თავსხმა წვიმა

Start from the beginning
                                    

შიგნით უცებ შევიდნენ. ორივე ისეთი სველი იყო, რომ მათი ტანსაცმლიდან რამოდენიმე ლიტრ წყალს გამოწურავდი. შესვლისთანავე
სუნმინმა სველი მოსაცმელი და პერანგი მაშინვე გაიძრო ტანიდან. ჩევონი მის პრესებს მიაშტერდა, რომელზეც კარგად ჩანდა როგორ დაგორავდნენ წყლის პატარა წვეთები.
ბიჭი რა თქმა უნდა გრძნობდა მის მზერას.

- ის ღამე გამახსენდა, როცა დახრჩობას გადამარჩინე.- სიჩუმე სუნმინმა დაარღვია და ჩევონს მიუახლოვდა.

- ხოო... ის ღამე... - ენა დაება გოგოს და წამით გვერდზე გაიხედა, ცდილობდა ბიჭის სხეულისთვის არ შეეხედა.

- იმ ღამით პირველად ვნახე შენი ტატუ... შემთხვევით. - მაცდური ხმით ჩაილაპარაკა და გოგოს უფრო მიუახლოვდა.
ამაზე ჩევონი ორი ნაბიჯით უკან დაიხია და სამზარეულოს მაგიდას ზურგით მიეჯახა. სუნმინი ხელებით იმ მაგიდას დაეყრდნო, ისე რომ ჩევონი შუაში ჰყავდა მოქცეული.
- ისე სულ მინდოდა მეკითხა... ვინ დაგახატა ეგ ტატუ?

- რა მოხდა? ეჭვიანობ? ნუ ღელავ ჩემმა დაქალმა დამახატა, ჯისუმ. - დაძაბულობის გასაფანტად სიცილით უპასუხა გოგომ და აქეთ-იქით თვალების გაცეცება დაიწყო, თითქოს ინტერიერს ათვალიერებდა. არ უნდოდა ბიჭის შეემჩნია, რომ მისი შიშველი სხეული მის თვალებს მაგნიტივით იზიდავდა.

- არ ვეჭვიანობ უბრალოდ გკითხე.-მშვიდად უთხრა სუნმინმა და მის სახეს უფრო მიუახლოვდა.

- კარგი. ჩაიცვი, თორემ გაცივდები.- ჩევონმა მისი მკლავებისგან თავის დაღწევა სცადა, მაგრამ სუნმინმა მაგიდის კიდეებს უფრო ძლიერად ჩასჭიდა ხელები.

- თვალები გაგირბის და მაგიტომ ჩავიცვა? - ეჭვის თვალით შეხედა ბიჭმა.

- რა სისულელეა!- დოინჯი შემოირტყა გოგომ. - გამიშვი, უნდა გამოვიცვალო, მცივა. - ისევ სცადა თავის დაღწევა, მაგრამ სუნმინმა უცებ მხრებში ჩაავლო ხელები და ტუჩებში ეცა. ჩევონმა ლოყებზე თბილი ხელისგულები დაადო და ფრთხილად მოიშორა.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now