- ცეცხლს ეთამაშები ეველინ!

- კარგია, მიყვარს ცეცხლთან თამაში, რადგან თავად ვარ ეგ ცეცხლი!

- შენ!

- ლიამ, ეს არამზადა აქედან გაიყვანეთ, ახლავე!

- სიცოცხლეს წაგართმევ ეველინ, ისე, როგორც შენს ძმას!

- ეგრე შენს ლაქიებს დაემუქრე, ენდრიუ!

ყვირილით და უამრავი ლანძღვითი სიტყვებით მომმართავდა. დაცვას კი როგორც გადასაგდები ნაგავი, ისე მიჰყავდა. 

- ლიამ, მსგავსს შემთხვევას დავინახავ და ასე მარტივად ვეღარ გამოძვრებით. მე თომასი არ ვარ! შეიგნეთ ეს. თუ წესებს არ დაემორჩილებით, მომიწევს სხვანაირად მოვიქცე და ნუ მაიძულებთ იმ ხერხების გამოყენებას რაც არ მინდა! გასაგებია?!

- დიახ, ქალბატონო ეველინ. ბოდიშს გიხდით.

- აქაურობას მიხედეთ, შემდგომ კი საქმეზე გადადით.

- დიახ, ქალბატონო.

სწორედ ასეთია ჩემი ცხოვრება. სახიფათო, შემაძრწუნებელი, ხანდახან ემოციურადაც კი სრულდება თითოეული დღე. და რატომ ვარ ამ სამყაროში? რა უნდა ეველინს ასეთი ცხოვრების მიღმა? არ ვიცი. ამაზე პასუხი დღემდე არ მაქვს. თომასი ამ ორგანიზაციის პირველი ლიდერი იყო. მასზე ლეგენდები დადიოდა, არავის შეეძლო მისი დამარცხება. მისი სიკვდილის მიზეზი ავადმყოფობა იყო. იმ დღიდან მოყოლებული, წითელი ყვავილის ლიდერი გავხდი და ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. სამყარო იმაზე რთულ გამოწვევებს გვიგზავნის, ვიდრე გვგონია. გოგონა, რომელიც სკოლის შემდეგ დედას ელოდებოდა, რათა ერთად ესადილათ და სახლში წასულიყვნენ, დღეს ამ საზიზღარ მისიას ასრულებს.

სწორედ მაშინ, როცა ვიხსენებდი ჩემს წარსულსა და აწმყო ცხოვრებას, შეტყობინების ხმაც გაისმა. 

- გამარჯობა, ქალბატონო ეველინ.

ისევ უცხო ნომერი. დროა გავარკვიოთ თუ ვინ ხარ. გადავწყვიტე მასთან დამერეკა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 08, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მომაკვდინებელი კოცნა Where stories live. Discover now