"რატომ იწვევ ზეგავლენას ჩემზე"
ჩემი ხმით ამბობს.

მას სკამები,ფანჯრები და კედელი ეხმიანება.

ყურებზე ხელებს ვიფარებ რომ მათი ლაპარაკის ხმა როგორმე ჩავახშო.
ვერც ვხვდები როგორ ვამბობ

-ჯანდაბა თავი დამანებეთ-უცებ ოუენის ხელს ვგრძნობ ჩემ ხელებზე ის ყურებიდან ხელებს მაშორებს.

არ ვუყურებ,მრცხვენია,სირცხვილი ასე არასდროს გამომიცდია ვხვდები რომ 17 გრადუსიდან რომელიც დარბაზში სუფევდა 37 გრადუსზე ავედი.

მისი თვალების დანახვა მინდა,მინდა გავიგო რას ამბობენ ისინი.

აბა როგორ გავიგო რას ფიქრობს?

ხელები ისევ ჩემ ხელებზე აქვს დადებული.

-რას ამბობენ?-კითხვა მაოცებს და გაკვირვებული თვალებით ვუყურებ მის თმებს.

-დამცინიან-ვეუბნები და ისევ თავს ვხრი.

-უბრალოდ თავი დაანებე.ამგვარი ლაპარაკი ადრეც გესმოდა?

-კი-ჩუმად ვეუბნები და ჯერ არ ვუყურებ მის თმას

-კარგი
ეხლა კი მიდი დახატე-ხელში ფურცელი და ფანქარი მომაჩეჩა,თვითონ კი სკამზე დაჯდა ჩემ პირდაპირ და სიჩუმეში ჩაიძირა.

-რა დავხატო?-ცოტაბდამშვიდებული ვეოითხები რადგან მისგან ჩემ სიტყვებზე დაცინვა არ მიმიღია,ეს კი ძალიან უცნაურია.
ბოროტები ჩემი აზრით ყველას დასცინიან.
ოუენი კი თითქოს ჩემი უხერხულიბაში ჩაგდების მიზნით არაფერს აკეთებს.
ან უბრალოდ არ აინტერესებს.
ან უბრალოდ უხერხულში არ მაგდებს.
მისი საქციელი მაკვირვებს,თანაც ძალიან.
წინაზე ასე მოიქცა,მაგრამ შესაძლოა მაშინ ვერაფერი თქვა რადგან გამოვიქეცი.

-რაც გინდა-ამბობს ჩვეული ტონით-თითების თამაშს იწყებს.მაგიდაზე აკაკუნებს.
მე ყურადღებას არ ვაქცევ და ხატვას ვიწყებ.
მაგრამ მისი თითების კაკუნი ხელს მიშლის.
გადავწყვიტე ოუენი დამეხატა.
და აი კიდევ ერთი მარცხი!
დროგამოშვებით მას ვუყურებდი,შესაძლოა ხვდებოდა,მაგრამ არ იმჩნევდა,ან უბრალოდ ფიქრობდა და არ ვაინტერესებდი.
ისე უცნაურია თმაში როგორ ხედავს?
არასდროს შემიმჩნევია რომ სიარულისას ან სხვა მოქმედების გაკეთებისას შეყოვნებულიყოს.
კარგად დავაკვირდი

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now