arabian night

733 68 47
                                        

 გარშემო სიბნელეა,საერთოდ არაფერი არ ჩანს. ან საერთოდ თვითონ პაკი ვერ აღიქვამს გარემოს რადგან თავი საშინლად უსკდება. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს თავში ჩაქუჩს ურტყამენ. მხედველობა კი დაქვეითებული აქვს. სადღაც ახლოს წყლის წვეთის ჩამოვარდნის ხმაც ისმის,რაც პირდაპირ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ამძაფრებს ტკივილს.  რამოდენიმე წუთის შემდეგ ჯიმინი ცოტათი აზრზე მოვიდა,ქუთუთოები მძიმედ დააშორა და პირველი რაც თვალში მოხვდა ,ვიღაცის შავი სანდლები იყო. მარჯვენა მხარზე იწვა,თავი კი ცივ იატაკზე ეგდო. 

- სად ჯანდაბაში ვარ?- გაჟღერდა ნაწვალევი ხმა. ოთახის კედლები ქვებისგან იყო აშენებული და კარები კი არა გისოსები იდგა,რის შემდეგაც დაასკვნა ,რომ დილეგში იჯდა და არა ოთახში. 

- გაიღვიძა პრინცმა. -  მოისმა  გაღიზიანებული და ცინიკური ტონალობით სავსე ხმა. ჯიმინმა თავი ასწია და მტკივნეულად თუმცა მაინც გადაატრიალა თვალები, როცა მის წინ მჯდომი კიმ თეჰიონი დაინახა. 

ჯიმინი და თეჰიონი ორივენი იყვნენ ეგვიპტის ქალაქ ტაბადან.(აკაბის ყურის სანაპირო). რომელიც მდებარეობს ეგვიპტის უკიდურეს აღმოსავლეთში. სწორედ ტაბაზე გადის ეგვიპტისა და ისრაელის ოფიციალური საზღვარი.  თეჰიონს ჯიმინი პატარაობიდანვე სძულდა და არასდროს არ აძლევდა გახარების უფლებას. კიმი გაცილებით შეძლებული ოჯახიდან იყო, ჯიმინი კი არც თუ ისე. თუმცა, ეს მას კომფორტში ხელს არ უშლიდა,როგორც თეჰიონს,რომელიც ცდილობდა ყოველ კუთხეში გამოეჭირა და მისი სოციალურ-მატერიელური მდგომარეობა შეეხსენებინა.  მიუხედავად იმისა,რომ ჯიმინს არ ეცვა მაღალი ხარისხის ნაჭრის ტანსაცმელი,ის მუდამ სისუფთავისგან ბრწყინავდა და თეთრი ტანსაცმლის შენარჩუნებაც მთელი დღე საოცრად შეეძლო. ეს ჯერ კიდევ ბავშვობაში. პაკი ვერასდროს ვერ ხვდებოდა მიზეზს, თუ რატომ იჩენდა კიმი ამხელა აგრესიას მის მიმართ,როცა ბრალი არაფერში მიუძღოდა. თუმცა თეჰიონის გულში , რომ ჩაგეხედათ, იმ ღარიბი კაცის შვილს,მასზე უკეთესად თვლიდა. მხოლოდ იმიტომ,რომ შეეძლო ყველაფერი,უყვარდა ყველას ვისაც კი ერთხელ გაუღიმებდა და რაც მთავარია, ბავშვობიდანვე შესამჩნევი იყო როგორი საუცხოო სილამაზის ომეგა გაიზრდებოდა. თეჰიონი არ იყო უშნო ნაკვთების მქონე ბავშვი,მაგრამ თვითონ ასე საერთოდ არ ფიქრობდა და სწორედ ამიტომ ჰყავდა ათვალისწუნებული.

Arabian NightWhere stories live. Discover now