1 თავი - ერეკლე

176 22 24
                                    

1 თავი - ერეკლე

-როგორი მუცელი გაქ - მესმის ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფს ჩემი სამი წლის გოგოს ლაპარაკი.

ხმა არ ამომიღია, როგორც ჩვევია ჩემს დაცინვას განაგრძობდა და საერთოდ არ აინტერესებდა ღამის სამი საათი რომ იყო. ვიცოდი რატომ ეღვიძა მაგრამ დაღლილზე ისღა მინდოდა ისევ ჩამეძინა ცოტა ხნით.

-თან გიჟივით გაპუწული რო აქ თმა- ლიზის პატარა ხელები თმებში ვიგრძენი და ღიმილი ვერ შევიკავე. ჩემი დაცინვა უკვე წეს-ჩვეულებად კი ჰქონდა ქცეული მაგრამ თავის შეკავება და მის თამაშს აყოლა ისევ მიჭირდა. ჩემი პატარა გოგოს სიახლოვე და მისი მხიარულება ყველაფერს მერჩივნა და  მისი დაცინვები მეც მახალისებდა.

ლიზის გარეშე ჩემი ცხოვრება დიდი ხნის წინ დაკარგავდა ფერებს და მნიშვნელობას, იმის მიუხედავად რომ მისი დაბადების შემდეგ ბევრი სირთულის წინაშე მოგვიწია დადგომა მე და ჩემს ოჯახს. ჩემი გაზრდილი იყო და აქამდე გადავლილი ყველა ბარიერი მარწმუნებდა იმაში რომ მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. შვილის ყოლამ კაცად ყოფნა ხელახლა მასწავლა.

-მამა აბა თუ იცი ბაღში რა მოხდა? -მკითხა ლიზიმ მაგრამ რათქმაუნდა პასუხი არ გამიცია, თვალებდახუჭული გასუსული ვუსმენდი თავზე წამომდგარ ლიზის.

-მაია მასწავლებელმა ასე მითხრა კითხვის სწავლა ჯერ ადრეაო ყველაფერი ვერ გეცოდინებაო. -მაია მასწავლებელი სანდო ქალი იყო, ლიზის ბაღში მიყვანის ერთ-ერთი მიზეზი და ერთადერთი გარანტია იმის რომ ჩემი პატარა გოგო სანდო ხელში იყო. მაიას დამსახურებით ჩემი ლიზი ქალის სიახლოვეს იზრდებოდა იმის მიუხედავად რომ დედამისი არასდროს უნახავს. მაიას ბავშვობიდან ვიცნობდი და იმის მიუხედვად რომ ლიზი ყოველ მეორე დღეს მასზე წუწუნედა, მე მაინც მაიას მხარეს ვიჭერდი.

-ასე თქვა პატარა ბავშვებმა ჯერ ფერები უნდა ისწავლონო და მერე ანბანიო. მეკიდე გავბრაზდი იმიტორო ორივე მინდა რო ვიცოდე და არ მაცდიდა არავინ ბაღში. - ხმა მოწყენილი გაუხდა და მეც თვალები დავჭყიტე იმის მოლოდინში რომ მის ცრემლებს გადავაწყდებოდი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 08 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

უცხო ოჯახიWhere stories live. Discover now