-იმიტომ რომ ჩემი ბატონის,აბა რა დავუძახო?-მკვახედ მითხრა ასეთი ტონი არასდროს გამიგია მისგან და მივხვდი რომ გავაღიზიანე,ამიტომ პასუხისგან თავი შევიკავე.
დიდხანს აღარ გვივლია,სულ ცოტა ხანში კარებთან ვიდექით,სწორედ იმ კარებთან იმ ღამეს ებიმ    ძალით რომ  შემომიყვანა.
ამ კარებიდან იწყებოდა ყველაფერი

-გამარჯობა,ოლივია-მითხრა კარმა მაგრამ რა თქმა უნდა სისილიას არც გაუგია და არც უეჭვია რამე ,მაგრამ მაინც არაფერი ვუპასუხე და როცა გაიღო გარეთ გავვარდი.

დიდი ხანია გარეთ არ ვყოფილვარ.
როგორც უკვე იცით ფანჯრებს ვერ ვაღებდი(მიუხედავად იმისა რომ ძლიერ მინდოდა)
არც გარეთ მიშვებდნენ,მაგრამ ეხლა ხომ გარეთ ვიყავი და ქარის ხმა უფრო მკაფიოდ გავიგე

-გამარჯობა ჩემო ქალბატონო-მითხრა მან,მივხვდი რომ ცოტა გავწითლდი რადგან სისილიამ შეამჩნია და მეც მოახსენა ყოველივე,ამაზე კი უფრო გავწითლდი.

მიხაროდა ხის დანახვაც,მერწ რა რომ სასახლეში ისედაც გავაჩინე?
ეს სულ სხვა იყო.
შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ თუმცა მაინც გეტყვით რომ ხესთან მივედი და ჩავეხუტე ,ამაზე ქარსაც და სისისაც ფხუკუნი აურყდათ,მეც მოვშორდი ხეს და თვალებით ვიკითხე ახლა საეთ მეთქი.
ისიც წინ გამიძღვა,ყველაფერს ვათვალიერებდი რადგან ეს ხედი ჩემი ფანჯრიდან არ ჩანდა.
ჯერ ქალაქში არ ვიყავით შესულები.
როცა შევედით ისევ ისეთი დამხვდა იქაურობა როგორიც ადრე იყო,არაფერი განსაკუთრებული,ქუჩებს ვათვალიერებდი სადაც მთვრალი კაცები ძირს ეყარნენ და მღეროდნენ.
ასევე კატის ჩხავილიც გავიგონე.
მართალია ისევ დავფრთხი მაგრამ შევეცადე მაინც ეს არ მეჩვენებინა.
დიდი დრო გავიდა და სიარული უკვე მომბეზრდა,ამჯერად ჩვენ ყველა თავს გვარიდებდა,ალბათ იცოდნენ ვინც ვიყავით...
ვფიქრობდი ნუთუ ამდენი ხანი ვიარე მაშინაც სანამ სასახლემდე მივაღწევდი-მეთქი

ჩემთვის უცნობ ქუჩაზე გადავუხვიეთ...

და ღმერთო იქ წითელი თავი შევნიშნე,დავინახე როგორ მიიმალა შესახვევში.
მაშინვე მივხვდი ვინც იყო,რა თქმა უნდა რანთა,მისი ნახვა ხომ ამდენ ხანს მინდოდა,ამიტომაც აღარ შევყოვნდი და უკან გავყევი,ჩემგან ცოტა წინ იყო და ის ის იყო უნდა დამეძახა რომ მოსახვევში გაუჩინარდა,მეც გავყევი და შევამჩნიე რომ მალე პატარა აყროლებული დუქანში შევიდა.

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now