდ.

- არ მაინტერესებს დააგდე დროზე ეგ ტელეფონი და დაიძინე!

უკვე დიდი ვარ და მეც კარგად შემიძლია ჩემი თავის კონტროლი, მესმის რომ მშობლები არიან და უფლება აქვთ მაგრამ ზედმეტი მოსდით! დამღლელია და მომაბეზრებელია უკვე ამდენი უფროსობა! ბოლოსდაბოლოს 9 წლის ბავშვივით მექცევიან, მომაბეზრეს თავი რაა - გულში ვიჩხუბე და ვუთხარი - კარგი ხოო, კარგი.

რა უნდა მექნა, გადავწყვიტე შოთოსთან დამშვიდობება და შემდეგ ძილი, რომელიც საერთოდ არ მეკარებოდა თვალზე...

- შოთო, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და შენთან საუბარი. ახლა მე უნდა წავიდე და დავიძინო, ბოდიში...

- ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მარი.

- კარგი, ნახვამდის.

-კარგად.

ამ ადამიანის გაცნობამ და მასთან საუბარმა, სულ გადამავიწყა ის სისულელე რის გამოც ბევრი ვიჯავრე. ახლა აღარ მინდოდა ვიღაც ძუკნის და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობაზე ფიქრი რადგან, ჩემში ახლამა სურვილმა გაიღვიძა. სურვილი შოთისთან საუბრისა და მასზე ფიქრისა.

თავხედად დავიკიდე გიო (ალბად იმიტომ რომ მისგან ვერ ვგრძნობდი იმას რაც უნდა მეგრძნო, ანუ სიყვარულს და ყურადღებას,მაგრამ იმის გამო რომ მე ის მიყვარდა მაინც ვჯავრობდი იმაზე რომ, ვიღაც გოგოს ის უყვარდა და მე მადანაშაულებდა მათი ურთიერთობის კრახით დასრულებაზე...)და შოთოზე ფიქრი დავიწყე, მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი ჩვენს ახალ ურთიერთობაზე და სიხარულით ვიხსენებდი ჩვენს საუბარს, ონლაინში.

საერთოდ ერთი დიდი მინუსი მაქვს, ადამიანს რომელსაც კარგად არც კი ვიცნობ თვალდახუჭული ვენდობი. მაშინ შოთოს "კარგად" არ ვიცნობდი და არ ვიცოდი იყო თუ არა სანდო ადამიანი, მიუხედავად იმისა რომ მისგან აუწერელი სითბო და ყურადღება ვიგრძენი.

მოკლედ, შოთოზე ფიქრებში ჩაფლული და გონება არეული, გამთენიისას ძილს მივეცი თავი.


დავოუთება და დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ🌟🫶🤍

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 19 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული და ვნება ონლაინში...Where stories live. Discover now