უცებ უკან ნაბიჯების ხმა მომესმა.
არ მივიხედე.
შემეშინდა.
ხმა უფრო მიახლოვდებოდა,ბოლოს კი ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი.

მივტრიალდი და მესამე ბიჭი დავინახე რომელიც წეხანაც ვნახე სხვა ბიჭებთან ერთად.
მან რაღაც ფუთა მომაწოდა ხელში.
არაფრისმთქმელი თვალებით შევხედე და ვკითხე
-ეს რა არის?

-საჭმელი შენთვის
ჩავიცინე
-არ მინდა-და მაინცდამაინც მაშინ ჩემმა მუცელმა დაიღმუვლა.
წამოვწითლდი და ასევე რომ იცოდეთ ეს ჩემი მეორე ტყუილი იყო.
გამომიწოდა და გაიღიმა
გამოვართვი
-მოწამლულია?

-როგორც გინდა ისე ჩათვალე-ისევ გაიცინა და უკანმოუხედავად წავიდა ,მე არც მადლობა მითქვამს და არც სხვა სამადლობელი სიტყვა მაგრამ მივხვდი რომ თქმას ისედაც არ ვაპირებდი სულ აქ რომ დარჩენილიყო და სამი საათი დამლოდებოდა.
მას მადლობა რატომ უნდა გადავუხადო?
მართალია ის არ იყო ვინც ფული წამართვდს და დამარტყა,მაგრამ სხვას რომ ასე ექცეოდნენ და მას ეს არ უნდოდა ხომ უნდა ჩარეულიყო?
ფუთა გავხსენი და ბუტერბროდები ამოვიღე.
ერთი ბეკონის იყო,ერთი ლორის ასევე შიგნით წყალი იყო და ერთი მწვანე რაღაც იდო.

-ეს ვაშლია-მითხრა ქარმა

ვაშლი ჩავკბიჩე და აღმოვაჩინე რომ ძალიან გემრიელია,სამწუხაროდ დიდი არ იყო და მალე დავათავრე,სანამ საჭმელს შევჭამდი წყალი ავიღე და ნახევარი დავლიე,ეხლა შევამჩნიე თურმე საჭმელზე მეტად წყალი მონდომებია.
შემდეგ ლირის ბუტერბროდი ვჭამე და ბეკონის ისევ ფუთაში ჩავდე.
კუჭმა კმაყოფილად დაიღმუვლა.
გზა განვაგრძე როგორც ქარმა მითხრა წინ უნდა წავსულიყავი მაგრამ როდემდე ნამდვილად არ ვიცოდი.
ან სად მივყავდი?

შეხედეთ ქვეყანაში ახალი ბოროტი ჩამოსულა

-მე ბოროტი არ ვარ სულელო ქვებო!-დავუყვირე
ნეტავ ყველას ისევე ესმის ქარის და ქვების ისევე როგორც მე?

არ მაინტერესებს.

გზა განვაგრძე, მალე მოციმციმე წერტილებმაც გამოანათეს ცაში და დიდიც გამოჩნდა.
ის აქედან ისე ახლოს ჩანდა თითქოს შემეძლო ხელი მომეკიდებინა

-ეს მთვარეა-მითხრა ქარმა

ქარი რომ არ მყავდეს ნეტავ რას დავარქმევდი ამ მოციმციმე ბურთს?

არ ვიცი...

მთვარე ისე შეეფერება მას რომ არ გადავარქმევ სახელს და ესე დავუძახებ.

-გოგონავ შენ დიდი მომავალი გაქვს,მაგრამ იცოდე სხვების დახმარება დაგჭირდება,ძლიერი იყავი-მითხრა მითვარემ

აი კიდევ გამახსენთა მარიასა და მიას(პეპელას) ნათქვამი
ნეტავ რა ხდება ისეთი რაშიც მჭირდება ძლიერი ვიყო?

ავტორის პოვ:
მან არ იცოდა რომ სიძლიერე სულ რაღაც ხუთ წუთში დაჭირდებოდა.

ვიას პოვ:
ისევ გავაგრძელე გზა,ქვები აგრძელებდნენ ჩემზე საუბარს,მაგრამ მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდი.

ცოტა ხანში ჩიხთან მივედი აქედან კარგად დავინახე მთაზე მდგომი სასახლე რომელიც იმდენად შავი იყო რომ არა მთვარის შუქი ვერც შევამჩნევდი.
რაღაც უცნაურმა ლტოლვამ გადამაწყვეტინა ჩუმი,შავი და საზარელი სასაზლისკენ წავსულიყავი რომელსაც ეკლები ქონდა დაგრაგნილი ჭიშკარზე.

თითქმის მივუახლოვდი როცა იქედან ვიღაც გამოვიდა მსახურის ფორმაში გამოწყობილი და მე შემომხედა.

-ქალბატონო სალინდა ჩამობრძანდით?-მკითხა მან

-უკაცრავად?მე სალინდა არ ვარ-გაკვირვებულმა ვუპასუხე
ქალს სახე არ შესტოკებია ისე მკითხა:

-თქვენი ეტლი სად არის?

-რა ეტლი?ეტლი არც მაქვს-ვუპასუხე და უკან დავიხიე
ის ჩემიენ წამოვიდა და უცებ ხელი მკლავზე მომკიდა და ძლიერად ჭიშკრისკენ წამიყვანა

____________________
.......618 სიტყვა.......

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Donde viven las historias. Descúbrelo ahora