- მე შენსავით ხიფათის თავზეხელაღებულები მაძიებელი არ ვარ.... შენ... შენ თვითონ რას დაეძებ? თორემ მე... მე აქ ჩემს სამშობლოს ვიცავ.

- ამ გაუვალ ტყეში და ისიც მარტოდმარტო? აქ საიდან გაჩნდი მზეთუნახავო?

- კოჭლ რწყილზე შევჯექი, ზღვა გადმოვცურე და მთები გადმოვლახე.

- ზღაპრული ბედაური ყოფილა შენი რწყილი. იმასაც ხომ ვერ მეტყვი, რომელი ზღაპრულ ქვეყანაში იზრდებიან ასეთი რწყილები? - ალფას როგორც ჩანს ართობდა ომეგასთან სიტყვებით თამაში.

- შენ თვითონ რას აკეთებ მეთქი აქ? რა გინდა ჩემს მიწაზე? მიპასუხე! - ალფის ირონიის მოსმენით ნელ-ნელა ღიზიანდებოდა ომეგა.

- შენს მიწაზე რომ ხარ ვიცი. ამ უკაცრიელ ტყეში რამ გადმოგაგდო-მეთქი? - არ ნებდებოდა ალფა.

- ბავშობიდან მაშინებდნენ, ტყეში ჭინკები, კუდიანები, ალქაჯები ცხოვრობენო. ამის შესამოწმებლად მოვედი. - უპასუხა ომეგამ და საკუთარი პასუხით კმაყოფილს შეუმჩნევლად ჩაეღიმა.

- მერე იპოვე ჭინკები და კუდიანები?

- ერთი კუდიანი ჭინკა თვითონ წამადგა თავს.

- წეღან შენ ისროლე? - ალფამ დააიგნორა ომეგის ცინიზმი.

- რა შენი საქმეა? - თვალი აარიდა ომეგამ ალფის დაჟინებულ მზერას.

- ვის ესროლე?

- ვისაც ვესროლე... შენი საქმე არაა! - ოემგამ ფეხით მიწის ჩიჩქვნა დაიწყო.

- იმ სროლით, ასე მგონია, მე მომიპატიჟე. ვიფიქრე, აქ სადღაც ადამიანია მეთქი. გეტყობა, მარტო ხარ. ეს ყველანაირად ხელსაყრელია.... ორივესთვის.

- ჰა, მომკალი, რაღას უცდი, მომკალი და გაათავე!

- შენისთანა ლამაზი, საქორწილოდ გამზადებული ომეგა მოსაკლავად ასე რომ გავიმეტო, რა პირით შევხვდე საიქიოში სილამაზის ღმერთს?

- ტყუილად მთაფლავ! მომკალი თუ მკლავ, რაღას უცდი?

- მოიცადე, რა გაჩქარება, სიკვდილს ყოველთვის მოასწრებს ადამიანი. ჯერ დავრწმუნდები ნამდვილი ადამიანი ხარ თუ არა. - ალფამ ბარგს გადააბიჯა და ომეგისკენ წავიდა.

ბედისწერაWhere stories live. Discover now