სიძველისგან გაშავებულ ერთ დროს ლურჯ პატარა გაზის ბალონს ატრიალებს და ასანთს უკიდებს. ცეცხლი ამ სიცხეში? -სულ გაგიჟდა? კარადიდან სპილენძის ჯაზვეს იღებს და ნალექიანი ყავის გამჭირვალე პარკს თავს უხსნის. ორ კოვს ყრის, წყალს ამატებს და უშაქროდ ცეცხლზე ხარშავს.

-ელენა იცი ნადირობის არსი რაშია?

-არ მაინტერესებს მაგრამ მაინც იტყვი და თქვი-ვპასუხობ მკვახედ.

-ურთიერთდამოკიდებულებაში.

-რას ბოდავს -ამას გულში ვფიქრობ ნამდვილად არმინდა ყავის მაგივრად მე შემომდგას ცეცხლზე))

-რათქმაუნდა შეგიძლია მსხვერპლის მაშინვე მონადირება მაგრამ ამას რა მუღამი აქვს? ადვილი ნადავლი არ მიზიდავს. ამის მაგივრად მშვიდად ვაკვირდები, ველოდები, ცოტა დისტანციასაც კი ვზრდი და როცა იფიქრებს მორჩა სამშვიდობოს გავალ და თავისუფალი ვიქნებიო, ბრახ! მაშინ გამოვკრავ ჩახმახზე თითს..-დაზაფრული ვუსმენ.

-ავადმყოფი ხარ! მანიაკი!

-გინდა ყავა? - ჭიქებში ნელა გადმოასხა ყავისფერი აქაფებული სითხე და მაგიდაზე დაალაგა.

-რომ ვკვდებოდე წყალიც არმინდა შენი ხელიდან!

-რატომ მიბრაზდები? ხომ გაჩუქე თავისუფლების სამი კვირა.

-ესეიგი იცოდი სად ვიყავი ?

-ვიცოდი- ჩამოჯდა და თავისი ყავა გემრიელად მოსვა-კიდევ დიდხანს გავერთობოდი შენი წვალების ყურებით მაგრამ საქმე არ იცდის. ჩემს სასტუმროში მივდივარ თურქეთში. და შენც ჩემთან ერთად მოდიხარ.

-არა ვერ ვიჯერებ. რაში გჭირდები მე? თუ გგონია შენი საყვარელი გავხდები გაგიჟებულხარ. მირჩევნია აქვე დამახალო ტყვია.

-შენ რა ჩემთან დაწოლას სიკვდილი გირჩევნია? -ფეხზე ისე სწრაფად დგება და ჩემსკენ მოიწევს რომ შიშიც უკან ვიხევ. კედელს ვეჯახები ის კი ხელებს ჩემს თავთან გვერდებზე ალაგებს და ახლოს მოდის.

-მირჩევნია! -ვამბობ ჩუმად.

-საყვარლები და ქალები საკმარიასად მყავს. სანამ შენ არ მოგინდება არ შეგეხები.

-არ მომინდება- თვალებში ძლივს ვუყურებ. ჩვენს შორის იმდენად მცირე დისტანციაა მის სუნთქვას ვგრძნობ რომელსაც ყავის გემო აქვს. მისი შეკრული წარბები განრისხებას აჩვენებს, თვალები უელავს თუმცა მათში იმხელა ვნებაა მეშინია თავი არ დავკარგო.

-დარწმუნებული ხარ?-ისე ნაზად მეკითხება და ტუჩებზე მაყოლებს მზერას რომ ღრმად ვსუნთქავ და მზად ვარ აქვე დავნებდე მის ყველა სურვილს და გავაკეთო რასაც მთხოვს ყველაფერი. მგონი ისიც ხვდება ჩემს უსუსურობას და უფრო მაკრავს თავის მხურვალე სხეულს.

არა არა და არა! ჯანდაბა თავს ვიწვავ ამ წამს... ხელს ვკრავ და შორს ვწევ.

-ან ჩაალაგე შენი ნივთები და შენი ნებით წამოდი ან ძალით გაგიყვან ამ სოროდან!

-არც პასპორტი მაქვს არც პირადობის მოწმობა ვერანაირად ვერ წამიყვან სხვა ქვეყანაში.

-ამაზე უკვე იზრუნეს შენმა მშობლებმა. თვალს მიკრავს და ჯიბიდან ჩემს პასპორტს იღებს.

როგორ ვიკავებ თავს მე თვითონაც არ ვიცი, თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებ რომ სხვა გზა აღარ დამრჩა და უნდა შევეგუო მწარე სიმართლეს. მე ახლა მისი საკუთრება ვარ და მადლობელი ვიყო აქამდე რომ არ გამასხმევინა ტვინი.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now